ტიანძინი (ჩინ.: 天津) — მეტროპოლისი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს დასახლებული პუნქტი არის ქვეყნის ოთხი ცენტრალური დაქვემდებარეობის ქალაქიდან ერთი. ტიანძინის ურბანულ ტერიტორიას ესაზღვრება ხებეის პროვინცია და პეკინის (პეიძინგის) მუნიციპალიტეტი, რაც შეეხება აღმოსავლეთის საზღვარს, ის გადის ბოჰაის ყურეზე რომელიც წარმოადგენს ყვითელი ზღვის შემადგენელ ნაწილს. მოსახლეობის თვალსაზრისით ამ ტერიტორიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო ფართობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს, პეკინის, შანჰაის, გუანჯოუს და შენიანის შემდეგ.

ქალაქი
ტიანძინი
ჩინ.: 天津
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Heping District, Hedong District, Hexi District, Nankai District, Hebei District, Hongqiao District, Dongli District, Xiqing District, Jinnan District, Beichen District, Wuqing District, Baodi District, ბინჰაი, Ninghe District, Jinghai District და Jizhou District
კოორდინატები 39°08′00″ ჩ. გ. 117°11′00″ ა. გ. / 39.13333° ჩ. გ. 117.18333° ა. გ. / 39.13333; 117.18333
ქალაქის მერი ჰუან სინგო
დაარსდა 1404
ფართობი 11 920 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5±1 მეტრი
მოსახლეობა 12 281 600 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1044,4 კაცი/კმ²
აგლომერაცია 23 800 423
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 22
საფოსტო ინდექსი 300000-319000
საავტომობილო კოდი 津A, B, C; 津E
ოფიციალური საიტი .tj.gov.cn
ტიანძინი — ჩინეთი
ტიანძინი

ქალაქ ტიანძინის ფართობი შეადგენს 11 920 კმ². ურბანული ტერიტორია გაშენებულია მდინარე ხაიხეს სანაპიროზე, აქ მდებარეობს პორტი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქალაქში. მიუხედავად იმისა რომ ეს დასახლება ყვითელ ზღვასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, აქ კლიმატი მაინც კონტინენტურია. ტიანძინიდან 96 კილომეტრში მდებარეობს დედაქალაქი პეკინი, ეს ორი ქალაქი ერთმანეთს მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მეშვეობით უკავშირდება.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება
ქალაქი ქვეყანა დაძმობილების წელი:
  კობე იაპონია 24 ივნისი, 1973
  ფიჩბურგი აშშ
  ფილადელფია აშშ 10 თებერვალი, 1980
  დალასი აშშ
  გრინვილი აშშ
  რიშონ-ლე-ციონი ისრაელი
  მელბურნი ავსტრალია 5 მაისი, 1980
  იოკაიტი იაპონია 28 ოქტომბერი, 1980
  სარაევო ბოსნია და ჰერცეგოვინა 28 მაისი, 1981
  მილანი იტალია 9 მაისი, 1985
  გრონინგენი ნიდერლანდები 12 სექტემბერი, 1985
  ტიბა იაპონია 7 მაისი, 1986
  ქუთაისი საქართველო 7 მაისი, 1986
  იზმირი თურქეთი 23 სექტემბერი, 1991
  აბიჯანი კოტ-დ’ივუარი 26 სექტემბერი, 1992
  ულან-ბატორი მონღოლეთი 27 სექტემბერი, 1992
  ხარკოვი უკრაინა 14 ივნისი, 1993
  იენჩეპინგი შვედეთი 23 სექტემბერი, 1993
  ინჩხონი სამხრეთი კორეა 7 დეკემბერი, 1993
  ლოძი პოლონეთი 1 ოქტომბერი, 1994
  რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია 18 აპრილი, 1995
  ჰაიფონი ვიეტნამი 8 იანვარი, 1999
  ტურკუ ფინეთი 17 აგვისტო, 2000
  კლერენსე აშშ 10 ნოემბერი, 2001
  სალონიკი საბერძნეთი 4 მარტი, 2002
  ნამპო ჩრდილოეთი კორეა 11 აგვისტო, 2002

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება