დირე-დაუა (ამჰ. ድሬዳዋ) – ქალაქი აღმოსავლეთ ეთიოპიაში. იგი ფედერალური დაქვემდებარების ორი ქალაქიდან ერთ-ერთია (მეორე ქალაქია — ადის-აბება). მოსახლეობა – 607 321 კაცი (2008 წელი). სანტრანსპორტო კვანძია, მდებარეობს ადის-აბება–ჯიბუტის სარკინიგზო გზაზე. საავტომობილო გზით დაკავშირებულია ქალაქ ჰარარისთან.

ქალაქი
დირე-დაუა
ድሬ ዳዋ

რკინიგზის სადგური
დროშა

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
რეგიონი (ეთიოპია)|ეთიოპიის რეგიონები|რეგიონი დირე-დაუა
კოორდინატები 9°36′00″ ჩ. გ. 41°52′00″ ა. გ. / 9.60000° ჩ. გ. 41.86667° ა. გ. / 9.60000; 41.86667
დაარსდა 1902
ფართობი 1213 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1276
მოსახლეობა 607 321 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 500,68 ად. კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი (251-25)
ოფიციალური საიტი dire-dawa.gov.et
დირე-დაუა — ეთიოპია
დირე-დაუა

დირე-დაუა დაარსდა 1902 წელს ეთიოპია-ჯიბუტის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. რკინიგზამ ზღვის დონიდან მისი მაღალი მდებარეობის გამო არ გაიარა ქალაქ ჰარარზე, შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მის სიახლოვეს დაარსებულიყო ქალაქი დირე-დაუა, რომელზეც რკინიგზამ გაიარა. ასეთმა მდგომარეობამ ქალაქს საშუალება მისცა გამხდარიყო ვაჭრობის მთავარი ცენტრი ჯიბუტსა და ეთიოპიას შორის. ბოლო წლებში ჰარარის გუბერნატორმა — მაკონენ უოლდა-მიქაელმა, გამოსცა განკარგულება ჰარარსა და დირე-დაუას შორის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი გზა ქვეყნის ამ ნაწილში. გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1928 წელს, რამაც ხელი შეუწყო ამ ორ ქალაქს შორის შემცირებულიყო სავალი დრო ორი დღიდან რამდენიმე საათამდე[1].

1931 წელს ქალაქში გაიხსნა ეთიოპიის ეროვნული ბანკის პირველი განყოფილება[2].

გეოგრაფია

რედაქტირება

დირე-დაუა მდებარეობს დაახლოებით 500 კმ-ში ადის-აბებიდან აღმოსავლეთით, 150 კმ-ში ჯიბუტის საზღვრიდან და 130 კმ-ში სომალის საზღვრიდან, მდინარე დეჩატუს ნაპირზე. ქალაქის სიმაღლე ზღვის დონიდან — 1276 მეტრი[3].

ქალაქის კლიმატი ტროპიკულია. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 24,6 °C-ს. ნალექების წლიური ნორმა — 637 მმ-ს. ყველაზე მშრალი თვეა — დეკემბერი 6 მმ-იანი ნორმით, ხოლო ყველაზე წვიმიანი — აგვისტო 125 მმ-იანი ნორმით. ყველაზე თბილი თვეა — ივნისი, რომლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 27,7 °C-ს, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი, საშუალო ტემპერატურით 21,2 °C.

მოსახლეობა

რედაქტირება

ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2007 წელს დირე-დაუას მოსახლეობა შეადგენს 341 834 ადამიანს, მათ შორის 171 461 მამაკაცია და 170 461 ქალი. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა: ორომოები — 45,9 %; სომალელები — 24,3 %; ამჰარები — 20,17 %; გურაგელები — 4,55 %; ტიგრაი — 1,23 % და ჰარარელები — 1,04 %. მოსახლეობის 47,95 % მშობლიურ ენად თვლის ორომოს ენას; 19,7 % — ამჰარულს; 26,46 % — სომალურს; 2,78 % — გურაგულს და 1,04 % — ჰარარულს. მოსახლეობის 70,8 % მუსულმანია; 25,71 % — ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია; 2,81 % — პროტესტანტია და 0,43 % — კათოლიკე[4].

1994 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 251 864 ადამიანს, მათ შორის 127 286 ადამიანი იყო მამაკაცი და 124 578 ადამიანი — ქალი. იმ პერიოდში მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იყო შემდეგნაირი: ორომოები — 48 %; ამჰარები — 27,7 %; სომალელები — 13,9 %; გურაგელები — 4,5 %; მოსახლეობის დანარჩენი 5,9 % იყო სხვა ხალხის წარმომადგენლები. მუსულმანების წილი შეადგენდა 63,2 %-ს; მართლმადიდებელი ქრისტიანებისა — 34,5 %-ს; პროტესტანტების — 1,5 %-ს და კათოლიკების — 0,7 %-ს; მოსახლეობის 0,1 % იყო სხვა რელიგიების მიმდევარი[5].

ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს 2004 წლის მონაცემებით ქალაქ დირე-დაუას მოსახლეობის 90,76 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით[6].

ეკონომიკა

რედაქტირება

დირე-დაუა მსხვილი სატრანსპორტო კვანძია: «ადის-აბება—ჯიბუტის» რკინიგზა, საერთაშორისო აეროპორტი, ავტოგზა ქალაქ ჰარარამდე. სამრეწველო ცენტრი: კვების და ტექსტილის დარგები, სამშენებლო მასალების წარმოება (ცემენტი, აგური). ქალაქში არსებობს სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურე საწარმოები, ასევე ლითონის ნაკეთობების კუსტარული საწარმოები, ტრადიციული ხელსაქმეობა. 2007 წელს ცემენტის ქარხნის გვერდით დაარსდა ბეტონის შპალის დასამზადებელი საწარმო. დირე-დაუაში მდებარეობს რამდენიმე სასტუმრო და აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ბაზარი. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Richard R. K. Pankhurst, An Economic History of Ethiopia (Addis Ababa: Haile Selassie University Press, 1968), pp. 289, 290.
  2. «Local History in Ethiopia» (pdf) The Nordic Africa Institute website (accessed 1 March 2008)
  3. Dire Dawa, Ethiopia Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-04. ციტირების თარიღი: 2013-08-31.
  4. Census 2007 Tables: Dire Dawa დაარქივებული 2010-11-14 საიტზე Wayback Machine. , Tables 2.1, 2.5, 3.1, 3.2 and 3.4
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
  6. «Households by sources of drinking water, safe water sources» CSA Selected Basic Welfare Indicators (accessed 28 January 2009)