ჰარარი (ამჰ. ሐረር) – ქალაქი აღმოსავლეთ ეთიოპიაში. ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებიდან 500 კილომეტრზე. ჰარარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 147 306 ადამიანი (2008 წელი). ჰარარი ეთიოპიელი მუსლიმების მთავარი ქალაქია.

ქალაქი
ჰარარი
ამჰ. ሐረር
Town of Harar with Citywall.jpg
ქალაქის გალავანი, ჯუგოლი
დროშა
Harari Flag.jpg

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
რეგიონი (ეთიოპია)|ეთიოპიის რეგიონები |რეგიონი ჰარარი
კოორდინატები 9°19′00″ ჩ. გ. 42°07′00″ ა. გ. / 9.31667° ჩ. გ. 42.11667° ა. გ. / 9.31667; 42.11667
ფართობი 48 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 1885
მოსახლეობა 147 306 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+3
ჰარარი — ეთიოპია
ჰარარი

გეოგრაფიარედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთის ერთ-ერთი გორაკის თხემზე, ზღვის დონიდან 1885 მეტრზე.

ისტორიარედაქტირება

საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო. სავაჭრო გზებით დაკავშირებული იყო ეთიოპიის რეგიონებთან, სომალის და არაბეთის ნახევარკუნძულებთან.

ქალაქი ჰარარი თავისი უნიკალური გამაგრებული გალავნის — ჯუგოლის გამო, 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[1] იუნესკოს მიერ ქალაქი მიჩნეულია ისლამის „მეოთხე წმინდა ქალაქად“. აქ დღესდღეობით არსებობს 82 მეჩეთი, რომელთაგან 3 X საუკუნისაა, ქალაქშივეა 102 სხვადასხვა აკლდამა და ისლამთან დაკავშირებული სიწმინდე.[2][3]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Harar Jugol, the Fortified Historic Town
  2. Harar Jugol, the Fortified Historic Town English (HTML). World Heritage List. UNESCO World Heritage Centre. ციტატა: „It is considered 'the fourth holy city' of Islam, having been founded by a holy missionary from the Arabic Peninsula.“ ციტირების თარიღი: 6 August 2009.
  3. Five new heritage sites in Africa. BBC (July 13, 2006). ციტატა: „Harar Jugol, seen as the fourth holiest city of Islam, includes 82 mosques, three of which date from the 10th Century, and 102 shrines.“ ციტირების თარიღი: 2006-12-18.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1189
რუს.ინგლ.ფრ.