აბრამ განიბალი
აბრამ (იბრაგიმ) პეტრეს ძე განიბალი (დ. დაახლ. 1696, აბისინია — გ. 14 მაისი, 1781, სუიდა, გატჩინის რაიონი, რუსეთის იმპერია) — რუსი სამხედრო ინჟინერი, გენერალ-ანშეფი (1759). ალექსანდრე პუშკინის პაპის (დედის მხრიდან) მამა.
აბრამ (იბრაგიმ) პეტრეს ძე განიბალი | |
---|---|
Абрам (Ибрагим) Петрович Ганнибал | |
| |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1696 |
დაბადების ადგილი | აბისინია [1] |
გარდაცვალების თარიღი | 14 მაისი, 1781 (85 წლის)[2][3] |
გარდაცვალების ადგილი | სუიდა, გატჩინის რაიონი, რუსეთის იმპერია[4] |
ჯარის სახეობა | არმია |
სამხედრო სამსახურის წლები |
1714–1727 1730–1733 1740–1762 |
წოდება | გენერალ-ანშეფი |
ბრძოლები/ომები | War of the Quadruple Alliance |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი[5] და წმინდა ანას ორდენი[6] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმოშობით ეთიოპი თავადის ვაჟი. 7 წლისა თურქებმა მძევლად წაიყვანეს. 1706 რუსეთის ელჩმა კონსტანტინოპოლში ს. რაგუზსკიმ პეტრე I-ს აჩუქა. 1707 წელს მონათლეს და ნათლიის პეტრე I-ის პატივსაცემად პეტრე დაარქვეს, მაგრამ 1737-მდე საბუთებში აბრამ პეტრეს ძედ იხსენიება. შემდგომში მიიღო გვარი — განიბალი. 1706–1717 წლებში განიბალი პეტრე I-ის კამერდინერი და მდივანი იყო. 1717–1723 წლებში სამხედრო საინჟინრო საქმეს სწავლობდა საფრანგეთში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა საინჟინრო სამუშაოებს. 1726 დაწერა წიგნი სამხედრო საინჟინრო ხელოვნებაზე. 1727–1731 გადასახლებული იყო ციმბირში. ელისაბედის დროს აღიდგინა დაკარგული უფლებები და დაწინაურდა. 1737 მეორე ცოლთან შეეძინა ვაჟი — ოსიპი (ა. პუშკინის პაპა). ა. პუშკინმა თავისი დიდი პაპის სახე დახატა მოთხრობაში „პეტრე დიდის ზანგი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 682.
- Ганнибал А. П., Древник А. К., Автобиографические показания о происхождении, приезде в Россию и службе: прадеда Пушкина, Абрама Петровича Ганнибала и денщика Петра Великого, Андрея Кузьмича Древника, 1891. — Кн. 2. — Вып. 5. — გვ. 101–104.
- Лурье Ф. М., Абрам Ганнибал. Африканский прадед русского гения, СПб.: Вита Нова, 2012, ISBN 978-5-93898-422-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაThe Peerage |
დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-05-06 საიტზე Wayback Machine. · Брокгауза и Ефрона · Малый Брокгауза и Ефрона · Новый энциклопедический словарь · Русский биографический |
Find a Grave · WikiTree |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гнамманку, Дьёдонне Abraham Hanibal – l’aïeul noir de Pouchkine, Abraham Hannibal, Pushkin’s African Ancestor: l’aïeul noir de Pouchkine — Париж: 1996. — С. 15–25.
- ↑ Гнамманку, Дьёдонне Abraham Hanibal – l’aïeul noir de Pouchkine, Abraham Hannibal, Pushkin’s African Ancestor: l’aïeul noir de Pouchkine — Париж: 1996. — С. 183–184.
- ↑ Большая российская энциклопедия — Большая российская энциклопедия, 2004. — Т. 6. — С. 386–387. — ISBN 978-5-85270-320-0
- ↑ Ганнибал А. С. Ганнибалы: Новыя данныя для ихъ біографій. // Пушкин и его современники. Вып. 19/20. — Комиссия для издания сочинений Пушкина при Отделении русского языка и словесности Императорской академии наук, 1914. — С. 270–309.
- ↑ Ганнибал А. С. Ганнибалы: Новыя данныя для ихъ біографій // Пушкин и его современники. Вып. 17/18. — Комиссия для издания сочинений Пушкина при Отделении русского языка и словесности Императорской академии наук, 1913. — С. 246.
- ↑ Гнамманку Д. Абрам Ганнибал: чёрный предок Пушкина — Москва: Молодая гвардия, 1999. — ISBN 5-235-02335-8