გენერალ-ანშეფი (ფრანგ. général en chef) — XVIII საუკუნის რუსეთში გენერლის წოდება. 1716 წელს სამხედრო წესდებით — მთავარსარდალი (უთანაბრდება ფელდმარშალს), რომელიც გენერლების „კონსილიას“ მეთაურობდა. 1796-1797 წლებში წესდებებით გენერალ-ანშეფის წოდების ნაცვლად შემოიღეს წოდებები გენერლებისა ჯარების გვარეობათა მიხედვით (ინფანტერიის გენერალი, კავალერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, ინჟინერ-გენერალი).

ლიტერატურა

რედაქტირება