არტა (ფრანგ. Arta; არაბ. أرتا) — ქალაქი ჯიბუტიში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, 2002 წლიდან ამავე წელს შექმნილი არტის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის შეფასებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 11 934 ადამიანს.[1].

ქალაქი
არტა
ფრანგ. Arta
არაბ. أرتا

ტაჯურის ყურის ხედი ქალაქ არტიდან (1970 წელი)
ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
რეგიონი არტის რეგიონი
კოორდინატები 11°31′20″ ჩ. გ. 42°47′31″ ა. გ. / 11.52222° ჩ. გ. 42.79194° ა. გ. / 11.52222; 42.79194
ფართობი 2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 743
მოსახლეობა 11 934 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3
არტა — ჯიბუტი
არტა

2000 წელს არტაში შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ სომალის სამოქალაქო ომში[2].

ქალაქი არტა შეიქმნა საფრანგეთის კოლონიზაციის პერიოდში 1946 წელს. მშრალი და შედარებით გრილი ამინდების გამო არტა იყო ფრანგი სამხედროების საზაფხულო რეზიდენცია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ტაჯურის ყურის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 743 მეტრ სიმაღლეზე, ქვეყნის დედაქალაქ ჯიბუტიდან დასავლეთით, 42 კმ-ში. განლაგებულია საშუალო მაღალმთიანეთში, რომელიც ცნობილია, როგორც არტის მთები, ზომიერ ცენტრალურ ნაწილში, კლდოვან პლატოზე.

არტაში კლიმატის უნიკალური სახეობაა — მთის თბილი, მაგრამ იგი ზაფხულში ცხელი არაა და ზამთარში გრილია. იმის გამო, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 743 მეტრს, ტემპერატურა ქალაქისთვის შედარებით რბილია, რომელიც მდებარეობს უდაბნოდან არც თუ ისე შორს. ქალაქი ცნობილია თავისი სასიამოვნო კლიმატით ზაფხულის პერიოდის განმავლობაში. მაისის შუიდან სექტემბრის დასაწყისის ჩათვლით, არტაში ზაფხულის გასატარებლად დედაქალაქიდან ბევრი ოჯახი ჩამოდის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

არტა (ჯიბუტი) (ინგლისური)

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არტა&oldid=4081955“-დან