ადენის ყურე
ადენის ყურე (არაბ. خليج عدن) — ყურე არაბეთის ზღვაში, იემენს (არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს) და სომალის (აფრიკის რქას) შორის. ჩრდილო-დასავლეთით, ბაბ-ელ-მანდების სრუტის საშუალებით უკავშირდება წითელ ზღვას. ხმელთაშუა ზღვიდან, სუეცის არხისა და წითელი ზღვის გამოვლით, ყურეში ყოველწლიურად 21 000 გემი გაივლის.
არსებული მეკობრული საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის გამო, ადენის ყურეს ხშირად „მეკობრეთა ხეივანსაც“ უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 88.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მეკობრული საქმიანობის მიმოხილვა 2009 დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine.