ღრუბლები (ცხოველები)

ღრუბლები (ლათ. Porifera) — უხერხემლო ცხოველთა ტიპი. უმთავრესად ზღვის ბინადრები არიან, მცირე რაოდენობით (სპონგილები) ცხოვრობენ მტკნარ წყლებში. ღრუბლების თანამედროვე ფაუნა მოიცავს 1 კლასს, 4 რიგს და 5 ათას სახეობას. გვხვდებიან ზღვის სანაპიროდან დაწყებული 8,8,5 კმ სიღრმემდე. შავ ზღვაში გვხვდება ღრუბლების 30, ხოლო კასპიის ზღვაში — 1 სახეობა. მტკნარი წყლის ფორმები ბაიკალის ტბის ბინადრები არიან. ღრუბლები კოლონიური ან ცალადი ფორმებია. ტიპურ ღრუბელს აქვს კათხის, სირჩის ფორმა. სხეულის კედელი ორშრიანია. ისრუტავენ გარშემომყოფ წყალს და მოიპოვებენ საკვებს. უმრავლესობა ჰერმაფროდიტია. მრავლდებიან სქესობრივად და უსქესოდ. ღრუბლების სიმაღლე რამდენიმე მმ-იდან 1,5 მ და უფრო მეტიც შეიძლება იყოს. მათი უძველესი ნამარხი ფორმები ცნობილია კემბრიუმამდელი პერიოდის ნალექებიდან.

ღრუბლები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Porifera

ლიტერატურა

რედაქტირება