ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება.

ავგუსტუსს ტოგა თავზე აქვს გადაფარებული

თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა ,რომ ყოველდღიურად სატარებლად უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ.

ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა:

  • toga virilis — თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ.
  • toga praetexta — თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ატარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციის მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად.
  • toga pulla — მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ.
  • Toga picta — მეწამული ტოგა ოქროსფერი კანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმფალური მსვლელობისას იცვამდნენ. მოგვიანებით კი — იმპერატორები ოფიციალურ ღონისძიებებზე.
  • toga candida — ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ.
  • Toga trabea — ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული — ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოგა&oldid=3861340“-დან