ეს სტატია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ნაყოფიერი მიწის ნაკვეთებს ეხება. როკ-ჯგუფის შესახებ იხილეთ Oasis.

ოაზისი (გვიანდ. ლათ. oasis, ბერძ. Oasis; თავდაპირველად რამდენიმე დასახლებული ადგილის სახელწოდება ლიბიის უდაბნოში) — ხემცენარეებით ან ბუჩქნარითა და ბალახით შემოსილი ნაკვეთები, აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონები უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე. ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები მერყეობს რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ²-მდე. ხშირ შემთხვევაში შეიცავს მიწისქვეშა წყლებს, ზოგჯერ არტეზიულსაც. მაგალითად, ოაზისებით მდიდარია საჰარა, სადაც აღსანიშნავია კუფრის, თაჯარჰის, ჯაღბუბის, ელ-ხარგის, დახლის და სხვ. ოაზისები, რომელთა ტერიტორია ხშირად მჭიდროდ არის დასახლებული. ხარობს ფინიკის პალმა, ლეღვი, აკაცია და სხვ. მცენარეულობა. აზიაში აღსანიშნავია ვრცელი ლივის ოაზისი; ავსტრალიაში მნიშვნელოვანია ოაზისი „პალმების ხეობა“.

ოაზისი ომანში.

ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება