ფიკუსი (ლათ. Ficus) — მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე, იშვიათად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია, ზოგჯერ — გართხმული ან მცოცავი ლიანები. სახეობათა მეტი წილი ეპიფიტია, ივითარებს დამატებით საჰაერო ფესვებს, რომლებიც მსხვილ სვეტებად გარდაიქმნება და უზარმაზარი ვარჯის საყრდენს წარმოადგენს (ბანიანი).

ფიკუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Ficus

ზოგიერთი ეპიფიტის საჰაერო ფესვები მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ მცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამ გვარის ხეების სიმაღლე 40 , დიამეტრი 3—5 მ აღწევს, ხშირად უვითარდებათ ფიცრისებური საყრდენი ფესვები. ყვავილედს იკეთებენ ღეროსა და ტოტებზე (კაულიფლორია).

800 სახეობა მეტწილად გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, მალაის არქიპელაგის, ახალი გვინეის, სოლომონის კუნძულების ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ფიკუსის ზოგიერთი სახეობის ნაყოფი (ლეღვი) იჭმება, ზოგის (ლათ. Ficus elastica) რძეწვენი შეიცავს კაუჩუკს.

ლიტერატურა

რედაქტირება