ქალთა წინადაცვეთა
ქალთა წინადაცვეთა — ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ხორციელდება ქალთა გენიტალიების ამოკვეთა ან ტრავმირება.[1]
2008 წლის მონაცემებით 100 მლნ — 140 მლნ აფრიკელი წინადაცვეთილი ქალი ცხოვრობს. ეს პრაქტიკა გავრცელებულია ეგვიპტეში, სუდანში, ეთიოპიაში, ერიტრეაში, ჯიბუტიში, სომალისა და მალიში ქალთა 80 %-ზე ჩატარებული ეს პროცედურა, აგრეთვე საუდის არაბეთსა[2] და ინდონეზიაში[3].
წესჩვეულების აღმოცენების ისტორია
რედაქტირებაქალთა წინადაცვეთის პირველი ფაქტი ძველ ეგვიპტეშია დაფიქსირებული. ქირურგიული ოპერაციები კლიტორზე ტარდებოდა ინკების იმპერიაშიც. ინკების დედაქალაქ კუსკოში იყო ტაძარი ამარუკანჩა (XV-XVI საუკუნეეებში; შემდგომში აქ ფეხი მოიკიდეს იეზუიტებმა), რომლის დანიშვნა, იტალიელი მღვდლის, ხუან ანელო ოლივეს მიხედვით, იყო:
კერპის თაყვანისცემა გველეშაპის სახით, რომელიც სანსლავდა მორიელს.
ამ ადგილს უკავშირდება ინკების სარწმუნოების საინტერესო დეტალი, რომელსაც ავტორმა ხაზი გაუსვა:
გველეშაპი იყო შემქმნელის ძალა; და როგორც ჩვენ, კათოლიკები, პატივს ვცემთ ღვთისმშობლის ქალურ ბუნებას, აგრეთვე [ინკები] პატივს სცემენ მორიელის საცავსა და ნესტარს, როგორც ქალის კლიტორის სიმბოლოს.
ამიტომ ინკებს გოგონების კლიტორის წინადაცვეთა წესჩვეულებად ჰქონდათ. კათოლიკე მღვდლები ამ პროცედურას ბარბაროსობად სთვლიდნენ.[4]
წინადაცვეთის ტიპები
რედაქტირებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ქალთა წინადაცვეთის ოთხი ძირითადი ტიპი[5].
- ტიპი I: კლიტორის ამოკვეთა (კლიტორიდექტომია) და/ან კლიტორის კაპიშონის ამოკვეთა:
- ქვეტიპი Ia — მხოლოდ კლიტორის კაპიშონის ამოკვეთა;
- ქვეტიპი Ib — ხორციელდება აგრეთვე კლიტორის ამოკვეთა.
- ტიპი II — კლიტორისა და სასქესო ბაგეების ამოკვეთა:
- ქვეტიპი IIa — ხორციელდება მხოლოდ მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა;
- ქვეტიპი IIb — ხორციელდება მცირე სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა;
- ქვეტიპი IIc — ხორციელდება მცირე, დიდი სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა.
- ტიპი III — ინფიბულაცია („ფარაონული წინადაცვეთა“) — ოპერაციები, რომლის მსვლელობისას ხორციელდება მხოლოდამხოლოდ ან დიდი ან მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა. შემდეგ ხდება ჭრილობების მიჯრა (გაკერვის ან ფეხების შეკვრის დროს), იკეტება კლიტორი, ურეტრის ხვრელი და საშოში შესასვლელი. რჩება პატარა ხვრელი.
- ტიპი IV — ეს ტიპი აერთიანებს სხვა შემთხვევებს.
გეოგრაფიული გავრცელება
რედაქტირებაქალთა წინადაცვეთის პრაქტიკა ტარდება ოცდაათზე მეტ ქვეყანაში (უმეტეს შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში)[6]. აზიაში ეს პროცედურა დამახასიათებელი რამდენიმე თემისთვის ფილიპინებში, მალაიზიაში, პაკისტანსა და ინდონეზიაში. აგრეთვე იშვითად გვხვდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, იემენში, ომანსა და ბაჰრეინში.
ლათინურ ამერიკაში ქალთა წინადაცვეთა ძირითადად გვხვდება ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკასა და პერუში.
დისკუსია და აკრძალვა
რედაქტირებაარც ერთი რელიგია ამ პროცედურას არ მიესალმება[7].
მუსლიმანები კრძალავენ ამ ოპერაციას. ბევრმა შეიხმა და ულემმა გამოსცა ფეტვები, რომლებიც კრძალავენ ქალთა წინადაცვეთას[8]. აღსანიშნავია შარიათის პრინციპი, რომელიც კრძალავას ადამიანის ჯანმრთელობის ზიანის მიყენებას. ამის მიუხედავად, წინადაცვეთას ძირითადად ისლამურ სახელმწიფოებში ახორციელებენ. ის არ მოიხსენიება ყურანში, და მას ალბათ წინაისლამური წარმოშობა აქვს[2]. ქალთა წინადაცვეთა არის ეროვნული წესჩვეულება, რომელსაც ახორციელებენ ქრისტიანი-კოპტებიც[9]. ქალთა წინადაცვეთის ყველა ფორმა არის კატეგორიულად აკრძალული ისლამში, რადგან ეწინააღმდეგებიან მის ნორმებს და დიდ ზიანს უყენებენ ქალის ფსიქიკას და ფიზიკურ ჯანმრთელობას[10][11].
გაერთიანებულ სამეფოში ქალთა წინადაცვეთა აიკრძალა 1985 წელს, თუმცა დღემდე ხდება ამ პრაქტიკის გამოყენება.
1997 წლიდან ქალთა წინადაცვეთა აგრეთვე აიკრძალა ეგვიპტეში.
2007 წლის 5 აპრილს ქალთა წინადაცვეთა აიკრძალა ერიტრეაშიც. [12].
ქალთა წინადაცვეთა ხელოვნებაში
რედაქტირებაკინემატოგრაფში
რედაქტირება- „უდაბნოს ყვავილი“ — 2009 წლის ფილმი.
ლიტერატურაში
რედაქტირება- ავტორი ჰადი — მოთხრობა „დასახიჩრებული“
- ავტორი ანდაჰაზი — ანატომი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ WHO | Female genital mutilation
- ↑ 2.0 2.1 ქალთა წინადაცვეთა მილიონობით ქალს უშლის სიამოვნების განცდას სექსისგან. დაარქივებული 2010-08-29 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ ისლამის ტრადიციები: ქალთა წინადაცვეთა ინდონეზიაში დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Exsul immeritus blas valera populo suo e historia et rudimenta linguae piruanorum. Indios, gesuiti e spagnoli in due documenti segreti sul Perù del XVII secolo. A cura di L. Laurencich Minelli. Bologna, 2007; br., p. 557. ISBN 978-88-491-2518-4
- ↑ WHO | Female genital mutilation and other harmful practices. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-25. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ IRIN | In-depth | Razor’s Edge — The Controversy of Female Genital Mutilation | AFRICA: When culture harms the girls — the globalisation of female genital mutilation
- ↑ UNFPA: News
- ↑ В арабском мире вышла еще одна фетва против женского обрезания | Общество | Новости | Ислам и мусульмане в России и в мире
- ↑ Портал-Credo.Ru — «MONSTERS&CRITICS»: «Женскому обрезанию — нет». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Женское обрезание: исламский взгляд и мнения современных врачей | Здоровье мусульманки и ее семьи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ მუსლიმმა ღვთისმსახურებმა ქალთა წინადაცვეთა დაგმეს[მკვდარი ბმული]
- ↑ Эритрея запретила женское обрезание » Новости всего мира — Корреспондент
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (რუსული)Женское обрезание: исламский взгляд и мнения современных врачей დაარქივებული 2020-09-23 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული)Ислам: очередная фетва против женского обрезания
- (რუსული)Женское обрезание. Документальные материалы
- (რუსული)Общая рекомендация № 14 Комитета по ликвидации дискриминации в отношении женщин, 1990