ილი (მცენარე)
ილი (Elettaria cardamomum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. აქვს მხოხავი ფესურა და ღია მწვა ყვავილები. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლს ხმარობენ კულინარიაში, შეიცავს 3,5-7% ზეთს, რომელსაც იყენებენ კვების და თამბაქოს მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში.
ილი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Elettaria cardamomum | ||||||||||||||
|
იზრდება სამხრეთ ინდოეთის და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ტენიან მთის ტყეებში; კულტივირებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე (ცეილონზე), ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთში. უფრო ფასობს მალაბარისა და მაისურის ილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 106.