სეირან ოჰანიანი (სომხ. Սեյրան Օհանյան; დ. 1 ივლისი, 1962) — სომხეთის თავდაცვის მინისტრი 2008–2016 წლებში.

სეირან ოჰანიანი
სეირან ოჰანიანი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2008 – 2016
პრეზიდენტი  სერჟ სარქისიანი
წინამორბედიმიქაელ არუთინიანი

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო, 1999 – მაისი, 2007
პრეზიდენტილეონარდ პეტროსიანი
წინამორბედისამუელ ბაბაიანი
მემკვიდრემოვსეს აკობიანი

დაბადებული1 ივლისი, 1962
შუშა, მთიანი ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სეირან ოჰანიანი დაიბადა 1962 წლის 1 ივლისს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი. 1979 წელს, მან დაამთავრა სოფელ მგრაშენის უმაღლესი სასწავლებელი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში[1]. ოჰანიანი სწავლობდა ბაქოს უმაღლეს გაერთიანებულ სარდლობის კოლეჯში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. მოგვიანებით, იგი მსახურობდა გერმანიის საბჭოთა ძალების ჯგუფში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის მარტში, სეირან ოჰანიანი შეუერთდა მთიანი ყარაბაღის ახლად ჩამოყალიბებულ არმიას, სადაც მთავარ როლს თამაშობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1992 წლის სექტემბერში, მარდაკერტის რაიონის მახლობლად, მან სერიოზული ჭრილობა მიიღო, რასაც შედეგად ფეხის ამპუტაცია მოჰყვა. მკურნალობის შემდეგ, ოჰანიანი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 1994-1998 წლებში, იგი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილეა, ხოლო 1999-2007 წლებში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი.

2007 წლის მაისში, სეირან ოჰანიანი დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურად და სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 2008 წლის 14 აპრილს, სერჟ სარქისიანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ოჰანიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა[2][3].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სეირან ოჰანიანი ქორწინებაშია, ჰყავს 3 ვაჟი და ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Seyran Ohanyan დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine. . Ministry of Defence of Armenia. Accessed 10 January 2010.
  2. "New President Appoints Two Key Ministers" დაარქივებული 2008-04-16 საიტზე Wayback Machine. , ArmeniaNow.com, April 15, 2008.
  3. "Sarkisian Appoints Key Ministers in Emerging Cabinet. April 15, 2008.