სსრკ-ის დაშლა

(გადამისამართდა გვერდიდან საბჭოთა კავშირის დაშლა)

საბჭოთა კავშირის დაშლაXX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

წითელი მოედანი აგვისტოს პუჩის დროს

ისტორიის მოკლე მიმოხილვა რედაქტირება

 
სსრკ მსოფლიო რუკაზე

საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველი: ი. სტალინი, უკრაინელები: ნ. ხრუშჩოვი, ლ. ბრეჟნევი, კ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზირებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის „უძრაობის“) წლები საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.

მოვლენათა განვითარება რედაქტირება

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.

საერთო კრიზისი რედაქტირება

საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).

1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია - სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.

1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.

საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სსრკ-ის რესპუბლიკების სუვერენიტეტის გამოცხადება რედაქტირება

რესპუბლიკა ეწოდა სუვერენიტეტის გამოცხადება სსრკ-იდა გასვლის განცხადება დამოუკიდებლობა (დე-იურე)
ესტონეთის სსრ 8 მაისი, 1990 16 ნოემბერი, 1988 8 მაისი, 1990 6 სექტემბერი, 1991
ლიტვის სსრ 11 მარტი, 1990 26 მაისი, 1989 11 მარტი, 1990 6 სექტემბერი, 1991
ლატვიის სსრ 4 მაისი, 1990 28 ივლისი, 1989[1] 4 მაისი, 1990 6 სექტემბერი, 1991
აზერბაიჯანის სსრ 5 თებერვალი, 1991 23 სექტემბერი, 1989 30 აგვისტო, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
საქართველოს სსრ 14 ნოემბერი, 1990 26 მაისი, 1990[3][4][5] 9 აპრილი, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
რუსეთის სფსრ 25 დეკემბერი, 1991 12 ივნისი, 1990 12 დეკემბერი, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
უზბეკეთის სსრ 30 სექტემბერი, 1991 20 ივნისი, 1990 31 აგვისტო, 1991[6] 26 დეკემბერი, 1991[2]
მოლდავეთის სსრ 5 ივნისი, 1990 23 ივნისი, 1990 27 აგვისტო, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
უკრაინის სსრ 17 სექტემბერი, 1991 16 ივლისი, 1990 24 აგვისტო, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
ბელორუსიის სსრ 19 სექტემბერი, 1991 27 ივლისი, 1990 25 აგვისტო, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
თურქმენეთის სსრ 27 ოქტომბერი, 1991 22 აგვისტო, 1990 27 ოქტომბერი, 1991 26 დეკემბერი, 1991[2]
სომხეთის სსრ 24 აგვისტო, 1990 23 აგვისტო, 1990 26 დეკემბერი, 1991[2]
ტაჯიკეთის სსრ 31 აგვისტო, 1991 24 აგვისტო, 1990 9 სექტემბერი, 1991[7] 26 დეკემბერი, 1991[2]
ყაზახეთის სსრ 10 დეკემბერი, 1991 25 ოქტომბერი, 1990 16 დეკემბერი, 1991[8] 26 დეკემბერი, 1991[2]
ყირგიზეთის სსრ 5 თებერვალი, 1991 15 დეკემბერი, 1990 31 აგვისტო, 1991[9] 26 დეკემბერი, 1991[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hélène Carrère d'Encausse, The End of the Soviet Empire: The Triumph of the Nations, Basic Books, 1992, ISBN 0-465-09818-5
  • Gaidar, Yegor (April 19, 2007). „The Soviet Collapse: Grain and Oil“. AEI Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-22. ციტირების თარიღი: 2009-07-09.
  • Gaidar, Yegor (2006). Gibel' Imperii: Uroki dlya sovremennoi Rossii [The Collapse of an Empire: Lessons for Modern Russia]. 
  • Jack F. Matlock, Jr., Autopsy on an Empire: The American Ambassador's Account of the Collapse of the Soviet Union, Random House, 1995, ISBN 0-679-41376-6
  • David Remnick, Lenin's Tomb: The Last Days of the Soviet Empire, Vintage Books, 1994, ISBN 0-679-75125-4
  • Ronald Grigor Suny, The Revenge of the Past: Nationalism, Revolution, and the Collapse of the Soviet Union, Stanford University Press, 1993, ISBN 0-8047-2247-1

სქოლიო რედაქტირება

  1. Декларация «О государственном суверенитете Латвии.». Принята ВС Латвийской ССР 28 ივლისი, 1989 г. // Ведомости Верховного Совета и правительства Латвийской ССР. 1989. № 32. Ст. 452.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 s:Декларация Совета Республик ВС СССР от 26.12.1991 № 142-Н
  3. «Горбачев будет английской королевой» - Ельцин против Горбачева, Горбачев против Ельцина. ციტირების თარიღი: 2022-04-01[მკვდარი ბმული]
  4. События 1990 года &124; История новой России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2022-04-01
  5. На пути к «Беловежью»: «парад суверенитетов» и ложь Ельцина &124; KM.RU. ციტირების თარიღი: 2016-01-07
  6. ОБ ОСНОВАХ ГОСУДАРСТВЕННОЙ НЕЗАВИСИМОСТИ РЕСПУБЛИКИ УЗБЕКИСТАН. ციტირების თარიღი: 2011-12-06
  7. ПОСТАНОВЛЕНИЕ ВЕРХОВНОГО СОВЕТА РЕСПУБЛИКИ ТАДЖИКИСТАН О ПРОВОЗГЛАШЕНИИ ГОСУДАРСТВЕННОЙ НЕЗАВИСИМОСТИ РЕСПУБЛИКИ ТАДЖИКИСТАН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-09. ციტირების თარიღი: 2023-09-13.
  8. Конституционный закон Республики Казахстан от 16 დეკემბერი, 1991 года № 1007-XII «О государственной независимости Республики Казахстан». ციტირების თარიღი: 2015-03-28
  9. ДЕКЛАРАЦИЯ о государственной независимости Республики Кыргызстан. ციტირების თარიღი: 2015-03-28