აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები (აზერ. Azərbaycan Silahlı Qüvvələri) — აღდგა 1991 წლის 9 ოქტომბრიის შეიარაღებული ძალების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.[5] თავდაპირველად, 1918 წლის 26 ივნისს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. თუმცა მალევე დაიშალა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირშმა 1920 წლის 28 აპრილს მოახდინა ადრ-ის ოკუპაცია და ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე ძალები, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ჩამოაყალიბდა და თავდაპირველად იყენებდა აზერბაიჯანულ მიწაზე დარჩენილ საბჭოთა ბაზებსა და აღჭურვილობას.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
Azərbaycan Silahlı Qüvvələri

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გერბი
შეიქმნა 26 ივნისი 1918
მიმდინარე ფორმა 1992
ნაწილები სახმელეთო ძალები
სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები
აზერბაიჯანის შინაგანი ჯარები
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური
ეროვნული გვარდია
სამშვიდობო ძალები
შტაბი ბაქო, აზერბაიჯანი
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი ილჰამ ალიევი
თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი
გენერალური შტაბის უფროსი ნეჯმედინ სადიკოვი
ცოცხალი ძალა
გაწვევა 12-18 თვე სახმელეთო ძალებში[1]
აქტიური 66,940 [2]
ფინანსები
ბიუჯეტი $1.46 მილიარდი (2016) [3]
მშპ-ს პროცენტი 3% (2011)
ინდუსტრია
ადგილობრივი მომწოდებლები აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო
უცხოელი მომწოდებლები თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
ისრაელის დროშა ისრაელი
აშშ-ის დროშა აშშ
უკრაინის დროშა უკრაინა
ბელარუსის დროშა ბელარუსი
გერმანიის დროშა გერმანია
ირანის დროშა ირანი[4]
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
მალაიზიის დროშა მალაიზია
პაკისტანის დროშა პაკისტანი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ისტორია აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი (1918-1920)
ბაქოს ბრძოლა (1918)
აზერბაიჯანი მეორე მსოფლიო ომში
ყარაბაღის ომი (1991–1994)
აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება (2016)
ყარაბაღის მეორე ომი

შეიარაღებული ძალები სამი შტოსგან შედგება: აზერბაიჯანის სახმელეთო ძალები, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები და აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალები.[6] დამატებითი ძალები მოიცავს აზერბაიჯანის ეროვნულ გვარდიას, აზერბაიჯანის შინაგან ჯარებს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს, რომლებიც შეიძლება გარკვეულ გარემოებებში იყოს გამოყენილი სახელმწიფო დაცვის მიზნით.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2009 წლისთვის აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯებმა 2,46 მილიარდი დოლარი შეადგინა,[7] თუმცა SIPRI-ის მონაცემებით, 2009 წელს მხოლოდ 1.473 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.[8] IISS ასევე ვარაუდობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 2009 წელს $1.5 მილიარდი შეადგინა.[2] აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო ახორციელებს სამხედრო ტექნიკის სტრუქტურირებას, წარმოებას, რეგულირებას და შენახვას. მომავალში აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ დაიწყებს ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების წარმოებას.[9][10]

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრია — გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა საფარ აბიევი.

მიმოხილვა

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან, აზერბაიჯანი ცდილობს განავითაროს შეიარაღებული ძალები პროფესიული, კარგად მომზადებული და მობილური სამხედროს დონემდე. აზერბაიჯანი აგრძელებს ფართო მოდერნიზაციის და შესაძლებლობების გაფართოების პროგრამებს, სამხედრო ბიუჯეტი 2005 წელს დაახლოებით 300 მილიონი დოლარიდან 2009 წელს 2,46 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.[11] სულ შეიარაღებული ძალების რიცხვი სახმელეთო ჯარებში 56,840 კაცს შეადგენს, ამას ემატება 7,900 კაცი საჰაერო ძალებში და 2,200 კაცი საზღვაო ძალებში.[2] ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და შინაგანი ჯარის პერსონალი 19,500 კაცს შეადგენს.[12] გარდა ამისა, არსებობს 300,000 ყოფილი სამხედრო პერსონალი, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში, გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური.[13] აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის შემადგენლობაში შედის 220 ძირითადი საბრძოლო ტანკი, ხოლო 2005 და 2010 წლებში შეიძინეს დამატებითი 162 T-80 მოდელის ტანკი,[14] ასევე 595 ჯავშანტექნიკა და 270 საარტილერიო სისტემა. საჰაერო ძალებს დაახლოებით 106 თვითმფრინავი და 35 ვერტმფრენი ჰყავს.[15]

აზერბაიჯანი ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, როგორც არა-ბირთვული იარაღის სახელმწიფო. აზერბაიჯანი ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილეა. 2003 წელს, აზერბაიჯანი შეუერთდა მულტიეროვნულ ძალას. 2003 წელს, ერაყში 150 ჯარისკაცი გაგზავნა და მოგვიანებით კოსოვოშიც გაგზავნა. აზერბაიჯანული ჯარი კვლავ რჩებიან ავღანეთში.

აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად,[16] 2008 წელს, მისი შეიარაღებული ძალები შეაფასეს, როგორც საბრძოლოდ მაღალი მზადყოფნის არმქონე და ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციებისათვის არასათანადოდ მომზადებული.[17]

თუმცა, 2017 წელს „Global Firepower“-ის მიერ მომზადებულ სიაში, აზერბაიჯანმა 127 ქვეყანას შორის 59 ადგილი დაიკავა თავისი სამხედრო ძალით.[18] სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, ეს საუკეთესო მაჩვანებელია.

დღეს „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება, ქვეყნის უმაღალი ეროვნული წოდებაა, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნული მნიშვნელობის სამსახურებისთვის, თავდაცვისა და სხვა სფეროში დამსახურებისთვის აჯილდოვებენ.

აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია

რედაქტირება

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

რედაქტირება

თანამედროვე აზერბაიჯანის არმიის ისტორია, 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკით იწყება, როდესაც 1918 წლის 26 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეიქმნა. დე-ფაქტო, ადრ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი ხოსროვ-ბეი სულთანოვი იყო. როდესაც სამინისტრო ოფიციალურად შეიქნმნა, მინისტრი გენერალი სამედ ბეი მეჰმანდაროვი გახდა, ხოლო მის მოადგილედ ალი-აღა შიხლინსკი დაინიშნა. ადრ-ის არმიის შტაბის უფროსები იყვნენ სულეიმან-ბეი სულკევიჩი (მარტი 1919 — 10 დეკემბერი 1919) და აბდულჰამიდ-ბეი გაითაბაში (10 დეკემბერი 1919 — აპრილი 1920).[19][20]

წითელი არმია აზერბაიჯანში 1920 წლის 28 აპრილს შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ახლად ჩამოყალიბებული აზერბაიჯანული არმიის დიდი ნაწილი ყარაბაღში ატეხილი სომხურ აჯანყებას ახშობდა, აზერბაიჯანელებმა ადვილად არ დათმეს 1918-20 წლის ხანმოკლე დამოუკიდებლობა. რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისას, სულ 30,000 ჯარისკაციდან 20,000 ჯარისკაცი დაიღუპა.[21] ბოლშევიკურმა მთავრობამ, აზერბაიჯანის ეროვნული არმია გააუქმა, არმიის 21 გენერლიდან 15 გენერალი დახვრიტეს.[19]

 
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცრები 1918 წელს.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს, აზერბაიჯანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში. აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოთა კავშირის ნავთობის დიდი ნაწილი ბაქოდან მიეწოდებოდა. 1942 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს განკარგულებით, აზერბაიჯანის ნავთობის მრეწველობის 500-ზე მეტი თანამშრომელი მედლებით და ორდენებით დაჯილდოვდნენ. ვერმახტის ოპერაცია „ედელვეისი“ მიმართული იყო ბაქოს ხელში ჩასაგდებად, მისი საბჭოთა კავშირისთვის, როგორც ენერგეტიკული მნიშვნელობის გამო.[22] დაახლოებით 800 000 აზერბაიჯანელი იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში, რომელთაგან 400 000 დაიღუპა. წითელი არმიის აზერბაიჯანული ეროვნული ფორმირებები იყო 223-ე, 227-ე, 396-ე, 402-ე და 416-ე დივიზიები. აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი ჰაზი ასლანოვი, ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის გმირი.

საბჭოთა შეიარაღებული ძალების დაშლა

რედაქტირება

ცივი ომის დროს, აზერბაიჯანში საბჭოთა არმიის ოთხი ნაწილი იყო განლაგებული, რომლის შემადგენლობაში 1988 წელს შედიოდა ოთხი მსროლელთა დივიზია (23-ე გვარდია, 60-ე, 75-ე და 295-ე დივიზია).[23] ასევე, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში 75-ე მოტო-მსროლელთა დივიზია იყო განლაგებული. მეოთხე არმიის შემადგენლობაში შედიოდა ასევე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადები, საარტილერიო და სარაკეტო ჯარები. 75-ე დივიზიის საცავები და აღჭურვილობა, აშკარად გადაეცა ნახიჩევანის ხელისუფლებას. აგრეთვე, აზერბაიჯანში განლაგებული იყო საბჭოთა კავშირის 49-ე რაკეტსაწინააღმდეგო რაზმის არსენალი, სადაც 7000-ზე მეტი შეირაღაბული ვაგონი იყო.

აზერბაიჯანის პირველ პრეზიდენტს, აიაზ მუთალიბოვს, არ სურდა დამოუკიდებელი არმიის შექმნა და იმედს ამყარებდა საბჭოთა ჯარზე. ეს მაშინაც კი გაგრძელდა, როდესაც პარლამენტმა 1991 წლის სექტემბერში გადაწყვიტა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ჯარი, შედეგად გაიზარდა მთავრობასა და ოპოზიციაში მყოფი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას შორის დაპირისპირება, რაც ხელს უშლიდა ერთიანი ძალის შექმნას.[24] დაახლოებით ამ დროს, შეიქმნა ახალი არმიის პირველი შენაერთი, რომელიც საბჭოთა არმიის 18-110 სამხედრო შენაერთის საფუძველზე ჩამოყალიბდა, ხოლო თვითონ შენაერთი, ბაქოს სამხრეთით მდებარე შიხოვში იყო განლაგებული.[25] საპარლამენტო გადაწყვეტილების მიხედვით, 1991 წლის 5 სექტემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, აზერბაიჯანის პირველ თავდაცვის მინისტრად, გენერალ-ლეიტენანტი ვალეჰ ბარშადი დაინიშნა.[26] მოგვიანებით, 1992 წლის მაისიდან 4 სექტემბრამდე, მას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა.

1992 წლის ზაფხულში, ახალად ჩამოყალიბებულმა თავდაცვის სამინისტრომ, მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, სადაც პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა შეიარაღებული შენაერთის დაკავება დაავალა. ამის შემდეგ, მან ულტიმატუმი გაგზავნა მოსკოვში, 295-ე მოტო-მსროლელთა დივიისა და 135-ე და 139-ე მოტო-მსროლელთა პოლკის სატრანსპორტო საშუალებებსა და შეიარაღების კონტროლზე დამყარების შესახებ.[27] 1992 წლის ივლისში, აზერბაიჯანმა რატიფიცირება მოახდინა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (CFE), რომელიც ადგენს ყოვლისმომცველ შეზღუდვებს ჩვეულებრივი სამხედრო ტექნიკის ძირითად კატეგორიებზე. აზერბაიჯანმა, 1997 წლის მაისში CFE-ის შეთანხმება დაამტკიცა.

აზერბაიჯანი მე-4 არმიის ქონება (გარდა ხანქენდიში განლაგებული 23-ე დივიზიის 366-ე მექანიზებული მოტო-მსროლელთა პოლკისა, რომელიც 1992 წელს სომხეთმა დაიკავა) და 49-ე დივიზიის არსენალი დაიკავა, შედეგად 1992 წლის მიწურულს აზერბაიჯანმა მიიღო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საკმარისი რაოდენობა, რომელიც ოთხი მოტო-მსროლელთა დივიზიის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო. ასევე მემკვიდრეობით მიიღო საზღვაო ხომალდები. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია, რომ საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების დაშლილის შედეგად, აზერბაიჯანმა მე-19 არმიიდან 50 საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო. მას შემდეგ, რაც გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ბარშადი გახდა, 1992 წლიდან თავდაცვის მინისტრები იყვნენ:

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, 1992-1994 წლებში მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სომხური ძალების მხრიდან დამანგრეველი მარცხი განიცადა,[28] რის შედეგადაც მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგვა, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 16% შეადგენს.[29] აზერბაიჯანული წყაროები ამტკიცებენ, რომ სომხეთის გამარჯვება დიდწილად რუსეთსა და სომხური დიასპორის სამხედრო დახმარების გამო მოხდა. სომხები ნაწილობრივ უარყოფენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ რუსული მხარე სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს, იარაღითა და დაქირავებულებით თანაბრად ამარაგებდა. ომის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, თურქეთის სამხედრო მრჩევლები და რუსი, უკრაინელი, ჩეჩენი და ავღანელი დაქირავებულები ეხმარებდნენ.

არა საბრძოლო სიკვდილები

რედაქტირება

აზერბაიჯანული ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები, აკვირდებიან არა საბრძოლო დროს სიკვდილიანობის შემთხვევებს, რომლის მიხედვით ბოლო წლებში სიკვდილიანობის შემთხვევები იმატა. თავდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფი არმიაში (GMCHRA), 2011 წელს დააფიქსირა 76 სიკვდილის შემთხვევა არა საბრძოლო დროს, ხოლო 91 დაჭრის შემთხვევა. 2010 წელთან შედარებით, როდესაც 62 დაიღუპა და 71 დაიჭრა, ეს ციფრი გაიზარდა. რიგი არა საბრძოლო სიკვდილების, კითხვის ნიშანს აჩენს გატარებული სამხედრო რეფორმების შესახებ. სიკვდილის უკან მდგარი ფაქტორები მოიცავს: შეურაცხყოფას, დაშინებას და სისტემურ კორუფციას.[30]

სახმელეთო ძალები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის არმიის სარაკეტო სისტემა 9A52 „სმერჩი“, რომლის გაფრენის მანძილი 70-90 კმ აღწევს.

ბრიტანული „Advanced Research and Assessment Group“ შეფასებით, აზერბაიჯანის სახმელეთო ძალების რიცხვი 85 000 ადამიანს შეადგენს.[12] ეროვნული გვარდია, რომელიც ასევე შედის სახმელეთო ძალებში, 2 500 კაცს შეადგენს. გარდა ამისა, არსებობს 300 000 ყოფილი სამხედრო პერსონალი, რომლებსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში აქვთ გავლილი სამხედრო სამსახური.[13] აზერბაიჯანის სხვა სახმელეთო შეიარაღებულ ძალებს მოიცავს: აზერბაიჯანის შსს-ის შინაგანი ჯარები, რომელიც შედგება 12 000 კაცისგან და სახელმწიფო სასაზღვრო ჯარი, რომელიც 5 000 სამხედროსგან შედგება.[12]

აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა მრავალ კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე საკუთარი სამხედროების წვრთნას თურქეთის დახმარებით. ბოლო 15 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ამზადებს თავის ჯარს, შესაძლო მთიანი ყარაბაღის სომხური ოკუპაციური ძალებისგან დეოკუპაციისთვის.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
აზერბაიჯანული არმიის საბრძოლო სტრუქტურა.

სახმელეთო ძალების შედგება ხუთი სამხედრო კორპუსისგან:[12]

  • 1 სამხედრო კორპუსი (ასევე ცნობილია, როგორც ევლახის სამხედრო კორპუსი) (განლაგებულია განჯასთან ახლოს)
  • 2 სამხედრო კორპუსი (ასევე ცნობილია, როგორც ფირექეშქულის სამხედრო კორპუსი) (განლაგებულია სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან და ნაწილი განლაგებულია აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე)
  • 3 სამხედრო კორპუსი (ასევე ცნობილია, როგორც შამქორის სამხედრო კორპუსი) (განლაგებულია სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან)
  • 4 სამხედრო კორპუსი (ასევე ცნობილია, როგორც ბაქოს სამხედრო კორპუსი) (მოიცავს აფშერონის ნახევარკუნძულსა და სანაპირო ზოლს)
  • 5 სამხედრო კორპუსი (ასევე ცნობილია, როგორც ნახიჩევანის სამხედრო კორპუსი) (განლაგებულია ნახიჩევანში)

სახმელეთო ძალები მოიცავს 23 მოტო-მსროლელთა ბრიგადას, საარტილერიო ბრიგადას, მრავალმიზნობრივ სარაკეტო ბრიგადას და ტანკსაწინააღმდეგო პოლკს.[12] IISS-ის სამხედრო ბალანსი 2007 წლის მონაცემებით, სახმელეთო ძალებს ჰქონდათ დაახლოებით 40 SA-13 Gopher, SA-4 Ganef და SA-8 Gecko საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები, „80 -240 eff“ სისტემა ჯარის ბრძოლის ველზე მხარდასაჭერად.

აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალები, ძირითადად ფორმირდებიან სახმელეთო ძალების ხარჯზე, თუმცა ასევე ფორმირდება აზერბაიჯანის შინაგანი ჯარების ხარჯზეც. 2011 წლის მარტის მდგომარეობით, ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების (ISAF) ფარგლებში, 94 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული.[31] წარსულში, აზერბაიჯანი აქტიურად დაუჭირა მხარი კოსოვოსა და ერაყში სამშვიდობო ოპერაციას.

ერაყში განლაგებული აზერბაიჯანული სამშვიდობო ქვედანაყოფი შედგებოდა 14 ოფიცერისგან, 16 სერჟანტისგან და 120 რიგითი ჯარისკაცისგან, სულ 150 სამხედროელი. 2003 წლის აგვისტოდან, სამხედროები ალ-ჰადითაში განლაგებული ჰიდროელექტროსადგურის და წყალსაცავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. 2008 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანი თავისი ჯარი ერაყიდან გამოიყვანა.

2014 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა შექმნა ნახიჩევანში მე-6 არმიის კორპუსი. ქარიმ მუსტაფაევი გახდა მე-6 სპეციალური არმიის კორპუსის მეთაური. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური მეექვსე არმიის კორპუსი შეიქმნა ნახიჩევანში მე-5 არმიის კორპუსის ბაზაზე, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის და შეიარაღებული ძალების ფორმირებების ცენტრალური კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

სამხედრო-საჰაერო ძალები

რედაქტირება

აზერბაიჯანის საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალები ერთიანი სამხედრო განყოფილებაა.[6] საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალებში 8 000 ადამიანი მსახურობს.[12]

აზერბაიჯანის საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალებს, დაახლოებით 106 თვითმფრინავი და 35 ვერტმფრენი ჰყავს.[15] ქვეყანას გააჩნია ოთხი ძირითადი ავიაბაზა. ნასოსნაიას ავიაბაზაზე განლაგებულია საბრძოლო თვითმფრინავები, ქიურდამირის ავიაბაზაზე განლაგებულია ბომბდამშენი პოლკი, განჯას ავიაბაზაზე სატრანსპორტო და ბაქოს კალას ავიაბაზაზე კი განლაგებულია ვერტმფრენები. ასევე არსებობს ოთხი სხვა ავიაბაზა, სადაც არ არის განლაგებული თვითმფრინავები. ესენია დალარის ავიაბაზა, ნახიჩევანი აეროპორტი, სანგაჩალის ავიაბაზა და სითალჩაის ავიაბაზა.

აზერბაიჯანის საჰაერო ძალები იყენებენ მიგ-21, მიგ-23, სუ-24 და სუ-25 თვითმფრინავებს, აგრეთვე მიგ-29, რომელიც 2006 წელს უკრაინისგან იყიდა და ილ-76 სატრანსპორტო თვითმფრინავად. მიგ-29 დანიშნულია აზერბაიჯანის სძ-ის სტანდარტულ თვითმფრინავად.[32] აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან ან პაკისტანთან JF-17 Thunder თვითმფრინავის შეძენაზე.[33] ადრე გამოყენებული მიგ-25, 2007-2009 წლებში პლოტიდან გამოიყვანეს.

აზერბაიჯანის ვერტმფრენთა ძალის შტაბი ბაქოს კალას ავიაბაზაზე გალაგებული და IISS-ის ცნობით, შედგება შემდეგი ფლოტისგან 14-15 მი-24, 12-13 მი-8 და 7 მი-2.[34] 2010 წლის ბოლოს, რუსული „როსვერტოლის“ განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 24 ახალი მი-35M (Hind-E) ყიდვაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის აზერბაიჯანის სახმელეთო თავდასხმის ფორმირებებს.[35][36]

საჰაერო ძალები სავარჯიშოდ იყენებენ L-29 და L-39 თვითმფრინავებს. აზერბაიჯანის საზღვრის დაცვისა და თავდაცვის, პატრიოტიზმის და სპორტის ნებაყოფლობითი საზოგადოება იყენებს იაკოვლევის მსუბუქ სავარჯიშო თვითმფრინავს.

საჰაერო თავდაცვა

რედაქტირება
 
S-300 PMU2 ბაქოში, 2011 წლის სამხედრო აღლუმის დროს.

აზერბაიჯანში განლაგებულია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც იცავენ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს. არსებობს მინიმუმ 2 ქვედანაყოფი „S-300PMU2“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების.[37] ამრიგად, ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ქმედუნარიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აქვს.[38][39] ბაქოსა და მინგეჩაური მახლობლად მოქმედებს ორი „S-200“ (SA-5 GAMMON) ბატარეები, ხოლო „S-300PMU-2“ წარმოადგენს ამ სისტემებისთვის ლოგიკურ ჩანაცვლებას, რომელიც ფარავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს.[39] ქვეყანას ასევე დაახლოებით 100 „SA-2“ (ორიგინალში S-75), „SA-3 Goa“ (S-125 Pechora-2M) და „SA-5 Gammon“ (S-200) რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.[40] ეს სისტემები შეიძლება ბაქოს გარშემო და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყოს, რაც აზერბაიჯანის მთლიან აეროსივრცეს ფარავს.

თუმცა, 2011 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოძიებები ცხადყოფს, რომ „S-300“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შემდეგ, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ყველაზე დიდი აშკარა ხარვეზი გამოსწორდა.[41]

ასევე აზერბაიჯანში არსებობს, საბჭოთა კავშირისგან დარჩენილი ადრეული გაფრთხილების რადარი. გაბალის სარადარო სადგური იყო რუსეთის კოსმოსური ძალების მიერ გამოყენებული ბისტატიკური სადგური. გამოყენების ხელშეკრულება 2002 წელს გაფორმდა და 2012 წელს იწურებოდა, რის გამო, რუსეთი აზერბაიჯანის მთავრობას წელიწადში 7 მილიონ დოლარს იხდიდა. სარადარო სადგური 6000 კილომეტრის მოქმედების იყო და ინდოეთის ოკეანემდე წვდებოდა, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემთხვევის აღმოჩენისთვის. 2012 წლის დეკემბერში, რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ სარადარო სადგურის გამოყენება შეწყვიტეს.[42][43] სადგური აზერბაიჯანს დაუბრუნეს[44] და ყველა მოწყობილობა რუსეთში წაიღეს.[45]

მომზადება და განათლება

რედაქტირება

აზერბაიჯანელი პილოტები სწავლობენ აზერბაიჯანის საჰაერო ძალების სასწავლებელში და შემდეგ გადიან გადამზადებას. აზერბაიჯანს გამოცდილება აქვს გაცვლით პროგრამებში თურქეთთან, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და ნატოს რამდენიმე ქვეყანასთან. თურქეთის საჰაერო ძალების სკოლა დიდ როლს თამაშობს აზერბაიჯანელი სამხედრო მფრინავების მომზადებაში.[46]

სამხედრო-საზღვაო ძალები

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის კასპიის ზღვის მთავარი საზღვაო ბაზა ბაქოში იყო განლაგებული. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აზერბაიჯანმა მემკვიდრეობით მიიღო საზღვაო ბაზა და კასპიის ფლოტის ნაწილი.[47] აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალებს დაახლოებით 2 200 სამხედრო პერსონალი ჰყავს.[48] საზღვაო ძალის შემადგენლობაშია „პეტიას“ კლასის მსუბუქი ფრეგატი „გუსარი“ (G 121) და რიგი საპატრულო ნავი, მათ შორის ერთი თურქული კლასის, არაზი, P 223, ერთი „ბრია“ (პროექტი 722), P 218, ერთი „შელონი“ (პროექტი 1388M) , P 212, ერთი „პოლუჩატის“ კლასის (პროექტი 368), P 219, ერთი „ლუგას“ კლასის (პროექტი 888), T 710 და ოთხი „პეტრუშკა“ (პოლონური UK-3 კლასი), P 213, P 214, P 215 და P 216. არსებობს ოთხი ნაღმოსანი ნავი, რომელთაგან 2 „სონიას“ კლასისაა და 2 „ევგენიას“ კლასისაა.

საზღვაო ძალების შემადგენლობაში ასევე შედის 5 სადესანტო გემი, 3 „პოლნოჩნი“ და 2 „ვიდრა“ (IISS 2007), ასევე სამი კვლევითი ხომალდი, 1 პროექტი 10470, 671, ყოფილი „სვიაგა“, 1 „ბალერიან ურუვაევის“ კლასის კვლევითი ხომალდი და ერთი „ვადიმ პოპოვის“ კლასის კვლევითი ხომალდი (AG).

აშშ-ის საზღვაო ძალებმა, აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების პერსონალის გადამზადებაში დიდი სახმარება გაუწიეს. ასევე არსებობს შეთანხმება, სადაც აშშ უზრუნველყოფს კასპიის ზღვაში მყოფი, აზერბაიჯანული ხომალდების შეკეთებას. 2006 წელს, აშშ-ის მთავრობამ აზერბაიჯანულ საზღვაო ძალებს 3 გემი გადასცა. 2007 წელს, გაფორმდა ხელშეკრულება აზერბაიჯანის საზღვაო ძალებსა და ამერიკულ სამხედრო კომპანიას შორის, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი აღჭურვილი იქნება მოწინავე ლაზერული სისტემებით. აშშ-ის სპეციალისტები ასევე გადაამზადებენ სამხედრო პერსონალს, ახალი ტექნიკის გამოყენებისთვის.[49] „კასპიის ზღვის დაცვის“ ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარეობს აშშ-ის რიგი ცალკეული პროგრამები, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო საზღვრის უსაფრთხოების გაზრდისკენ.

2011 წლის მაისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 2013 წლის შემდეგ, დაიწყებს ეროვნული სამხედრო ხომალდების წარმოებას.[50][51]

სპეციალური დანიშნულების ძალები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრები ბაქოში, 2011 წლის სამხედრო აღლუმის დროს

აზერბაიჯანის საზღვაო დაზვერვა შეიცავს 641-ე სპეციალური დანიშნულების საზღვაო ქვედანაყოფს. სპეციალური ძალები მომზადდა აშშ-ის საზღვაო ძალების[52] მიერ და ორივე სპეცრაზმმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ საზღვაო წვრთნებში, რომლის სათაო ოფისი აზერბაიჯანის საზღვაო სადგურზე, კუნძულ მგელზე, ბაქოს ბუხტაში მდებარეობდა.[53] 641-ე ქვედანაყოფს გააჩნია რამდენიმე საშუალო ზომის წყალქვეშა ნავი, როგორიცაა Triton-1M და Triton 2, ასევე წყალქვეშა იარაღით მოძრაობის სპეციალური მოწყობილობები, ინდივიდუალური მყვინთავებისათვის. სპეციალური ერთეული შედგება 3 სადაზვერვო ჯგუფისგან, ორი სამთო სპეცრაზმისგან და ერთი მყვინთავების ჯგუფისგან. სავალდებულო წვრთნა მოიცავს პარაშუტით გადახტომას დღესა და ღამეს, მიწასა და წყალში.[47][54]

ასევე არსებობს არაოფიციალური მოხსენებები სპეცდანიშნულების „ვეფხვები“ რაზმის შესახებ. ცნობით, „ვეფხვების“ ერთეული შეიქმნა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით 2001 წელს. ვეფხვების ცოდნა და სტრუქტურა მსგავსია თურქეთის სპეცსამსახურების, Su Altı Taarruz-სა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ძალებთან, რომლებსაც აქვთ მჭიდრო კავშირი მათთან.[55] თურქეთთან ერთობლივი წვრთნების შემდეგ, პირველი ასეთი დანაყოფი ქალაქ განჯაში შეიქმნა. სპეციალური ძალები აღჭურვილია ისრაელის წარმოების „IMI Tavor TAR-21“ იარაღით.[56]

თავდაცვითი ინდუსტრია

რედაქტირება
 
„Marauder“ — სამხრეთ აფრიკული, რომელიც MRAP-ის ლიცენზიით აწარმოებენ აზერბაიჯანში.[57]

აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო აწარმოებს სამხედრო ტექნიკას აზერბაიჯანის ჯარისთვის, რომელიც შეიქმნა 2005 წელს. თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრომ, სამხედრო მრეწველობისა და შეიარაღებისა და სამხედრო მეცნიერებათა ცენტრის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოაყალიბდა, რომელთაგან თითოეული წარსულში თავდაცვის უწყების ცალკეულ სააგენტოს წარმოადგენდა.

თავდაცვითი მრეწველობის სფერო წარმოიქმნა ავტონომიურ ერთეულად, რომელიც ზრდის თავდაცვის წარმოების შესაძლებლობებს. სამინისტრო თანამშრომლობს უკრაინის, ბელარუსისა და პაკისტანის თავდაცვის სექტორებთან.[58] აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობისა და თურქული კომპანიების ერთობლივი პროექტებით, აზერბაიჯანი დაიწყებს 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნებს, 107 მმ და 122 მმ-იანი MLRS სისტემების წარმოებას, ასევე კობრას ტიპის 4×4 მანქანების წარმოებას და ბაქოში BTR-ების ერთობლივ მოდერნიზებას.[59][60][61][62]

აზერბაიჯანის ძირითადი სამხედრო კომპანიები არიან:

  • „RPE Iglim“ — ავიაცია და გემთმშენებლობა
  • „Radiogurashdirma“ — საკომუნიკაციო საშუალებები და რადიო-ელექტრონული მოწყობილობები
  • „RPE Neftgazavtomat“ — მოწყობილობები და ავტომატიზაციის სისტემები ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგისთვის
  • „RPE Automatic Lines“ — არასტანდარტული მოწყობილობები და პროდუქტების საწარმო ელექტროტექნიკურ და მანქანათმშენებლობაში
  • „Avia-Agregat“ — მრავალფუნქციური საავიაციო მოწყობილობები, სხვადასხვა აეროდრომის კონდიციონერები, უნივერსალური კონტეინერი, საჰაერო რადიატორები, საწვავი და ვენტილატორები[63]

2008 წლის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთთან გაფორმდა შეთანხმება , რაც აზერბაიჯანში შეიარაღებული ჯავშანტრანსპორტიორების, ქვეითი საბრძოლო მანქანების და მცირე ზომის კალიბრის საარტილერიო დანადგარების წარმოებას დაიწყებს.[64] 2008 წლის მოხსენებაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანს სურვილი აქვს საკუთარი სამხედრო თვითმფრინავების და ვერტმფრენების წარმოებისა, მაგრამ სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს შეუძლებელია.[65]

საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქტირება

აზერბაიჯანი თანამშრომლობს 60-მდე ქვეყანასთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში და აქვს შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე 30-ზე მეტ ქვეყანასთან.[66]

 
აზერბაიჯანელი სპეცსამსახურები თურქეთში წარმოებული Otokar Cobra-ზე.

2009 წლის დეკემბერში, ხელი მოეწერა თერქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს ანკარის მიერ იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საჭიროების შემთხვევაში, ყარაბაღში სომხეთთან ომის შემთხვევაში, სამხედრო პერსონალით მომარაგებას.[67]

თურქეთმა აზერბაიჯანი საბრძოლო იარაღით, ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებებით (ჯიპები, სატვირთო მანქანები და ა.შ.), პროფესიული მომზადებით, სამხედრო ორგანიზაციით, ტექნოლოგიური გადაცემით, ლიცენზირებული სამხედრო ტექნიკის წარმოებით და სხვა მომსახურებით უზრუნველყო. თურქი სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ათასობით აზერბაიჯანელი ოფიცერი დასავლური სტანდარტებით მომზადდა.[68]

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ეხებოდა კოსოვოში თურქეთის ბატალიონის სამშვიდობო ოცეულის შემადგენლობაში აზერბაიჯანელი პერსონალის მონაწილეობას, აზერბაიჯანის სამხედრო პოზიცია საერთაშორისო არენაზე გაიზარდა.[69]

1992 წლიდან, აზერბაიჯანმა და თურქეთმა 100-ზე მეტი სამხედრო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ზოგიერთ ხელშეკრულებაში შედის:[70]

  • თანამშრომლობა სამხედრო პერსონალს შორის
  • ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლობა ტოპოგრაფიულ სივრცეში
  • შეიარაღებული ძალების პროფესიული სკოლის ფორმირება და მომზადება
  • მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • სამხედრო ინდუსტრიის თანამშრომლობა
  • მე-5 სამხედრო კორპუსის განვითარება, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ნახიჩევანის სამხედრო კორპუსი, ნახიჩევანში[71]
  • თანამშრომლობა სამხედრო ისტორიის, სამხედრო არქივებისა და მუზეუმის მუშაობის და სამხედრო პუბლიკაციის სფეროში
  • აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვისა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის წვრთნის, მატერიალური და ტექნიკური დახმარების ხელშეწყობა.
  • გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე ფინანსური დახმარების გაწევა
  • მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენება

2011 წლის მაისში, აზერბაიჯანში განიხილებოდა ორი ჩინური კომპანიისგან გრძელმანძილიანი რაკეტების შეძენა, რომელზეც თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა. სხვა იარაღის შესტიდვაზე გარიგებები თურქეთთანაც გაფორმდა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ვეჯდი გოინულმა და იავერ ჯამალოვმა ხელი მოაწერეს ორი სახის შეიარაღების სამომავლო ერთობლივ წარმოებაზე — 107 მმ ტყვიისა და ეროვნული იარაღის, შესაძლოა „მეჰმეტჩიკ 1“-ის. იმავე დღეს გაფორმდა თურქეთის მექანიკური და ქიმიური მრეწველობის კორპორაციასთან 120 მმ ნაღმტყორცნების ერთობლივ წარმოებაზე პროტოკოლი. ეს პროექტი ძალაში შევა რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე შეთანხმება მიღწეულ იქნა თურქულ კომპანია „ასელსანთან“, რომლის მიხედვით აზერბაიჯანში ზოგიერთ სახეობის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს, კერძოდ, იარაღის უახლეს სახეობების. ეს პროექტები სავარაუდოდ უახლოეს მომავალში განხორციელდება.[72]

 
ნასოსნაიას ავიაბაზა აზერბაიჯანში, აშშ-ს საჰაერო ძალების მეთაური ევროპაში გენერალი ტომ ჰობინსი და მთავარი სერჟანტი ჰარი კოლემენი, ასევე გენერალ-პოლკოვნიკი ელმარ ჰიუსეინოვი

ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლით, აკრძალულია ნებისმიერი სახის პირდაპირი დახმარება აზერბაიჯანის მთავრობასთან. 2001 წლიდან, როდესაც გაუქმდა ეს მუხლი, დაიწყო აზერბაიჯანთან ფართომასშტაბიანი სამხედრო თანამშრომლობა. ეს დახმარება ითვალისწინებდა სპეციალური ძალების გადამზადებას და საზღვაო დახმარებას, კონსულტაციებს ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობისა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით.

2006 წლის 19 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ ტომ ჰoბინსმა, ბაქოში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჰობინსის თქმით, მისი ვიზიტის მიზანი იყო გაეცნო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა.[73] ჰობინსმა ხაზი გაუსვა ნატო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წარმატებით განხორციელება ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ალიანსთან. მისი თქმით, ორი ქვეყნის საჰაერო ძალები თანამშრომლობას გააფართოებენ.[74]

აშშ-ის ოკლაჰომას შტატი აზერბაიჯანთან ამერიკის შეერთებული შტატების გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის (SPP) მეშვეობით დაკავშირებულია. ოკლაჰომას ეროვნული გვარდიის ჯარები ბაქოში სასწავლო და ჰუმანიტარული მისიებით ჩავიდნენ.

რუსეთი აზერბაიჯანის მთავარი იარაღის მომწოდებელია. „დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთთან სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა 4 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს კიდევ უფრო გაიზრდება“ — განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2013 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეხვედრის შემდეგ.[75]

აზერბაიჯანი და ისრაელი თანამშრომლებენ თავდაცვის მრეწველობის მრავალ სფეროში. აზერბაიჯანმა ბოლო წლების განმავლობაში ისრაელის ტექნოლოგიების მიმართ, დიდი ინტერესი გამოავლინა. კერძოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება აზერბაიჯანის სადაზვერვო და საბრძოლო თვითმფრინავების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით.[76][77]

ისრაელის თავდაცვის კომპანია „Elta Systems Ltd“-მ აზერბაიჯანულ კომპანია „TecSAR“-თან სათვალთვალო სატელიტური ქსელის მშენებლობაში თანამშრომლობას მიაღწია, რომელსაც შეუძლია მაღალგანზომილებიანი ნიადაგის ზედაპირების ფოტოების გადაღება, ყველანაირი ამინდის პირობებში.[78][79] აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტების აზრით, „TecSAR“-ის სისტემა აუცილებელია აზერბაიჯანის მაღალმთიან ტერიტორიებში სამხედრო ოპერაციებისთვის.[76]

2009 წლის ივნისის მონაცემებით, ისრაელი და აზერბაიჯანი „Namer“-ის მოდელის საბრძოლო მანქანების აზერბაიჯანში წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდნენ.[80] თუმცა, დღეისთვის არ არსებობს რაიმე დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ.

 
ერაყის ომის დროს, ერაყში 150 აზერბაიჯანელი სამშვიდობო პერსონალი განათავსდა

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის ინსტიტუციონალური რეფორმების მხრივ და შემუშავდა პრაქტიკული თანამშრომლობა ბევრ სხვა სფეროში. „აზერბაიჯანის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ (IPAP) და მისი პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) ფარგლებში, ხორციელდება აზერბაიჯანსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის პროგრამა.

თუმცა, აზერბაიჯანის მთავრობამ გადადო IPAP-ის მიერ რეკომენდებული რეფორმების განხორციელება, რაც ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ აზერბაიჯანს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა ცდილობს აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის და ირანის ინტერესების დაბალანსებას.[81]

ნატო-ს დიპლომატიური წყაროს ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მყოფმა საკვანძო თანამდებობის პირებმა, აქტიურად მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანებას. „თურქეთი, რუმინეთი, იტალია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო და ბალტიისპირეთის ქვეყნები“ — ეს ის წევრი ქვეყნებია, რომლებიც აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანების სწრაფ გზას მხარს უჭერენ.[82]

თუმცა, აზერბაიჯანმა თავისი გეოპოლიტიკური/სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეუთანხმებლათ, გაატარა თავისი პოლიტიკა, როდესაც 2011 წელს მიუმხრობლობის მოძრაობის სრული წევრი გახდა.

ასევე არსებობს სუამის სხვა ქვეყნებთან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდული სახე.[83]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Azerbaijan - European Bureau for Conscientious Objection
  2. 2.0 2.1 2.2 (2010) The Military Balance 2010. London: Routledge for the IISS, გვ. 176. ISBN 1-85743-557-5. 
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-21. ციტირების თარიღი: 2017-05-06.
  4. Ilham Aliyev's shocking statement on Iran. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-08. ციტირების თარიღი: 2017-05-06.
  5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
  6. 6.0 6.1 Jane's Sentinel Security Assessments – Russia and the CIS: Air Force, dated 18 June 2009, and „World Defence Almanac“. Military Technology. Bonn, Germany: Monch Publishing Group. XXXII (1): 244–245. 2008. ISSN 0722-3226. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |month= (დახმარება)
  7. {Gov't allots over $2bn for 2009 defense spending
  8. The SIPRI Military Expenditure Database
  9. {Azerbaijan manufacturing arms და Azerbaijan to manufacture its own aircraft and helicopters
  10. Azerbaijan will be unable to produce competitive military technology in the next five years და Azerbaijan to produce tanks, aviation bombs and pilotless vehicles in 2009
  11. „Azerbaijan announces 53 pct rise in army spending“. Reuters. 15 April 2008.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 C. W. Blandy Azerbaijan: Is War Over Nagornyy Karabakh a Realistic Option? Advanced Research and Assessment Group. Caucasus Series 08/17. — Defence Academy of the United Kingdom, 2008, p.12 დაარქივებული 2011-05-10 საიტზე Wayback Machine.
  13. 13.0 13.1 IISS (2007). The Military Balance 2007. London: Routledge for the IISS, გვ. 157. ISBN 978-1-85743-437-8. 
  14. Azerbaijan is second big purchaser of tanks from Russia, Ukraine and Belarus in 2005–2010
  15. 15.0 15.1 IISS (2007). The Military Balance 2007. London: Routledge for the IISS, გვ. 158. ISBN 978-1-85743-437-8.  The IISS list 37 fighter aircraft, 15 fighter-ground attack aircraft, four transport aircraft, 50 training aircraft (including five combat capable trainers), 15 attack helicopters, and 20 transport helicopters
  16. Blandy, 'Azerbaijan: Is War Over Nagornyy Karabakh a Realistic Option?, 2008, p.6, quoting http://nvo.ng.ru/wars/2007-02-09/2_poroh.html Nezavisimoye Voyennoye Obozreniye 9 February 2007.
  17. Blandy, 2008, p.7
  18. „2017 World Military Powers“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-30.
  19. 19.0 19.1 აზერბაიჯანის არმია 91 წელს აღნიშნავს
  20. Today.Az – აზერბაიჯანი არმიის დღეს აღნიშნავს
  21. Hugh Pope, "Sons of the conquerors: the rise of the Turkic world", New York: The Overlook Press, 2006, p. 116, ISBN 1-58567-804-X
  22. Swietochowski, Tadeusz(1995) Russia and Azerbaijan: A Borderland in Transition, Columbia University, p. 133.
  23. 4th Combined Arms Army. ციტირების თარიღი: 2016-08-08
  24. International Crisis Group, Azerbaijan: Defence Sector Management and Reform Crisis Group Europe Briefing N°50, 29 October 2008, p.3
  25. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო. 1991 წლის შემდეგ
  26. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს შექმნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულება
  27. Vladimir Petrov, How South Caucasus was armed დაარქივებული 2007-10-24 საიტზე Wayback Machine. , Centre for Analysis of Strategies and Technologies (Moscow, Russia)
  28. 1993 UN Security Council Resolutions on Nagorno-Karabakh
  29. CIA World Factbook. Azerbaijan. 2008:"Azerbaijan has lost 16% of its territory and must support some 600,000 internally displaced persons as a result of the conflict.". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-09. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  30. „Azerbaijan: Non-Combat Deaths Put Military Reforms in Spotlight“. EurasiaNet. 14 November 2011. ციტირების თარიღი: 2 February 2012.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-06. ციტირების თარიღი: 2017-05-11.
  32. Azerbaijan shows 4th generation MiG-29 multirole fighter jets.
  33. China supplies FC-1 multipurpose fighters to Azerbaijan
  34. https://web.archive.org/web/20110928131441/http://www8.brinkster.com/vad777/sng/azerb/azerb.htm
  35. http://www.defenseindustrydaily.com/Azerbaijan-Orders-24-Mi-35M-Helicopter-Gunships-06789/
  36. http://www.helihub.com/2011/02/25/azerbaijan-buys-24-mi-35m-attack-helicopters/
  37. Russian Defense Ministry Confirms Readiness to Sell S-300 to Azerbaijan.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-11. ციტირების თარიღი: 2017-05-12.
  38. IMINT & Analysis
  39. 39.0 39.1 Russia's Credibility And Its Military Sales To Azerbaijan
  40. IISS Military Balance 2007, p. 158
  41. Kuchera, Joshua. Analysis: Azerbaijan, Karabakh Well-Protected Against Air Attack; Armenia Less So. Eurasia.net. ციტირების თარიღი: 4 August 2011.
  42. Russia Confirms Pullout from Gabala Radar in Azerbaijan. RIA Novosti (2012-12-11). ციტირების თარიღი: 2013-04-14.
  43. Russia's decision to close down Gabala radar station is final - Lavrov. Russia Beyond the Headlines (2013-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-04. ციტირების თარიღი: 2013-04-14.
  44. Независимое военное обозрение. Габалинская РЛС теперь находится под контролем азербайджанских военных
  45. Независимое военное обозрение. Габалу завлекают в турбизнес
  46. Azerbaijan’s military aviation opportunities
  47. 47.0 47.1 Константин Чуприн. (31 August 2007) В фарватере НАТО. NVO NG.
  48. Jane's Fighting Ships, 2010, accessed February 2010. IISS 2007 attributes 2,000 personnel
  49. Azeri Navy to be equipped with marksmanship system lasers
  50. Azerbaijan to produce warships
  51. Azerbaijan to produce ships. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 9 May 2011.
  52. Donna Miles. (10 June 2004) Navy Special Ops Demos Training in Azerbaijan. American Forces Press Service. U.S. Department of Defense.
  53. US trains and modernizes Azerbaijani Navy
  54. Спецподразделения Азербайджана. Specnazopedia.Narod (14 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2012.
  55. U.S. foreign aid, Turkey's Akhtamar ploy, looking for intelligence in Azerbaijan
  56. Tavors in Azerbaijan (26 June 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 1 April 2009.
  57. Paramount Group vehicles now manufactured in Azerbaijan
  58. აზერბაიჯანის თავდაცვითი ინდუსტრია
  59. Azerbaijan, Turkey to produce revolver grenade launchers
  60. Azerbaijan’s Ministry of Defense Industry plans to assume several projects on technical modernization of Armed Forces
  61. Azerbaijan, Turkey sign contract on joint rocket production. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-08. ციტირების თარიღი: 2017-05-18.
  62. Azerbaijani Defense Industry Ministry conducts negotiations with Turkish "Otokar" Company on production of armored vehicles
  63. Aircraft Repair Plant of Azerbaijan to be reconstructed
  64. Azerbaijan manufacturing arms
  65. Topix.com, Uzeir Jafarov: "Azerbaijan will be unable to produce competitive military technique in the next five years" September 2008
  66. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში
  67. Azeri lawmakers hail Turkey military aid accord
  68. ნატო, Azerbaijani troops part of the KFOR family
  69. Azerbaijan Ministry of Foreign Affairs, List of the military documents signed between the Republic of Turkey and Republic of Azerbaijan
  70. List of the military documents signed between the Republic of Turkey and Republic of Azerbaijan[მკვდარი ბმული]
  71. In 2001 between the Ministry of Defense of the Republic of Azerbaijan and the General Staff of the Republic of Turkey on development of Nakhchivan 5th army protocol[მკვდარი ბმული]
  72. Azerbaijan to buy long-range rockets. ციტირების თარიღი: 9 May 2011.
  73. NATO & Azerbaijan relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-01. ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  74. U.S. & Azerbaijani Air Force cooperation
  75. Azeri-Russian Arms Trade $4 Billion Amid Tension With Armenia By Zulfugar Agayev 13 August 2013
  76. 76.0 76.1 Israel rearms Azerbaijani army on PanARMENIAN.Net
  77. Washington briefing: Israel, Azerbaijan to step up military cooperation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-24. ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  78. Azerbaijan Mum about Israeli Spy Plane, Satellite Projects
  79. Ninan Koshy, "India and Israel Eye Iran", Foreign Policy in Focus, 13 February 2008.
  80. Panarmenian.net panarmenian – Israel rearms Azerbaijani army, 30 June 2009
  81. International Crisis Group, Azerbaijan: Defence Sector Reform and Management, Europe Briefing No.50, Baku/Tblisi/Brussels, 29 October 2008, p.1
  82. EurasiaNet.org – Eurasia insight – Azerbaijan: Baku can leapfrog over Ukraine, Georgia for NATO membership
  83. Военное сотрудничество между постсоветскими государствами დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (რუსული)