ალი-აღა შიხლინსკი
ალი აღა ისმაილ აღა-ოღლუ შიხლინსკი (აზერ. Əli Ağa İsmayıl Ağa oğlu Şıxlinski; დ. 15 მარტი [ ძვ. სტ. 3 მარტი] 1863 , აშაღი-სალაჰლი, ელიზავეტოპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 18 აგვისტო, 1943, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — რუსეთის საიმპერატორო არმიის და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალი.
ალი-აღა ისმაილ-აღას ძე შიხლინსკი | |
---|---|
Əli Ağa İsmayıl Ağa oğlu Şıxlinski | |
მეტსახელი | არტილერიის ღმერთი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
დაბადების თარიღი | 3 (15) მარტი, 1863 |
დაბადების ადგილი | აშაღი-სალაჰლი, ელიზავეტოპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 18 აგვისტო, 1943 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი) |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დრ სსრკ |
ჯარის სახეობა | არტილერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1883—1929 |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები |
მოკრივეთა აჯანყება რუსეთ-იაპონიის ომი ნანშანის ბრძოლა პორტ-არტურის ალყა პირველი მსოფლიო ომი |
ჯილდოები | |
სამსახურიდან გადადგომა | პერსონალური პენსიონერი 1929 წლიდან |
ალი-აღა ისმაილ-აღას ძე შიხლინსკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაალი-აღა შიხლინსკი დაიბადა 3 (15) მარტი, 1863 წელს, ელიზავეტოპოლის გუბერნიის, ყაზახის მაზრის სოფელ აშაღი-სალაჰლიში, მცირე მიწის მქონე მემამულის ოჯახში.[1] საბუთების მიხედვით, ა. შიხლინსკი წარმოშობით „აღას“ წოდებიდან იყო.[2] თავის გენოლოგიაზე საუბრისას, შიხლინსკი წერდა, რომ მამამისის ისმაილ აღა ალი ყაზახის საგვარეულო დასაბამს 1537 წლიდან იღებს.[3] დედამისის შაჰ-ემენ ჰანუმ გაიბოვის მხრიდან, ის ცნობილი პოეტის ვიდადის შვილთაშვილად მოდიოდა.[4] ალი-აღა შიხლინსკის ორი ძმა ჰყავდა.[3]
1876 წლის აგვისტოში ჩაირიცხა ტიფლისის (დღეს თბილისი) სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც შემდგომში გადაკეთდა კადეტთა კორპუსად და რომელიც 1883 წელს დაამთავრა.[4]
სამხედრო კარიერის დასაწყისი
რედაქტირებასამხედრო სამსახური 1883 წლის 1 სექტემბერს,[5] სანქტ-პეტერბურგში, მიხაილოვოს საარტილერიო სასწავლებელში იუნკერად დაიწყო. სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1986 წლის 11 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებით, ალი-აღა შიხლინსკი დაწინაურდა პოდპორუჩიკობამდე[6] და დაინიშნა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში,[7] რომელიც ამიერკავკასიაში, ალექსანდროპოლში (დღეს გიუმრი) იყო დისლოცირებული. სამსახური დაიწყო ჯერ მე-5, შემდეგ მე-2 ბატარეაში, ხოლო ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა ბრიგადის უნტერ-ოფიცრების პედაგოგად. 1887 წლის 23 ნოემბერს დაწინაურდა პორუჩიკობამდე, ხოლო 1891 წლის აპრილში მიიღო თავისი პირველი ჯილდო — წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი.[8]
1894 წლის 15 ივლისს, შიხლინსკი შტაბ-კაპიტნამდე დაწინაურდა,[9] ხოლო სექტემბერში ბრიგადის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა. 1895 წლის 1 თებერვალს, პირველი ბატარეის უფროსი ოფიცერი გახდა. 1896 წლის თებერვალში წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.[10] 1898 წლის 19 ივლისიდან, შიხლინსკი კაპიტანი გახდა.[11] 1899 ივნისიდან 1900 წლის თებერვლამდე, შიხლინსკი პირველი საბრძოლო ბატარეის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა.
1900 წლის დასაწყისში, შიხლინსკიმ გადაწყვიტა თავისი სამსახური აღმოსავლეთ ციმბირში გაეგრძელებინა. 17 თებერვალს გამოვიდა უმაღლესი ბრძანება, რომლის მიხედვითაც კაპიტანი შიხლინსკი გადაიყვანეს იმიერბაიკალეთის ცალკე საარტილერიო დივიზიონში. ახალი სამსახურის ადგილას წასასვლელად გზაში 1900 წლის 14 მარტს გავიდა, ხოლო სამსახურის ადგილს 17 მაისს მიაღწია, სადაც დაინიშნა პირველი ბატარეის უფროსს ოფიცრად.[12] იმიერბაიკალეთის ცალკე საარტილერიო დივიზიონი (მეთაური — პოლკოვნიკი ვ.ა. ირმანი) შედგებოდა ორი სამხედრო ბატარეისგან: პირველი ბატარეის მეთაური პოლკოვნიკი ვ.ი. ენგელმანი იყო, ხოლო მეორე ბატარეის მეთაური პოდპოლკოვნიკი სამედ-ბეკ მეჰმანდაროვი იყო. აღმოსავლეთ-ციმბირის საარტილერიო პარკში ოფიცრების უკმარისობასთან დაკავშირებით, შიხლინსკი ერთხანს პარკის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. იმიერბაიკალეთის ცალკე საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ლაშქრობაში. ჩინელებთან ბრძოლაში წარჩინებისთვის, 1901 წლის 1 მაისს, შიხლინსკი წმ. სტანისლავის II ხარისხის მახვილებიანი ორდენით დაჯილდოვდა.[13]
1901 წლის მაისიდან 1902 წლის მარტამდე, შიხლინსკი პირველი ბატარეისა და დივიზიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. 1902 წლის მაისსა და ივნისში დროებით მეთაურობს მეორე ბატარეას, ხოლო ივლისში ამავე ბატარეის უფროს ოფიცრად დაინიშნა.[14] 1902 წლის აგვისტოდან 1903 წლის ოქტომბრამდე, მეთაურობს მეორე ბატარეას, სანამ ამავე ბატარეის მეთაური ს. მეჰმანდაროვი სანქტ-პეტერბურგში იმყოფება.[15]
რუსეთ-იაპონიის ომი
რედაქტირებარუსეთ-იაპონიის ომს შიხლინსკი ბატარეის უფროსი ოფიცრის რანგში შეხვდა. 1904 წლის თებერვალში, პოლკოვნიკ სამედ მეჰმანდაროვის მე-7 აღმოსავლეთ-ციმბირის საარტილერიო დივიზიონის მეთაურად დანიშვნის შემდეგ, კაპიტანი შიხლინსკი დროებით დაინიშნა ბატარეის მეთაურად. მონაწილეობა მიიღო ცინჯოუს ყელისა და მგლის მთების ბრძოლებში. 1904 წლის 1 ივნისს, კაპიტანი შიხლინსკი დაჯოლდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით.[16] თუმცა, იაპონელების გაჩერება ამ საზღვრებში ვერ შეძლეს, არმიამ დიდი მსხვერპლი გაიღო და ალექსანდრე ფოკის სათავეში მყოფი მე-4 აღმოსავლეთ-ციმბირული დივიზიის მხარდაჭერის ნაკლებობით, შიხლინსკი და მისი სამხედროები უკან პორტ-არტურისკენ დაიხიეს. 1904 წლის 17 ივლისს, დივიზიის ყველა ნაწილი პორტ-არტურის ციხესიმაგრისკენ დაიხია. მალევე, იაპონური არმიის მიერ ციხესიმაგრე ალყაში მოექცა.[17]
1905 წლის 28 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებით, ალი-აღა შიხლინსკი წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ორდენის დოკუმენტებში ნათქვამია:
„ოსტატურად და წარმატებულად, 1904 წლის 13-დან 17 ოქტომბრამდე № 3 პორტისა და იმავე ციხესიმაგრის საარტილერიო თავდაცვისთვის, თანაც მოწინააღმდეგის დიდი ძალის წინააღმდეგ მცირე ძალებით მოქმედებისთვის.[18]“
|
1904 წლის 13 ნოემბერს, იაპონელების მიერ ციხესიმაგრის მეოთხე შტურმის დროს, შიხლინსკი შრაპნელის ტყვიის ფეხში მოხვედრის შედეგად მძიმედ დაიჭრა. პორტ-არტურის გაზეთ „ნოვი კრაი“-ს (ახალი მხარე) თანამშრომლის, პ.ნ. ლარენკოს დღიურიდან:
„ლაპეროვსკი მთაზე (№ 3 ფორტისა და ციხესიმაგრის ზურგში) მძიმედ დაიჭრა ბეტარეის მეთაური და კაპიტანი ალი-აღა შიხლინსკი. მამაცი, როგორც ყველა კავკასიელი, იგი მონაწილეობდა კინჩჟოუს ბრძოლაში, მწვანე და მგლის მთის ბრძოლებში, აგვისტოს დასაწყისში თავის ბატარეასთან ერთად იმყოფებოდა მაღალ მთაში, ხოლო აგვისტოს 10 რიცხვიდან უცვლელად იყო ლაპეროვსკის მთაზე, საიდანაც ცეცხლიდ პასუხობდა მტრის შეჭრის მცდელობებს.[19]“
|
პორტ-არტურის დაცემას შიხლინსკი სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა. ცნობილი გახდა, რომ მეფემ ნება მისცა ოფიცრებს დაბრუნდებოდნენ რუსეთში, სანაცვლოდ მათ ხელი უნდა მოეწერათ იაპონელებისთვის დოკუმენტზე, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას. ბევრი ეს გზა აირჩია და სამშობლოში დაბრუნდა. ზოგიერთნი, მათ შორის შიხლინსკიც, უარი თქვეს ხელმოწერაზე, რადგან ეს დამამცირებლად ჩათვალეს. თუმცა, მალე ის რუსულ-იაპონური კომისიის მიერ, ჭრილობის გამო, საბრძოლოდ უვარგისად გამოცხადდა. 1905 წლის გაზაფხულს, მისი რუსეთში ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობისთვის, ალი-აღა შიხლინსკი შემდეგი ჯილდოები მიენიჭა: 1) წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი, ოქროს იარაღი წარწერით „მამაცობისთვის“,[20] 2) წმ. ანას II ხარისხის ორდენი, 3) წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი, და 4) წმ. ანას IV ხარისხის ორდენი, წარწერით „მამაცობისთვის“.[21]
სამსახური ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში
რედაქტირება1905 წლის 25 მაისს, შიხლინსკი გადაიყვანეს მე-15 საარტილერიო ბრიგადის მეორე დივიზიონში, რომელიც დისლოცირებული იყო ოდესაში. 1905 წლის 26 ნოემბერს, წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ალი-აღა შიხლინსკი პოდპოლკოვნიკის წოდებამდე დაწინაურდა და იმავე დღეს, წმ. გიორგის ორდენის სხვა კავალრებთან ერთად, დაპატიჟეს მეფეთა სოფელში, სადაც გაეცნო იმპერატორს.
1906 წლის 15 იანვრიდან, მე-15 საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატარეის მთავარი ოფიცერი გახდა.[22] პოდპოლკოვნიკის წოდების მიხედვით, შიხლინსკი ბატარეის მეთაური უნდა ყოფილიყო, თუმცა, საამისო ვაკანსია არ იყო. ამასთან დაკავშირებით, იგი პატაკით მიმართა არტილერიის გენერალ-ინსპექტორს, დიდი მთავარს სერგეი მიხაილოვიჩს, მისი სანქტ-პეტერბურგის ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში გაგზავნით. 1906 წლის იანვრის ბოლოს, პოდპოლკოვნიკი შიხლინსკი ჩაირიცხა საარტილერიო სკოლაში, რომლის სრული კურსი წარჩინებით, იმავე წლის აგვისტოში დაასრულა. 1907 წლის 22 იანვარს, დაინიშნა ოფიცერთა საარტილერიოს სკოლის ხელმძღვანელად (მასწავლებლად). წარჩინებული სამსახურისთვის, 1907 წლის 13 მაისს, შიხლინსკისთვის „უმაღლესი წყალობა“ გამოცხადდა.[23] სკოლაში მოღვაწეობის ამ პერიოდში, შიხლინსკიმ შეიმუშავა მიზნის აღნიშვნის ორიგინალური მეთოდი, რომელიც შემდგომში შეიტანეს სახელმძღვანელოებში და მიიღო „შიხლინსკის სამკუთხედის“ სახელი.[24] 22 სექტემბერს, დაინიშნა მე-15 საარტილერიო ბრიგადის მე-7 ბატარეის უფროსს ოფიცრად, ხოლო 9 დეკემბერს 29-ე საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაურად, რომელიც დისლოცირებული იყო რიგაში.[25]
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. შიხლინსკი, ჩემი მოგონებები / შ. ა. ნაზირლი, ბაქო: Азернешр, 1984.
- ისმაილოვი ე. ე., გიორგიევსკის კავალერები — აზერბაიჯანელები, მოსკოვი: Герои отечества, 2005. — გვ. 248.
- Список генералам по старшинству, Составлен по 15 апреля 1914 года, პეტერბურგი: Воен. тип. Имп. Екатерины Великой, 1914. — გვ. 808.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ იბრაგიმოვი ს. დ. გენერალი ალი-აღა შიხლინსკი. (ცხოვრება და მოღვაწეობა). — ბაქო, 1975. — გვ. 11.
- ↑ Исмаилов 2005.
- ↑ 3.0 3.1 Шихлинский 1984.
- ↑ 4.0 4.1 აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი. აზერბაიჯანის გენერლები. კატალოგი. — ბაქო, 2005. — გვ. 62
- ↑ Список (по старшинству в чинах) генералам, штаб-офицерам и классным чиновникам 39-й артиллерийской бригады за март месяц 1900 года // Российский государственный военно-исторический архив. ф. 3715 (39-я артиллерийская бригада), оп. 2, д. 3
- ↑ Список (по старшинству в чинах) генералам, штаб-офицерам и классным чиновникам 21-й артиллерийской бригады к 1 января 1911 года // Военно-исторического музея артиллерии, инженерных войск и войск связи. Ф. 6 (Главное артиллерийское управление), оп. 98, д. 4542
- ↑ К. А. Залесский. Кто был кто в Первой мировой войне. Биографический энциклопедический словарь. — М., «Астрель», 2003, c. 675
- ↑ Исмаилов Э. Э. Георгиевские кавалеры — азербайджанцы. — М, 2005. — С. 145.
- ↑ Список (по старшинству в чинах) генералам, штаб-офицерам и классным чиновникам 39-й артиллерийской бригады за сентябрь месяц 1897 года // Российский государственный военно-исторический архив. ф. 3715 (39-я артиллерийская бригада), оп. 2, д. 2
- ↑ იბრაგიმოვი ს. დ. გენერალი ალი-აღა შიხლინსკი. (ცხოვრება და მოღვაწეობა). — ბაქო, 1975. — გვ. 16.
- ↑ Список генералам по старшинству. Составлен по 15 апреля 1914 года. — Пг — 1914, С. 808
- ↑ იბრაგიმოვი ს. დ. გენერალი ალი-აღა შიხლინსკი. (ცხოვრება და მოღვაწეობა). — ბაქო, 1975. — გვ. 18.
- ↑ ისმაილოვი ე. ე. გეორგიევსკის კავალერები — აზერბაიჯანელები. — მოსკოვი, 2005. — გვ. 146.
- ↑ Список (по старшинству в чинах) генералам, штаб-офицерам и классным чиновникам Забайкальского артиллерийского дивизиона /За июнь-июль 1902 г. // Архив Военно-исторического музея артиллерии, инженерных войск и войск связи. Ф. 25, оп. 98/2, д. 3972, c. 36-37; д. 3973, с. 46 об.-47
- ↑ ისმაილოვი ე. ე. გეორგიევსკის კავალერები — აზერბაიჯანელები. — მოსკოვი, 2005. — გვ. 146.
- ↑ Высочайшие приказы по Военному ведомству // Разведчик № 713, 1 июня 1904 г. с. 656
- ↑ Строков А. А. История военного искусства. — М., 1967, с. 91—92
- ↑ ბულგაკოვი ფ. ი. პორტ-არტური. Японская осада и русская оборона его с моря и суши. СПб, тип. Суворина, ტ. 2, 1906, გვ. 260
- ↑ ლარენკო პ. ნ. პორტ-არტურის დღეები. — რუსეთ-იაპონიის ომი: წაგებულთა ხედვა. — მ., 2005. — გვ. 411.
- ↑ ე. ე. ისმაილოვი. ოქროს იარაღი წარწერით „მამაცობისთვის“. კავალერების სია 1788—1913. — მოსკოვი, 2007, გვ. 358
- ↑ Список генералам по старшинству. Составлен по 15 апреля 1914 года. — პგ. — 1914, გვ. 808
- ↑ Список (по старшинству в чинах) генералам, штаб и обер-офицерам и классным чиновникам 15-й артиллерийской бригады /К 1-му сентября 1906 г. // Архив Военно-исторического музея артиллерии, инженерных войск и войск связи. Ф. 25, оп. 98, д. 3805, c. 85 об.— 86
- ↑ ВП по военному ведомству//Разведчик № 865, 13.05.1907
- ↑ Залесский К. А. Первая мировая война: Биографический энциклопедический словарь. Военные тайны XX века. — И:Вече, 2000. — ISBN 5-7838-0627-7, 9785783806278
- ↑ ისმაილოვი ე. ე. გიორგიევსკის კავალერები — აზერბაიჯანელები. — მ., 2005. — გვ. 149.