წმინდა გიორგის ორდენი
წმინდა გიორგის ორდენი (რუს. Орден Святого Георгия; ოფიციალურად — წმინდა დიდმოწამე და გამმარჯვებელი გიორგის საიმპერატორო სამხედრო ორდენი, Импера́торский Вое́нный о́рден Свято́го Великому́ченика и Победоно́сца Гео́ргия) — რუსეთის იმპერიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო. ფართო გაგებით მოიცავს ოფიცრების, რიგითებისა და სამხედრო ქვედანაყოფების წარჩინების ნიშნების კომპლექსს.
ორდენი
რედაქტირებადაარსდა იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით 1769 წლის 26 ნოემბერს საბრძოლო და სამსახურეობრივი დამსახურების მქონე ოფიცრებისთვის. ჰქონდა ოთხი ხარისხი. იმპერიის ისტორიაში ჯილდო მიღებული ჰქონდა 10 ათასზე მეტ ადამიანს, აქედან I ხარისხის — 23-ს, II ხარისხის — 125-ს. 1917 წლის 24 ივნისიდან წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის მიღება შეეძლოთ ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს, რომლებიც ბრძოლაში ოფიცრის მოვალეობას ასრულებდნენ. 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ორდენი გაუქმდა, თუმცა III და IV ხარისხის ორდენებით კვლავ აჯილდოებდნენ თეთრი მოძრაობის ჯარებში. 2000 წელს ორდენი აღდგა, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჯილდო.
სხვა ჯილდოები
რედაქტირებაწმინდა გიორგის ორდენის გარდა, რუსეთის იმპერიაში 1807-1917 წლებში არსებობდა ასევე წმინდა გიორგის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშანი (1913 წლიდან ოფიციალურად ეწოდა გიორგის ჯვარი), რომლითაც რიგითი ჯარისკაცები ჯილდოვდებოდნენ. ნიშანს ატარებდნენ იმავე ფერის ბაბთაზე, რომელიც განკუთვნილი იყო ორდენისთვის. ჰქონდა ოთხი ხარისხი. აღადგინა რუსეთის მთავრობამ 1992 წელს. წმინდა გიორგის ჯვარს, როგორც სამხედრო ჯილდოს, იყენებდნენ ასევე 1918-1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკაში. დაჯილდოება ხდებოდა რევოლუციამდელ სამხედრო საწყობებში შემორჩენილი მარაგებიდან.
1913 წლიდან წმინდა გიორგის ორდენს ეკუთვნოდა ასევე ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“, რომელსაც ამიერიდან გიორგის იარაღი ეწოდა. ჯილდო შეიძლება ყოფილიყო დაშნა, კორტიკი ან, მოგვიანებით, ხმალი. წარჩინების ნიშნად ამ იარაღის ვადაზე თავსდებოდა წმ. გიორგის ორდენის მინანქრის პატარა ჯვარი. იმავე 1913 წლიდან წმ. გიორგის სახელი ეწოდა მედალს „მამაცობისთვის“ (დაარსდა 1878 წელს), რომელსაც რიგით ჯარისკაცებს და საბრძოლო დამსახურების მქონე სამოქალაქო პირებს ანიჭებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Статут императорского военного ордена святого великомученика и победоносца Георгия: издание дополненное по 15 июля 1915 г. — 4-е изд., доп. — Пг.: Тип. Б. Д. Брумера, 1915. — 110, (2) с.
- Шабанов В. М. Военный орден Святого Великомученика и Победоносца Георгия. Именные списки 1769—1920. (Биобиблиографический справочник). — М.: Русскiй мiръ, 2004. — 922 с. — 3000 экз. — ISBN 5-89577-059-2.
- Дуров В. А. Русские награды XVIII — начала XX в. — М.: Просвещение, 1997. — 160 с ISBN 5-09-006711-2
- Дуров В. А. Ордена России. — М.: «Воскресенье», 1993. — 160 с. ISBN 5-88528-019-3
- Зайцов А. А. Орден святого великомученика и победоносца Георгия : исторический очерк
- Спасский И. Г. Иностранные и русские ордена до 1917 года. — СПб.: Дорваль, 1993. — 196 с ISBN 5-8308-0042-X
- Шепелев Л. Е. Титулы, мундиры, ордена в Российской империи. — Л.: «Наука», Ленинградское отделение, 1991. — 224 с ISBN 5-02-027196-9
- Мурашев Г. А. Титулы, чины, награды. — СПб.: Полигон, 2001
- Аренс Е. И. Список нижних чинов — Георгиевских кавалеров Гвардейского экипажа со времени его формирования в 1810 году. — СПб.: Тип. М. Д. Ломковского, 1891.— 31 с.
- Исмаилов Э. Э. Золотое оружие с надписью «За храбрость». Списки кавалеров. 1788—1913. — М.: Старая Басманная, 2007. — 544 с.: ISBN 978-5-903473-05-2