ხმალი — ცივი იარაღი. არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი და მჩხვლეტავი ხმლები. ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან (როგორიცაა გლადიუსი) 6 კილომდე (მაგალითად ცვაიჰენდერი და ფლამბერგი). ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმალის მასა შეადგენს 900 გრამიდან 2 კილომდე.

ხმლების ტიპები

ხმლებს გამოყენებდნენ ბრძოლებისთვის. ხმლის კარგად ფლობისთვის საჭირო იყო მეომრის ხანგრძლივი წვრთნა. ხმლის განსაკუთრებული თვისება იყო მისი უნივერსალურობა:

  • ხმლით იარაღდებოდნენ ფეხით მოსიარულე და ცხენით მოსიარულე მეომრები, და ხშირად მშვილდოსნებიც.
  • მჭრელი დარტყმები ხმლით გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძლიერით, რაც ასევე ზრდიდა ცხენიდან შეტევის სიძლიერეს.
  • ხმალს შეუძლია მიაყენოს როგორც მჭრელი ასეცე მჩხვლეტავი დარტყმა.
  • ხმლის შენახვა იყო ადვლილი, ასევე მისი გამოღება საშიშროების შემთხვევაში.

თავდაპირველად ადამიანები ამზადებდნენ სპილენძის მოკლე ხმლებს, ჩვენ წელთა აღრიცხვით დაახლოებით 2000 წლით ადრე.

ევროპაში შუა საუკუნეებში ხმლები განსაკუთრებით გავრცელდა, იყო ბევრი მოდიფიკაცია რამაც ხმლები უფრო გააუმჯობესა. ძველ შუა საუკუნეებში გერმანელები იყენებდნენ ერთმხარით ბასრ ხმლებს რომლებსაც კარგი მჭრელი დარტყმა ჰქონდა, შემდეგ გაიზარდა ქალაქები, მოიმატა მჭედლობის და მეტალურგიის დონემ, ტყავის აბჯარი გადადის ფოლადის აბჯარში, პოპულარული ხდება რაინდების ტურნირები, დუელები და ბრძოლები, ამ დროსაც შეიქმნა მჭრელ-მჩხვლეტავი ხმლები. მოგვიანებით ჩნდება საომარი ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი, აბჯრები უფრო საიმედო ხდება (ფოლადის ფირფიტებით მზადდება), ეს კი ძლიერ მოქმედებს ხმლის რევოლუციაზე, ამ დროს უფრო პოპულარული ხდება მძიმე, ორხელიანი ხმლები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფანცხავა ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 519-520.
  • ლომთათიძე გ., „ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში“, თბილისი, 1974
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები, თბილისი, 1973
  • ნიორაძე გ., „ზემო ავჭალის სამარე“, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, ტ. 6, 1931

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება