საფარ ახუნდბალა ოღლუ აბიევი (აზერ. Səfər Axundbala oğlu Əbiyev; დ. 27 იანვარი, 1950) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი 1995-2013 წლებში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობობის სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იკავებდა წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.[1]

საფარ აბიევი
აზერ. Səfər Axundbala oğlu Əbiyev
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1950(1950-01-27) (74 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
განათლება მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია
ჯილდოები მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, Azerbaijani Flag Order, დიდების ორდენი, "10th Anniversary of the Armed Forces of Azerbaijan (1991–2001)" Medal, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR", Medal "For Impeccable Service", Medal "For Strengthening of Brotherhood in Arms", Defence Ministry's 200 year medal, Medal "For Impeccable Service", 3rd class, Medal "For Impeccable Service", 2nd class და “For Faultless Service” medal

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

გენერალი საფარ აბიევი დაიბადა ბაქოში. ის ეთნიკური ლეზგია. მან 1971 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი სამხედრო კოლეჯი, ხოლო 1982 წელს მოსკოვში ფრუნზეს სამხედრო აკადემიის სარდლობის ფაკულტეტი და მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება გაატარა შეიარაღებულ ძალებში. აბიევი დაინიშნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, როდესაც მინისტრი დადაშ რზაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1993 წლის 17 ივნისს.[2] ის მუშაობდა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად 1993 წლის აგვისტომდე, მანამდე სანამ მინისტრის მოადგილე ვაჰიდ მუსაევი დაინიშნებოდა სამინისტროს ხელმძღვანელად. მუსაევი მალევე იქნა განთავისუფლებული ჰეიდარ ალიევის მიერ, 1993 წლის 25 აგვისტოს..[3] აბიევი განაგრძობდა მუშაობას გენერალური შტაბის უფროსად 1993 წლის 2 ნოემბრამდე. ის თანამდებობაზე ნაჯმადდინ სადიგოვმა შეცვალა. 1995 წლის 6 თებერვალს აბიევი ხელახლა დანიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. აბიევმა თანამდებობაზე შეცვალა მამედრაფი მამადოვი.

თავდაცვის მინისტრი

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მდივანი დონალდ რამსფელდი, აბიევის პენტაგონში ვიზიტისას; 26 მარტი, 2004.

აბიევი იყო ჰეიდარ ალიევის დაკრძალვის სახელმწიფო კომისიის წევრი.[4] რამილ საფაროვის შეწყალებისთანავე, აბიევმა საფაროვი დააწინაურა, მიანიჭა მაიორის წოდება, უზრუნველყო ბინითა და რვა წლიანი სახელფასო ანაზღაურებით.[5][6] 2008 წელს აბიევმა აზერბაიჯანული არმიის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩაატარა სამხედრო აღლუმი.[7] ამის შემდეგ ის მეთაურობდა ბაქოში, აზდალიქის მოედანზე გამართულ ორ სამხედრო აღლუმს.[8]

საგარეო ურთიერთობები

რედაქტირება

მისი ბრძანებით, შეიარაღებული ძალების სწავლებისა და განათლების ცენტრი შეიქმნა ოქმის შესაბამისად, რომელიც ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის 2000 წელს.[9] 2011 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მდივანი რეი მაბუსი შეხვდა აბიევს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რის შემდეგაც მან გამოაცხადა, რომ სამხედრო კავშირები მათ ქვეყნებს შორის გაფართოვდება.[10]2012 წელს, აბიევმა, თეირანში ირანის თავდაცვის მინისტრთან აჰმად ვაჰიდთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „არანაირი საფრთხე არ იქნება ირანის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავეხმარებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მტრებს“.[11] ვიკილიქსის მიერ 2010 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, აბიევი ირწმუნებოდა, რომ 2009 წლის იანვარში მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა არაოფიციალურად აღიარა სომხეთში რუსული იარაღის გადაცემა, თუმცა ოფიციალურად საპირსპირო თქვა, ინფორმაცია უარყო.[12]

გადადგომა

რედაქტირება

2013 წლის დასაწყისში იგი ბაქოს საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების კრიტიკის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც 7 იანვარს აზერბაიჯანული არმიის ჯარისკაცი ჯეჰუნ კუბადოვი იპოვეს გარდაცვლილი. პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო გულის შეტევა, თუმცა კუბადოვის ოჯახმა მოითხოვა გამოძიება, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ეს იყო მკვლელობა. შადრევნების მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ლოზუნგებით: „შეწყვიტე ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობა“ და „შენ უნდა გაგვცე პასუხი“.[13] გამოძიებისთანავე აბიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით გაათავისუფლეს. იმავე წლის შემდეგ, მისი მემკვიდრე ზაქირ ჰასანოვი ეწვია მე-2 არმიის კორპუსს, რომელიც ითვლებოდა აბიევის „ციხესიმაგრედ“. ვიზიტის დროს მან გამოაცხადა ცვლილებები ხელმძღვანელ სტრუქტურებში, მათ შორის 50-მდე ოფიცრის დაწინაურება, რომლებიც „უყურადღებოდ დარჩნენ“ აბიევის დროს.[14]

შემდგომი ცხოვრება

რედაქტირება

ნათესავებზე დაყრდნობით აბიევი დიდი ხანია არ უკავშირდება თავის ნათესავებს, ხოლი ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ამან გამოიწვია ეჭვები იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი გადასახლებაში, ბევრი ამბობდა, რომ ის და მისი უფროსი ვაჟიშვილი რუსლანი ცხოვრობენ ევროპაში. მოგვიანებით, სამხედრო ექსპერტმა გამოავლინა, რომ აბიევი ცხოვრობს ბაქოში და იღებს 3000 მანეთზე მეტ პენსიას.[15][16] აბიევმა დაწერა სტატია 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, სადაც მან შეაქო პრეზიდენტ ალიევისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის როლი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობა არ იყო მომგებიანი და „სომხები იმ მცირერიცხოვან ერთაგანია მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნდა არც რეალური ეროვნული ისტორია, არც სამშობლო და არც მიწა“.[17]

აბიევს ორი ვაჟი ჰყავს: რუსლანი და რომანი. მისი უფროსი ვაჟი რუსლან აბიევი საგადასახადო სამსახურში მუშაობს. მისი უმცროსი ვაჟი, რომან აბიევი პროკურატურის თანამშრომელია.[18][19]

  1. Azerbaijan's Unsinkable General
  2. D. Q. Rzayev və S. A. Əbiyev haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN FƏRMANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  3. V. A. Musayev haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN SƏRƏNCAMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  4. 36 - Azərbaycan Respublikasının eks-prezidenti Heydər Əlirza oğlu Əliyevin dəfn mərasiminin təşkili üzrə Dövlət Komissiyasının yaradılması haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-27. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  5. „As Armenia Protests Killer's Pardon, Azerbaijan Promotes Him“. Radio Free Europe. 31 August 2012. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
  6. Mehdiyev, E. (September 1, 2012). „Azerbaijani Defense Ministry grants apartment to Ramil Safarov“. Trend News Agency. ციტირების თარიღი: September 1, 2012.
  7. The second parade was held on June 26, 2008 on the occasion of the 90th anniversary of the national army on Azadlig Square. "It was attended by 4,510 troops, dozens of different types of military equipment.. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 22, 2017. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 11, 2021.
  8. F_1004. Azerbaijan holds big military parade to celebrate Armed Forces Day - People's Daily Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-22. ციტირების თარიღი: 2017-09-21
  9. MINISTRY OF DEFENCE OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN en. ციტირების თარიღი: 2021-03-14
  10. „Azerbaijan, U.S. to Expand Military Ties“. CRI English. 2011-11-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-11-25.
  11. Azerbaijan 'Won't Be Used For Iran Attack' en. ციტირების თარიღი: 2021-03-14
  12. Embassy cables: Truth about Putin and Medvedev – over a bottle of vodka. The Guardian (1 December 2010). ციტირების თარიღი: 29 September 2016
  13. Sultanova, Shahla (2013-03-10). „Police Scatter Demonstrators in Capital of Azerbaijan (Published 2013)“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-03-14.
  14. Müdafiə naziri Zakir Həsənov Beyləqan Korpusunda "təmizləmə" aparır en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-22
  15. https://m.ednews.net/ru/news/society/411446-bivshiy-ministr-oboroni-safar-abiev-i-eqo-sin-ruslan
  16. http://vzglyad.az/mobile/news.php?id=46994&lang=ru
  17. Три великих героя нашей победы - нам пишет экс-министр обороны, генерал-полковник Сафар Абиев.
  18. info@modern.az, modern az. Səfər Əbiyevin oğlu haqda xəbərə aydınlıq gətirildi. ციტირების თარიღი: 2021-03-15
  19. mia.az. Zakir Qaralov Səfər Əbiyevin oğlu ilə bağlı əmr verdi - Roman Əbiyev vəzifədən azad edildi az. ციტირების თარიღი: 2021-03-15