ჰეიდარ ალიევი
ჰეიდარ ალიევი (აზერ. Heydər Əlirza oğlu Əliyev; Һејдәр Әлирза оғлу Әлиев; დ. 10 მაისი 1923, ნახჭევანი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 12 დეკემბერი 2003, კლივლენდი, ოჰაიო, აშშ) — სსრკ-ის და აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე.
ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევი Heydər Əlirza oğlu Əliyev Һејдәр Әлирза оғлу Әлиев | |
აზერბაიჯანის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ოქტომბერი 1993 – 12 დეკემბერი 2003 | |
წინამორბედი | აბულფაზ ელჩიბეი |
მემკვიდრე | ილჰამ ალიევი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ივლისი 1969 – 3 დეკემბერი 1982 | |
წინამორბედი | ველი აჰუნდოვი |
მემკვიდრე | ქამრან ბაგიროვი |
დაბადებული | 10 მაისი 1923 ნახჭევანის ასსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 12 დეკემბერი, 2003 (80 წლის) კლივლენდი, ოჰაიო, აშშ დაკრძალული: ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პოლიტიკური პარტია | ახალი აზერბაიჯანი (პარტია) |
მეუღლე | ზარიფა ალიევა |
შვილები | ვაჟი:ილჰამ ქალი:სევილი |
პროფესია | ისტორიკოსი, არქიტექტორი |
რელიგია | მაჰმადიანი (შიიტი) |
ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, იყო აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი (ნოემბერი 1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მდივანი. 1987 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1991–1993 წლებში ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, (1993, 1998) ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად.
თბილისში არსებობს მისი სახელობის სანაპირო.