აზერბაიჯანის პრეზიდენტი

(გადამისამართდა გვერდიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტები)

აზერბაიჯანის პრეზიდენტიაზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, აერთიანებს აზერბაიჯანის ხალხის ერთიანობას, არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. აირჩევა 7 წლის ვადით[1] პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით. იგი ამავე დროს არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი[2].

აზერბაიჯანის პრეზიდენტი
აზერ. Azərbaycan Respublikası Prezidenti

პრეზიდენტის შტანდარტი
მიმართვის სტილი მისი უდიდებულესობა
რეზიდენცია ბაქო
ვადის ხანგრძლივობა 7 წელი (დროით შეზღუდვების გარეშე)
დაარსდა 30 აგვისტო 1991
პირველი თანამდებობაზე აიაზ მიუტალიბოვი
საიტი president.az

პრეზიდენტის არჩევა რედაქტირება

პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული კანდიდატი, რომელიც:

  • არის აზერბაიჯანის მოქალაქე;
  • აქვს ხმის მიცემის უფლება;
  • 10 წელზე მეტია ცხოვრობს აზერბაიჯანში;
  • აქვს უმაღლესი განათლება;
  • არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა და მოვალეობები სხვა სახელმწიფოს წინაშე;
  • არ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულისთვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა 7 წლის ვადით პირდაპირი, თანაბარი და საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე, პირადი, თავისუფალი და ფარული კენჭისყრით. პრეზიდენტად ინიშნება ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტმა მოიპოვა[2].

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად ქვეყნდება 14 დღის განმავლობაში აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ[3].

პრეზიდენტის ინაუგურაცია რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის აზერბაიჯანის ახლად არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონია. არჩეული პრეზიდენტის აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურებიდან 3 დღის განმავლობაში ინაუგურაციის ცერემონია ტარდება და პრეზიდენტი ფიცს დებს.

პრეზიდენტი უდგებათავისი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის მიღების დღეს.

1993 წელს პირველად გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია .

საპრეზიდენტო შტანდარტი რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შტანდარტი — კვადრატული ორმხრიანი ცალმხრივი ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბრად ფართო ჰორიზონტალური ზოლისაგან. ზოლის ფერები აზერბაიჯანის დროშის ფერებშია. საპრეზიდენტო შტანდარტის ორიგინალი ინახება პრეზიდენტის სასახლეში. საპრეზიდენტო შტანდარტი დამტკიცდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით, როგორც პრეზიდენტის ოფიციალური სიმბოლო[4].

აზერბაიჯანის პრეზიდენტები რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 8 სექტემბერს შედგა, 18 ოქტომბრის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ აქტის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.

პრეზიდენტი სურათი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
პარტია
1 აიაზ მიუტალიბოვი   30 აგვისტო 1991 6 მარტი 1992 აზერბაიჯანის კომუნისტური პარტია
იაგუბ მამედოვი   6 მარტი 1992 14 მაისი 1992
აიაზ მიუტალიბოვი   14 მაისი 1992 18 მაისი 1992
ისა გამბარი 19 მაისი 1992 16 ივლისი 1992 პარტია თანასწორობა
2 აბულფაზ ელჩიბეი   16 ივლისი 1992 1 სექტემბერი 1993 აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი
3 ჰეიდარ ალიევი   1 სექტემბერი 1993 31 ოქტომბერი 2003 პარტია „ახალი აზერბაიჯანი“
4 ილჰამ ალიევი   31 ოქტომბერი 2003 დღემდე პარტია „ახალი აზერბაიჯანი“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება