აიაზ მიუტალიბოვი
აიაზ მიუტალიბოვი (აზერ. Ayaz Mütəllibov; დ. 12 მაისი, 1938, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 27 მარტი, 2022, იქვე) — საბჭოთა კავშირისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1989-1990 წწ.), აზერბაიჯანის სსრ-ის კპ ცკ-ის პირველი მდივანი (1990-1991 წწ.), სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1990-1991 წწ.), აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი (1990-1992 წწ.).
აიაზ მიუტალიბოვი | |
აზერბაიჯანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 მაისი 1990 – 6 მარტი 1992 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | იაგუბ მამედოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 – 18 მაისი, 1992 | |
წინამორბედი | იაგუბ მამედოვი |
მემკვიდრე | ისა გამბარი |
აზერბაიჯანის კპ ცკ-ის პირველი მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 1990 – 14 სექტემბერი, 1991 | |
წინამორბედი | აბდულ-რაჰმან ვეზიროვი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ივლისი, 1990 – 6 ნოემბერი, 1991 | |
აზერბაიჯანის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 იანვარი, 1989 – 26 იანვარი, 1990 | |
წინამორბედი | ჰასან სეიდოვი |
მემკვიდრე | ჰასან ჰასანოვი |
დაბადებული | 12 მაისი, 1938 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 27 მარტი, 2022 (83 წლის) |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1963-1991), ასდპ (?-2012) |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააიაზ მიუტალიბოვი დაიბადა 1938 წლის 12 მაისს ბაქოში, წარმოშობით შემახელთა ოჯახში[1]. მისი მამა იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პროფესიით ქირურგი ნიაზ მიუტალიბოვი, ხოლო დედა, გინეკოლოგი კურბა მიუტალიბოვი. 1956 წელს დაამთავრა ბაქოს № 189 საშუალო სკოლა. ხოლო 1962 წელს — აზერბაიჯანიოს ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი. 1956 წელს აიაზ მიუტალიბოვმა მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ტექნიკოს-კონსტრუქტორად, შემდეგ მუშაობდა კონსტრუქტორთა ბიუროს ინჟინრად, სახელოსნოს ოსტატად და ბაქოს მაცივრებისა და საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხნის მთავარ ინჟინრად[2]. 1963 წელს გახდა სკკპ-ის წევრი, სამი წლის შემდეგ გახდა ბაქოს მაცივრებისა და საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხნის დირექტორი, ხოლო 1974 წელს — ბაქოს სამრეწველო გაერთიანების გენერალური დირექტორი[2].
1977 წელს აიაზ მიუტალიბოვი აირჩიეს ბაქოს ნარიმანის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად. 1979-1982 წლებში აზერბაიჯანის სსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრია. 1982 წელს დანიშნეს აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო დაგეგმარების ხელმძღვანელად და აზერბაიჯანის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1989-1991 წლებში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატია[3]. 1990 წლის 25 იანვრის ბაქოს ტრაგიკული ამბების შემდეგ, აზერბაიჯანის სსრ-ის კპ ცკ-ის პლენარულ სხდომაზე აირჩიეს რესპუბლიკის კომპარტიის პირველ მდივნად[4]. 1990 წლის 19 მაისს აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ-ის პრეზიდენტად[5]. 1990 წლის 13 ივლისიდან 1991 წლის 6 ნოემბრამდე იყო სკკპ-ის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი.
ზოგიერთი მონაცემებით 1991 წლის 19 აგვისტოს იმყოფებოდა ირანში, სადაც გააკეთა საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП-ს) მხარდასაჭერი განცხადება[6], თუმცა 2016 წელს ექს-პრეზიდენტმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს სომხებმა მოუგონეს[7].
საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“. 1991 წლის 8 სექტემბერს გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიხედვითაც აიაზ მიუტალიბოვმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 98,5 %[8]. ბიულეტინებში შეტანილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატურა, რადგან მეორე კანდიდატმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ზარდუშტ ალიზადემ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. 10 სექტემბერს გაიმართა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის საგანგებო სხდომა, რომელზედაც მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დაშლის შესახებ.
ამავე წლის 21 დეკემბერს მიუტალიბოვმა ალმა-ათაში ხელი მოაწერა შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ[3].
პრეზიდენტობა
რედაქტირებაპრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მოსვლის შემდეგ გაუარესდა სიტუაცია ყარაბაღში. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღელმა სომხებმა გამოაცხადეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა, ხოლო ნოემბერში აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. სომხებმა თავის მხრივ 10 დეკემბერს ჩაატარეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ავტონომიის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ. 1992 წლის 2 იანვარს აიაზ მიუტალიბოვმა შემოიღო პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე[9]. ამ ფონზე ოპოზიციურმა სახალხო ფრონტმა მოითხოვა პრეზიდენტის გადადგომა. 1992 წლის 6 მარტს, აზერბაიჯანის არმიის მორიგი წარუმატებლობის შემდეგ და სახალხო ფრონტის ზეწოლის შედეგად აიაზ მიუტალიბოვი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა იაგუბ მამედოვი, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში. 8 მაისს დაეცა ქალაქი შუშა. უზენაესი საბჭოს შენობასთან მიუტალიბოვის მომხრეებმა გამართეს მიტინგი მისი საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით. 14 მაისს უზენაესმა საბჭომ 250-დან 219 ხმით მიუტალიბოვი დააბრუნა თანამდებობაზე[10]. ამის პარალელურად ოპოზიციონერთა მიტინგებიც დაიწყო. 15 მაისს სახალხო ფრონტის ლიდერებმა მიუტალიბოვს ულტიმატუმი წაუყენეს[10]. 18 მაისს მიუტალიბოვი გადადგა. ამავე დღეს იაგუბ მამედოვიც გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ისა გამბარი[11].
ემიგრაცია
რედაქტირებადამხობის შემდეგ მიუტალიბოვი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 1994 წელს აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოსცა ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების ორდენი[3]. 1996 წლის 12 აპრილს დააპატიმრეს მოსკოვში[12] აზერბაიჯანის მოთხოვნით, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ უარი უთხრა ბაქოს მის ექსტრადიციაზე და მაისის თვეში გაათავისუფლეს[12].
1999 წლის 4 სექტემბერს მიუტალიბოვის ინიციატივით მოსკოვში ააშენეს პირველი და ერთადერთი აზერბაიჯანული მეჩეთი[13][14]. 2000 წელს დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და 2003 წლიდან სათავეში ჩაუდგა აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 2002 წელს აზერბაიჯანში კვლავ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამჯერად სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით[15].
2011 წლის 8 აგვისტოს აიაზ მიუტალიბოვი დაბრუნდა სამშობლოში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამისი მეუღლეა ადილა მიუტალიბოვი, რომელიც გაიცნო 1956 წელს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე[16]. მათ ყავთ სამი შვილი და შვილიშვილები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „МУТАЛИБОВ Аяз Ниязи оглы - БД "Лабиринт"“ (რუსული). База данных "Лабиринт.
- ↑ 2.0 2.1 Николай Александрович Зенькович. Самые закрытые люди: энциклопедия биографий. — Olma Media Group, 2002. — С. 391. — ISBN 5948500357, 9785948500355.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Николай Александрович Зенькович. Самые закрытые люди: энциклопедия биографий. — Olma Media Group, 2002. — С. 393. — ISBN 5948500357, 9785948500355.
- ↑ „БАКУ: ХРОНИКА СОБЫТИЙ“ (რუსული). Журнал «Власть». 29.01.1990. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 09014
- ↑ Ольга Васильева, «Республики во время путча» в сб.статей: «Путч. Хроника тревожных дней» Печатное издание — издательство «Прогресс», 1991
- ↑ Аяз Муталибов: «Крупная подстава моих врагов»
- ↑ РОМАН Ъ-ГЛЕБОВ (16.09.1991). „Кусок Азербайджана остался без президента. И без горючего“ (რუსული). Журнал «Власть». შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ДМИТРИЙ Ъ-ФАЙДЕНГОЛЬД (06.01.1992). „Новый год в Карабахе: пахло не шампанским“ (რუსული). Журнал «Коммерсантъ». შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 10.0 10.1 АЗЕР Ъ-ХАЛИЛОВ, РОМАН Ъ-ГЛЕБОВ (18.05.1992). „Муталибовы приходят и уходят...“ (რუსული). Журнал «Власть». შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Кроме того“ (რუსული). Газета «Коммерсантъ». 4.11.1992. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 12.0 12.1 АЛЕКСАНДР Ъ-КОРЕЦКИЙ, СТАНИСЛАВ Ъ-ТАРАСОВ (14.05.1996). „Освобожден Аяз Муталибов“ (რუსული). Газета «Коммерсантъ». შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Политбюро ЦК КПСС“ (რუსული). Еженедельник "Коммерсантъ". 21.08.2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Муталибов Аяз Ниязович“ (რუსული). Кавказский Узел. июнь 04 2002. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Против экс-президента Азербайджана возбудили дело“ (რუსული). Новости "Коммерсантъ". 26.07.2002. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Аяз Муталибов: "Мой внук говорит по-русски с рязанским акцентом"“ (რუსული). ЦентрАзия. 02.07.2004. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)