აბულფაზ ელჩიბეი
აბულფაზ ელჩიბეი (აზერ. Əbülfəz Elçibəy; დ. 24 ივნისი, 1938, ნახჭევანი, აზერბაიჯანი — გ. 22 აგვისტო, 2000, ანკარა, თურქეთი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი. აზერბაიჯანის პირველი არჩეული, არა-კომუნისტი პრეზიდენტი. 1989 წლიდან აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე.
აბულფაზ ელჩიბეი | |
აზერბაიჯანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ივნისი 1992 – 1 სექტემბერი 1993 | |
წინამორბედი | ისა გამბარი |
მემკვიდრე | ჰეიდარ ალიევი |
დაბადებული | 24 ივნისი, 1938 ნახჭევანი, აზერბაიჯანი |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო, 2000 ანკარა, თურქეთი |
პოლიტიკური პარტია | აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი |
რელიგია | შიიტი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებააბულფაზ ელჩიბეი ალიევი დაიბადა 1938 წელს, ნახჭევანში, ორდუბადის რაიონის სოფელ კელეკში. 1957 წელს შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბული ფილოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1963–1964 წლებში თარჯიმნად მუშაობდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. 1965–1968 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რის შემდეგაც 1969–1974 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტში. 1975 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის საბჭოთა წყობილებაზე ცილისწამების ბრალდებით. საპატიმროში დაჰყო 2 წელი, გათავისუფლების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში სადაც მუშაობდა წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად მანამ, ვიდრე 1992 წელს არ აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად. 1993 წლის 1 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა თანამდებობა და წავიდა ემიგრაციაში.
გარდაიცვალა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 2000 წლის 22 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.