ლეზგები (საკუთარი სახელწოდება лезгияр ლეზგიარ) — უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი (2002)[1], აზერბაიჯანში 178 ათასი (1999)[2]. ლაპარაკობენ ლეზგიურ, აგრეთვე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ლეზგების დროშა
ლეზგი მოხუცი კაცი

მორწმუნე ლეზგები მუსლიმან-სუნიტები არიან.

ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ლეგი. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი აზერბაიჯანის (ყუბის, დერბენდის და სხვა სახანოებში) ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა მიწათმოქმედება, მებაღეობა და მეცხოველეობა. ნაწილი დასაქმებულია მრეწველობაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-22.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-16. ციტირების თარიღი: 2010-04-22.