დაღესტანი
დაღესტანი, სრული სახელწოდება დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[4]
დაღესტნის რესპუბლიკა Республика Дагестан Дагъистаналъул Республика დაღესტანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი | მაჰაჩყალა | |||||
ოფიციალური ენა | რუსული, აღულური, ხუნძური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური, დარგუული, ყუმუხური, ლაკური, ლეზგიური, ნოღაიური, რუთულური, თაბასარანული, თათური, წახური[1][2] | |||||
მთავრობა | ||||||
- | პრეზიდენტი | ვლადიმირ ვასილიევი[3] | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 50 300 კმ2 (52-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 2 977 419 (12-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 59,19 კაცი/კმ2 | ||||
დროის სარტყელი | (UTC +3) | |||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC +4) (UTC) |

1-შერეული, 2-ხუნძები, ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები და არჩიბელები, 3-დარგუელები, ხაიდაყელები და ყუბაჩელები, 4-ლეზგები, 5-ლაკები, 6-თაბასარანელები, 7-აღულები, 8-რუთულელები, 9-წახები, 10-ყუმუხები, 11-ნოღაელები, 12-აზერბაიჯანელები, 13-რუსები
დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.
ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.
შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.
რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.
ეტიმოლოგიარედაქტირება
სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان („დაღსთან“).
- ხუნძურად — Дагъистаналъул Республика
- დარგუულად — Дагъистанес Республика
- ლეზგურად — Дагъустандин Республика
- ლაკურად — Дагъустаннал Республика
- თაბასარანულად — Дагъустан Республика
გეოგრაფიარედაქტირება
რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. რესპუბლიკა მდებარეობს რუსეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ფართობია 50 300 კმ2. რესპუბლიკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, დასავლეთით – ჩეჩნეთი, ჩრდილო-დასავლეთით – სტავროპოლის მხარე. დაღესტანს სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით კი – საქართველო. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ბაზარდუზუ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. რესპუბლიკაში სულ 1800 მდინარეა, მათგან გამორჩეულებია: სულაკი, სამური და თერგი.
კლიმატირედაქტირება
დაღესტანში იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურაა +2 °C. ივლისში საშუალო ტემპერატურაა +26 °C.
პოლიტიკარედაქტირება
დაღესტანის სახალხსო ასამბლეაში შედის 72 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევს ხალხი ოთხი წლის ვადით. ასამბლეა არის ქვეყნის მმართველი ორგანო.
მოსახლეობარედაქტირება
ხალხი | მოსახლეობა 2002 წელს, ად.[5] |
მოსახლეობა 2010 წელს ად.[6][7] |
---|---|---|
ხუნძები | 758 400 (29,4 %) | 900 000 |
დარგუელები | 425 500 (16,5 %) | 700 000 |
ყუმუხები | 365 800 (14,2 %) | 600 000 |
ლეზგები | 336 300 (13,1 %) | 550 000 |
ლაკები | 139 700 (5,4 %) | 210 000 |
თაბასარანელები | 110 200 (4,3 %) | 155 672 |
ნოღაელები | 36 200 (1,4 %) | 40 400 |
აღულები | 23 300 (0,9 %) | 28 100 |
რუთულელები | 24 300 (0,9 %) | 27 800 |
წახები | 8200 | 9800 |
თათები | 1100 | 500 |
ლიტერატურარედაქტირება
- ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
- Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995
სქოლიორედაქტირება
- ↑ According to Article 11 of the Constitution of Dagestan, the official languages of the republic include "Russian and the languages of the peoples of Dagestan"
- ↑ Solntsev, pp. XXXIX–XL
- ↑ Constitution, Article 8
- ↑ 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში
- ↑ Всероссийская перепись населения 2002 года
- ↑ Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года
- ↑ Всероссийская перепись населения 2010 года. Официальные итоги с расширенными перечнями по национальному составу населения и по регионам.: см.