წახური ენაკავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

წახურ ენაზე ლაპარაკობს 23 000-მდე კაცი.[1] გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის რუთულის, აზერბაიჯანის ზაქათალისა და კახის რაიონებში. იყოფა 4 კილოდ (წახურული, მიშლეშური, მიქიქური, გილმიწურ-ყურდულური).

წახური ენისთვის დამახასიათებელია: რთული ვოკალიზმი (15 ხმოვანი) და რთული კონსონანტიზმი (40 თანხმოვანი); დინამიკური მახვილი; ლექსიკა — საკუთარი და ნასესხები; სახელთა მარტივი ნაწარმოები და რთული ფუძეები; მრავლობითი რიცხვის სხვადასხვაგვარი სუფიქსი; სიტყვაწარმომქმნელ აფიქსთა სიმცირე; ოთხი ძირითადი ბრუნვა — სახლობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი და მრავალსერიიანი ერთ- და ორთანდებულიანი ბრუნვები; ზმნების ორგვარი მოდელი — მარტივი და რთული (მეშველზმნიანი); კლასოვანი უღვლილება; მხოლოობით რიცხვში განირჩევა 4 კლასი (მამაკაცის, ქალის, ცხოველის, ნივთის), მრავლობითში — 2 (პიროვნების — ადამიანისა და არაპიროვნების — არაადამიანისა); პიროვანი უღვლილების სუსტი ჩანასახები; ასპექტი, დრო, კილო; ინფინიტივი, ინფინიტივ-მასდარი, აბსოლუტივ-გერუნდიუმი, მიმღეობა; ადგილისა და დროის საგარემოებო სიტყვათა სერიები; ადგილ-მიმართულების აღმნიშვნელი წინდებულებიდა თანდებულები; უარყოფისა და კითხვის ნაწილაკიანი ფორმები (ზმნისა, სახელისა...); სხვათა სიტყვის, დადასტურებისა და მაკავშირებელი ნაწილაკები; სინტაქსური კონსტრუქციები — ნომინატიური, ერგატიული, დატიური, აფექტიური და ლოკატიური.

სატომთაშორისო ენად იყენებენ აზერბაიჯანულსა და რუსულს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯეირანიშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 301.
  • ჯეირანიშვილი, ე., წახური და მუხადური (რუთულური) ენები, 1-2, თბ., 1983.
  • Дирр, А. М., Цахурский язык, Тфл., 1913.
  • Талибов, Б. Б., Цахурский язык, წგნ.: Языки народов СССР, т. 4 — Иберийско-кавказские языки, М., 1967.

სქოლიო რედაქტირება

  1. A language of Azerbaijan