დაღესტანი

(გადამისამართდა გვერდიდან დაღესტნის რესპუბლიკა)

დაღესტანი, ოფიციალურად დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[3]

რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
დაღესტნის რესპუბლიკა
Респу́блика Дагеста́н
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი მაჰაჩყალა
კოორდინატები 42°59′02″ ჩ. გ. 47°30′18″ ა. გ. / 42.98389° ჩ. გ. 47.50500° ა. გ. / 42.98389; 47.50500
მეთაური სერგეი მელიკოვი
მთავრობის
თავმჯდომარე
აბდულფათახ ამირხანოვი
სახალხო კრების
თავმჯდომარე
ზაურ ასკენდეროვი
დაარსდა 1991
ფართობი 50 270 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, აღულური, ხუნძური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური, დარგუული, ყუმუხური, ლაკური, ლეზგიური, ნოღაიური, რუთულური, თაბასარანული, თათური, წახური[1][2]
მოსახლეობა 3 133 303 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 62,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 872
საავტომობილო კოდი 05
ოფიციალური საიტი e-dag.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
05
დაღესტანი — რუსეთი
დაღესტანი
დაღესტანი
დაღესტნის ეთნიკური რუკა.
1-შერეული, 2-ხუნძები, ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები და არჩიბელები, 3-დარგუელები, ხაიდაყელები და ყუბაჩელები, 4-ლეზგები, 5-ლაკები, 6-თაბასარანელები, 7-აღულები, 8-რუთულელები, 9-წახები, 10-ყუმუხები, 11-ნოღაელები, 12-აზერბაიჯანელები, 13-რუსები

დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.

ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.

შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.

რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان‎ („დაღსთან“).

გეოგრაფია

რედაქტირება

რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. რესპუბლიკა მდებარეობს რუსეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ფართობია 50 300 კმ2. რესპუბლიკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, დასავლეთით – ჩეჩნეთი, ჩრდილო-დასავლეთით – სტავროპოლის მხარე. დაღესტანს სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით კი – საქართველო. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ბაზარდუზუ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. რესპუბლიკაში სულ 1800 მდინარეა, მათგან გამორჩეულებია: სულაკი, სამური და თერგი.

ბუნებრივი რესურსები

რედაქტირება

დაღესტანი მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირით, წიაღისეული ნახშირით და სხვა მინერალებით.[4]

დაღესტანში იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურაა +2 °C. ივლისში საშუალო ტემპერატურაა +26 °C.

პოლიტიკა

რედაქტირება
 
დაღესტანის რესპუბლიკის მთავრობის შენობა

დაღესტანის სახალხსო ასამბლეაში შედის 72 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევს ხალხი ოთხი წლის ვადით. ასამბლეა არის ქვეყნის მმართველი ორგანო.

დაღესტნის კონსტიტუცია მიღებული იქნა 2003 წლის 10 ივლისს.

მოსახლეობა

რედაქტირება
ხალხი მოსახლეობა 2021 წელს[5]
რაოდენობა %
ხუნძები 956 831 30,5%
დარგუელები 521 381 16,6%
ყუმუხები 496 455 15,8%
ლეზგები 416 963 13,3%
ლაკები 162 518 5,2%
თაბასარანელები 126 319 4,0%
აზერბაიჯანელები 116 907 3,7%
რუსები 102 243 3,3%
ჩეჩნები 99 320 3,2%
ნოღაელები 36 944 1,2%
აღულები 29 253 0,9%
რუთულელები 27 043 0,9%
წახები 10 320 0,3%
სხვები 31 752 1,0%

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
  • Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995
  1. According to Article 11 of the Constitution of Dagestan, the official languages of the republic include "Russian and the languages of the peoples of Dagestan"
  2. Solntsev, pp. XXXIX–XL
  3. 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში
  4. Dagestan Republic. ციტირების თარიღი: 2019-05-08
  5. Всероссийская перепись населения 2021 года.