დარგუული ენა
დარგუული ენა (თვითდასახელება: дарган мез) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი სამწერლობო ენა. გავრცელებულია დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, ახუშის, ლევაშის, სერგოყალის, ხაიდაყის რაიონებში. დარგუულ ენაზე ლაპარაკობს დაახ. 500 ათ. კაცი. გამოიყოფა დიალექტები: ახუშური (რომელსაც ეფუძნება სალიტერატურო ენა), ურახული, მეჰებური, მუირული, წუდახარული, სირხისა, ხაიდაყური, კუბაჩური. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დარგუული ენა дарган мез | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-dar}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — დარგუული ენა |
დარგუულ ენაში გარჩეულია ა, ე, ი, უ ხმოვნები, ფარინგალიზებული ა. გრძელი ხმოვნები, როგორც მეორეული ფონემები, გვაქვს მხოლოდ კუბაჩურ დიალექტში. თანხმოვანთა სისტემა დიალექტებში ორნაირია: 1. ხშულთა ოთხეულები და სპირანტთა სამეულები; 2. ხშულთა სამეულები და სპირანტთა წყვილეულები (აკლია ინტენსიური თანხმოვნები).
მორფოლოგიაში გარჩეულია გრამატიკული კლასის კატეგორია — სამი (ძირითადად) ან ოთხი კლასი. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ადგილობითი ბრუნვები დიალექტების მიხედვით წარმოდგენილია ორი ორბრუნვიანი სერიიდან ხუთ-ექვს სამბრუნვიან სერიამდე. პირის ნაცვალსახელებმა ზოგ დიალექტში შემოინახა ინკლუზივ-ექსკლუზივის გარჩევა. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და პირის მიხედვით (ე. წ. კლასოვან-პიროვანი უღვლილება). გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია. პრეფიქსული კლასის ნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი (ან კლასის ნიშანი III პირში) — სუბიექტს. უღვლილება სუბიექტ-ობიექტურია. გვარის კატეგორია არ აქვს (კუბაჩურში შეიმჩნევა გვარის დიფერენციაციის ჩანასახი). ზმნა დაირთავს მიმართულებისა და ადგილის პრევერბებს (პრევერბთა სისტემა მდიდრადაა წარმოდგენილი კუბაჩურში). გარდაუვალი ზმნა ნომინატიური კონსტრუქციისაა, გარდამავალი — ერგატიულისა, გრძნობა-აღქმის ზმნა — დატიურისა.
ანბანი
რედაქტირებადარგუულ ენაზე დამწერლობა შეიქმნა 1917 წელს. 1928 წლამდე წერდნენ არაბული შრიფტით, 1928 შემოიღეს ლათინური ანბანი, ხოლო 1938 წლიდან დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.
A a | Б б | В в | Г г | Гъ гъ | Гь гь | ГӀ гӀ | Д д |
Е е | Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Къ къ |
Кь кь | КӀ кӀ | Л л | М м | Н н | О о | П п | ПӀ пӀ |
Р р | С с | Т т | ТӀ тӀ | У у | Ф ф | Х х | Хъ хъ |
Хь хь | ХӀ хӀ | Ц ц | ЦӀ цӀ | Ч ч | ЧӀ чӀ | Ш ш | Щ щ |
Ъ ъ | Ы ы | Ь ь | Э э | Ю ю | Я я |
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 381.
- Абдуллаев, С. Н., Грамматика даргинского языка, Махачкала, 1954.
- Магометов, А. А., Кубачинский язык (Исследования и тексты), Тб., 1963.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Даргинский язык დაარქივებული 2006-12-07 საიტზე Wayback Machine. (რუსული)