რუთულელები
რუთულელები, მუხადები (თვითწოება რუთ. мыхIадыбыр, мыхIад) — დაღესტანში, რუთულის რაიონში, აგრეთვე აზერბაიჯანში მცხოვრები ხალხი.
რუთულელების ენა განეკუთვნება დაღესტნურ ენებს. მორწმუნე მოსახლეობა მუსლიმია (სუნიტები). მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს დგანან ლეკებთან და მდინარე სამურის ზემო დინების აუზში მცხოვრებ ხალხთან. რუთულელების ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (მეცხოველეობა), აგრეთვე მიწათმოქმედება, მათ შორის, მებაღეობა.
რუთულელების საერთო რაოდენობა 65 000 კაცია, აქედან რუსეთის ფედერაციაში 35 240 კაცი 2010 წლის აღწერით.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 467, თბ. 1984
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- rutulia.com — რუთულების ეროვნული სააგენტო.