სულაკი
სულაკი (რუს. Сулак) — მდინარე რუსეთში. მიედინება დაღესტნის ტერიტორიაზე. სიგრძე 169 კმ, აუზის ფართობი 15 200 კმ². წარმოიქმნება ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთებით. სათავე აქვს კავკასიონზე. ზემოთში მიედინება კანიონებში (სიღრმე 700-1500 მ), მთიდან გამოსვლის შემდეგ — განიერ დატერასებულ ხეობაში.[1] სულაკი გიმრისა და სალათაუს ქედებს შორის წარმოქმნის კავკასიის უღრმეს და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კანიონს, რომლის სიგრძეა 53 კმ, სიღრმე 1900 მ, ხოლო სიგანე 3,5 კმ.[2] სულაკი ერთვის კასპიის ზღვას და აჩენს დელტას. შერეული საზრდოობის მდინარეა, უმთავრესად იკვებება თოვლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 123 კმ-ზე 176 მ³/წმ. სულაკის ნაპირზეა ქალაქი ყიზილიურთი. სულაკზეა ჩირიურთის და ჩირკეის ჰესები. იყენებენ სარწყავად და წყალმომარაგებისათვის.[1] სულაკის კანიონი სხვადასხვა დროს გამოკვლეულია ნიკოლოზ ანდრუსოვისა (1861-1924) და ბორის დობრინინის (1885-1951) მიერ.[3]
სულაკი | |
---|---|
ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | დაღესტანი |
ქალაქები | ყიზილიურთი |
სათავე |
კავკასიონი 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. |
შესართავი |
კასპიის ზღვა 43°15′16″ ჩ. გ. 47°32′54″ ა. გ. / 43.25444° ჩ. გ. 47.54833° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | −27 მ |
სიგრძე | 169 კმ |
აუზის ფართობი | 15 200 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 176 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
სულაკი ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 599.
- ↑ Сулакский каньон // სულაკის კანიონი დაარქივებული 2017-05-11 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Professor Boris Fyodorovich Dobrynin [მკვდარი ბმული]