ბორის დობრინინი

რუსი გეოგრაფი

ბორის თედორეს ძე დობრინინი (რუს. Добрынин, Борис Федорович; დ. 26 მაისი [ძვ. სტ.14 მაისი], 1885, მინსკი — გ. 4 სექტემბერი, 1951, კიევი) — რუსი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1935). 1916 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1931 წლიდან — პროფესორი.

ბორის დობრინინი
დაბ. თარიღი 14 (26) მაისი, 1885
დაბ. ადგილი მინსკი
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 1951(1951-09-04) (66 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, გეომორფოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბორის დობრინინი იყო სახელგანთქმული გეოგრაფი და მოგზაური, რომელმაც რუსეთში პირველმა აირჩია სამოღვაწეო ასპარეზად ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობა. მისი ინიციატივით შეიქმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ გეოგრაფიული კათედრა (1938-1941 წლებში ამ კათედრის გამგე). 1934-1939 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიული ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1942-1950 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორი და ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგე; 1950-1951 წლებში კიევის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.

დობრინინმა იმოგზაურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა (1908-1911) და მექსიკაში (1925). ძირითადი საველე გამოკვლევები ჩაატარა ყირიმში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ზოგიერთ რაიონში. შეისწავლა კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს რელიეფის ფორმები და ამიერკავკასიის ლანდშაფტები; საფუძვლიანად გამოიკვლია კარპატები. მონაწილეობდა კავკასიის, ყირიმისა და რუსეთის ვაკის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და გეომორფოლოგიური რუკების შედგენაში, რომლებიც გამოქვეყნებულია „მსოფლიოს დიდ საბჭოთა ატლასში“.

თსუ-ში გამოზარდა ლანდშაფტმცოდნე სპეციალისტები და ხელი შეუწყო ამ დარგის განვითარებას საქართველოში. დობრინინი ავტორია ევროპისა და აზიის ფიზიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელოებისა, რომელთა ნაწილი ქართულადაც არის გადმოთარგმნილი. დობრინინის სახელი მიენიჭა ერთ-ერთ საბჭოთა ყინულმჭრელს.

თხზულებები

რედაქტირება
  • География Дагестанской С. С. Республики, Буйнакск, 1926;
  • Геоморфологические и почвенные районы Юго-Восточной части Московской области, М., 1931 (совм. с И. З. Имщенецким);
  • Физическая география СССР. Европейская часть и Кавказ, 2 изд., М., 1948;
  • Физическая география Западной Европы, М., 1948.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 464.
  • Лукашева Е. Н., Б. Ф. Добрынин, "Землеведение. Новая серия", 1957, т. 4(44);
  • Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959.