ანდის ყოისუ
მდინარე საქართველოსა და რუსეთში
ანდის ყოისუ (რუს. Андийское Койсу) — მდინარე საქართველოსა და რუსეთში. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს ახმეტის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის დაღესტნის ტერიტორიებზე. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1603 მ სიმაღლზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) 203 კმ, აუზის ფართობი 4820 კმ². მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში — მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა — ზამთარში. რუსეთის ტერიტორიაზე (დაღესტანი) უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს. წყლის საშუალო ხარჯი 69,6 მ³/წმ.
ანდის ყოისუ | |
---|---|
ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი | |
ქვეყანა |
საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) დაღესტანი |
სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 42°21′17″ ჩ. გ. 45°39′31″ ა. გ. / 42.35472° ჩ. გ. 45.65861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1603 მ |
შესართავი |
სულაკი 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 355,4 მ |
სიგრძე | 203 კმ |
აუზის ფართობი | 4820 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 69,6 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ანდის ყოისუ ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 147.