პირიქითი ალაზანი
პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი) — მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე ზღვის დონიდან 3195 მ-ზე; ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური — ივლისში), წყალმცირობა — ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.
პირიქითი ალაზანი | |
---|---|
![]() პირიქითი ალაზანი სოფელ გირევთან | |
სათავე | პირიქითი ქედი |
სიგრძე | 49 კმ |
აუზის ფართობი | 368 კმ² |
![]() |
თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34%, ზაფხულ-შემოდგომაზე — 56%, ზამთარში — 10%.
მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდიხევი.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 81.