ლაროვანისწყალი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ლაროვანისწყალი, ნაროვანი — მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითი ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთზე, ზღვის დონიდან 3390 მ სიმაღლეზე. სიგრძე 19,2 კმ, აუზის ფართობი 59,9 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომაზე და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,7 მ³/წმ.
ლაროვანისწყალი | |
---|---|
მდინარეები პირიქითი ალაზანი (ქვემოთ) და ლაროვანისწყალი (ზემოთ) | |
სხვა სახელი | ნაროვანი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
აწუნთის ქედი 42°28′37″ ჩ. გ. 45°17′17″ ა. გ. / 42.477194° ჩ. გ. 45.288194° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3390 მ |
შესართავი |
პირიქითი ალაზანი 42°29′59″ ჩ. გ. 45°28′12″ ა. გ. / 42.499861° ჩ. გ. 45.470194° ა. გ. |
სიგრძე | 19,2 კმ |
აუზის ფართობი | 59,9 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 131.