აწუნთის ქედი, აწუნტის ქედი — ქედი ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.[1] მდინარეების ანდაქისა და ანდის ყოისუს (პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის) წყალგამყოფი მერიდიანული ქედი. აერთებს ბორბალოს მთას (კავკასიონის მთავარ ქედზე) ტებულოს მასივთან (პირიქითა ქედზე). აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებით. ქედზეა აწუნთის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 3431 მ), მწვერვალი ამუგო (3840 მ), პირჩისტაგორი (3783 მ) და სხვა. არის თანამედროვე მყინვარები (ჩრდილოეთ ნაწილში) და ძველი გამყინვარების ნიშნები. ნივალური, ალპური და სუბალპური სიმაღლებრივი ლანდშაფტური სარტყლები.[2]

აწუნთის ქედი
მთა აწუნთა
მთა აწუნთა
კოორდინატები: 42°28′24″ ჩ. გ. 45°16′27″ ა. გ. / 42.47333° ჩ. გ. 45.27417° ა. გ. / 42.47333; 45.27417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ამუგო
სიმაღლე 3840 
აწუნთის ქედი — საქართველო
აწუნთის ქედი

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
  2. უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 271.