აწუნთის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარეებში
აწუნთის უღელტეხილი, აწუნტის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთისა და კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს აწუნთის ქედზე, ზღვის დონიდან 3431 მ. გადასასვლელი თუშეთიდან (პირიქითისა და თუშეთის ალაზნის ხეობები) ხევსურეთში (ანდაქის და ხონისჭალის ხეობებში). გადადის საცალფეხო გზა. აწუნთის უღელტეხილის მიდამო დაფარულია ალპური მდელოთი.[2]
აწუნთის უღელტეხილი | |
---|---|
აწუნთის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°31′28″ ჩ. გ. 45°16′10″ ა. გ. / 42.524528° ჩ. გ. 45.269472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე კახეთის მხარე |
სიმაღლე | 3431 მ |
ქედი | აწუნთის ქედი |
აკავშირებს | თუშეთს ხევსურეთთან |
ფლორა | ალპური მდელო |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 271.