ლაკური ენა (ლაკ. лакку маз) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის ლაკის, კულისა და ნოვოლაქსკის რაიონებში (ლაკებით დასახლებული ზოგი აული გვხვდება დაღესტნის სხვა რაიონებშიც). ლაკურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 164 000 კაცი.[1] გამოიყოფა კილო-თქმები: ვიცხიური, ღუმუქური, რომლებიც საფუძვლად უდევს სამწერლობო ლაკურ ენას, ვიხლური, აშტიკულური, ბალხარული.

ლაკური ენა
ლაკ. лакку маз
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 145.895 კაცი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
დამწერლობის სისტემა კირილიცა, ლაკური დამწერლობა
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-lbe}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიალაკური ენა

ლაკურ ენაში გარჩეულია 3 ძირითადი ხმოვანი (ა, ი, უ); თანხმოვნებსი რიცხვი 41-ს აღწევს; თანხმოვანი საარტიკულაციო რაგვარობის მიხედვით შეიძლება იყოს: 1. მჟღერი, 2. ფშვინვიერი, 3. აბრუპტივი და 4. ინტენსიური. ფონემური მნიშვნელობის ოთხივე ეს ვარიანტი გარჩეულია ხშულებში, აფრიკატებს არა აქვთ მჟღერები, სპირანტებს — აბრუპტივები, ინტენსიურ და არაინტენსიურ თანხმოვანთა დაპირისპირება დასტურდება ხმოვნის წინ; სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი არ გვხვდება; თანხმოვანთა შეყრა დასაშვებია სიტყვის ბოლოს (არაუმეტეს 2 თანხმოვნისა და ხმოვანთა შორის (არაუმეტეს 3 თანხმოვნისა).

გარჩეულია 4 გრამატიკული კლასი: I — მამაკაცთა, II — ქალთა, III — ცხოველთა და ნივთთა (ამავე კლასში შედის ქალის აღმნიშვნელი ზოგი სიტყვაც), IV — ნივთთა. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი (უნიშნო), ნათესაობითი (ნიშანია ლ), მიცემითი (ნიშანია ნ). ნათესაობითი ბრუნვა კუთვნილების გარდა გამოხატავს გარდამავალი ზმნის სუბიექტსაც. მდიდრად არის წარმოდგენილი ადგილობითი ბრუნვები, ბრუნების პროცესში ფუძეში ხშირად ვლინდება „ჩანართი ელემენტები“, ზედსართავი სახელი იბრუნვის არსებითი სახელისაგან დამოუკიდებლად. თვლის სისტემა ათობითია.

ზმნის ძირითადი კატეგორიებია: გრამატიკული კლასი, პირი, რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი. გვარი არ გაირჩევა, ზმნა მდიდარია დრო-კილოთა და სხვადასხვა მოდალური შინაარსის ორგანული თუ აღწერითი წარმოების ფორმებით; ზმნის უღვლილება კლასოვან-პიროვანია, გარდაუვალ ზმნაში აღინიშნება კლასიც და პირიც სუბიექტისა, გარდამავალ ზმნაში — კლასი ობიექტისა, პირი სუბიექტისა ან ზოგჯერ ობიექტისა; გარდაუვალი ზმნის სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია, გარდამავალი ზმნა ქმნის კონსტრუქციას რეალური ობიექტით სახელობით ბრუნვაში და რეალური ობიექტით სახელობით ბრუნვაში და რეალური სუბიექტით ნათესაობით ბრუნვაში ან სახელობით ბრუნვაში (1-2 პირის ნაცვალსახელებში). გარდამავალი ზმნის რეალური სუბიექტის აღსანიშნავად ერგატივის გაურჩევლობა და მისი ფუნქციით ზემოაღნიშნული 2 ბრუნვის გამოყენება ლაკური ენის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცერცვაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 113.
  • Муркелинский, Г. Б., Русско-лакский словарь, Махачкала, 1953.
  • Жирков, Л. И., Лакский язык, М., 1955.
  • Муркелинский, Г. Б., Грамматика лакского языка, Махачкала, 1971.