თაბასარანელები (საკუთარი სახელწოდება: табасаран) — დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 131 785 თაბასარანელი ცხოვრობს[1]. ლაპარაკობენ თაბასარანულ, აგრეთვე ლეზგიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. არიან მუსლიმანი სუნიტები. კულტურითა და ყოფით ახლოს დგანან ლეზგებთან. თაბასარანელების უმრავლესობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში (მიწართმოქმედება, მესაქონლეობა). განვითარებულია ხელოსნობა, განსაკუთრებით მეხალიჩეობა.

თაბასარანელი მამაკაცი ტრადიციულ ტანისამოსში
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-05-01.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება