ზაქათალის რაიონი (აზერ. Zaqatala rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთით, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზაქათალა. 1918-1921 წლებში ზაქათალის რაიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ქალაქი იყო ზაქათალის ავტონომიური ოლქის ცენტრი. 1921 წლიდან ზაქათალა, ბელაქნის, კახის და ქვემო ყარაიაზის სექტორთან ერთად საბჭოთა რუსეთის მითითებით, საქართველოს უკანონოდ ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანს მიუერთეს.

რაიონი
ზაქათალის რაიონი
აზერ. Zaqatala rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ზაქათალა
კოორდინატები 41°33′00″ ჩ. გ. 46°43′00″ ა. გ. / 41.55000° ჩ. გ. 46.71667° ა. გ. / 41.55000; 46.71667
მმართველი Mubariz Ahmedzade
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1348 კმ²
მოსახლეობა 114 300 კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები — 59,5 %, ხუნძები — 24,09 %, წახები — 12,23 %, ქართველები — 2,87 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 994 24
საავტომობილო კოდი 62
ოფიციალური საიტი zaqatala.
ზაქათალის რაიონი — აზერბაიჯანი
ზაქათალის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

ზაქათალის რაიონი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, ალაზნის ველზე. უკავია 1348 კმ² ფართობი. სამხრეთით ესაზღვრება საქართველოს (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ჩრდილოეთით – დაღესტანს. დასავლეთით და აღმოსავლეთით, შესაბამისად – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის და კახის რაიონებს. რაიონში არის როგორც მთიანი, ასევე დაბლობი ტერიტორიები. რაიონში მიედინება მდინარეები: ალაზანი, ტალაჩაი, კატეხჩაი, მუხახჩაი, ბაქმაზჩაი, ცილბანჩაი და სხვა.

რაიონის ტერიტორია არის ისტორიული ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი. XI საუკუნის დასაწყისში მეფე კვირიკე დიდმა ჰერეთი კახეთს შემოუერთა. XVII საუკუნის დასაწყისში, სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კახეთი ფაქტობრივად უკაცრიელი გახადა. ამ პერიოდში მისივე ხელშეწყობით ეს ჰერეთის ტერიტორია თათრულმა ტომებმა და დაღესტნელმა ლეკებმა დაიკავეს, დარჩენილი ქართული მოსახლეობა კი გამუსლიმანდა (ინგილოები). რუსეთის იმპერიის დროს შეიქმნა ზაქათალის ოლქი. საბჭოთა ხელისუფლების დროს შეიქმნა ზაქათალის რაიონი, რომელიც, მოგვიანებით, გაიყო თანამედროვე ზაქათალის, ბელაქანის (დასავლეთით) და კახის (აღმოსავლეთით) რაიონებად.

მოსახლეობა

რედაქტირება

2008 წლის მონაცემებით რაიონში ცხოვრობს 114 300 კაცი. მათგან აზერბაიჯანელები — 59,5 %, ხუნძები — 24,09 %, წახები — 12,23 %, ქართველები — 2,87 %[1]

ქართველი ინგილოები ძირითადად სახლობენ სოფელ მოსულში და ალიაბადში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება