აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალები
აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალები — ჩამოყალიბდა 1997 წელს და შემდეგ გადაკეთდა ბატალიონად. ჯარისკაცები დაკვირვებით შეირჩნენ ბაქოს N დანაყოფისთვის. განყოფილებაში ინტენსიურად ტარდება ტაქტიკური, სპორტული, უცხო ენების, კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა სახის მომზადებები.[1] ექვსთვიანი ტრენინგის შემდეგ, წევრები იგზავნებიან სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.[1]
1999 წლის სექტემბრიდან აზერბაიჯანელი სამხედროები მოქმედებენ ნატოს და აშშ-ს ხელმძღვანელობით, კოალიციის ინტერვენციის ძალებში კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში, უფრო მეტიც, ისინი მსახურობენ გაეროს მისიის ხელმძღვანელობით სამხრეთ სუდანშიც.[2] აზერბაიჯანის მხრიდან ასევე გამოითქვა წინადადება, რომ შეიქმნას სამშვიდობო ერთეული, რომელიც განლაგდება სუამის სეპარატისტულ კონფლიქტურ რაიონებში.[3]
ერაყი
რედაქტირება2003 წლიდან აზერბაიჯანელი სამხედროები ერაყში მსახურობენ. სამშვიდობო განყოფილება შედგებოდა 14 ოფიცრისგან, 16 სერჟანტისა და 120 ჯარისკაცისგან, რომლებსაც ევალებოდათ დაეცვათ ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი ჰადიტჰაში. რომელიც ერაყში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენს.[4] აშშ-ს საზღვაო კორპუსის ოფიციალური პირების მიწვევით აზერბაიჯანული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით ჰადიტჰას კაშხალს ეწვია .[4] ერაყის სამშვიდობო ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო (რაფაელ აგაევი). [5] იგი ერაყში მსახურობდა ერთი წლის განმავლობაში და 2008 წლის 27 ივნისს აგაევის ცხედარი გადაასვენეს სამშობლოში, სადაც დაკრძალეს მშობლიურ სოფელში.
ერაყში ოთხი აზერბაიჯანული ოფიცერი (მაი. ჰუსეინ დაშდამიროვი, კაპიტანი ნასიმი ჯავადოვი, კაპიტანი ალიზამინ კარიმოვი და ლეიტენანტი აბდულა აბდულაიევი) დაჯილდოვდნენ აშშ-ს საზღვაო ძალების და საზღვაო ძალების კორპუსის მედლებით.[1][4]
კოსოვო
რედაქტირებაკოსოვოში აზერბაიჯანის სამშვიდობო ერთეულმა (1 ოფიცერმა, 1 სერჟანტმა და 32 ჯარისკაცმა) მსახურობა 1999 წლის სექტემბრიდან დაიწყო თურქეთის ბატალიონში. აზერბაიჯანელებმა შეისწავლეს ამ რეგიონში თვრამეტი დასახლებული პუნქტი. 2008 წლის 26 თებერვალს, როდესაც კოსოვოს პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმართა ეროვნულ ასამბლეას კოსოვოდან აზერბაიჯანელი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. საკითხი განიხილებოდა ასამბლეის სხდომაზე, 2008 წლის 4 მარტს და მიღებული იქნა ოთხმოცდაშვიდი ხმით თანხმობა, სამი ხმით უარყოფა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. დღეისათვის დაახლოებით 400-მა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა სამშვიდობო სამსახური კოსოვოში.
ავღანეთი
რედაქტირებააზერბაიჯანი შეუერთდა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებს („ISAF“-ს) 2002 წლის ნოემბერში, იგი შედგებოდა 21 ჯარისკაცისგან, ერთი ოფიცრისგან და ერთი სამხედრო ოფიცრისგან, ისინი ავღანეთში მშვიდობის, უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.[6] 2008 წლის 2 ოქტომბერს ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში კიდევ 45 სამშვიდობო სამხედროს გაგზავნის შესახებ.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალები“ ვიკისაწყობში.
- Small country, big mission: Azerbaijanis complete tour in Iraq (Marines.mil) დაარქივებული 2022-03-16 საიტზე Wayback Machine.
- КОСОВО ЧЕРЕЗ ГОД (список государств, признавших и не признавших регион в качестве независимого государства)[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Azerbaijani Officers Receive High US Military Awards (PDF). Azembassy.com. ციტირების თარიღი: 2009-04-18.
- ↑ Azerbaijani peacekeepers started to serve in the peacekeeping mission in South Sudan en. ციტირების თარიღი: 2019-01-31
- ↑ "Ukraine, Georgia, and Azerbaijan Pledge Closer Ties," Reuters, January 25, 1999
- ↑ 4.0 4.1 4.2 The Peacekeeping Forces of Azerbaijan (PDF). Coalition Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2009-04-18.
- ↑ Deaths by Country. Icasualties.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-18. ციტირების თარიღი: 2009-04-19.
- ↑ United States Central Command-Coalition Countries. Centcom.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-25. ციტირების თარიღი: 2009-04-18.
- ↑ თარგი:Cite document