ბირთვული კლუბი — პოლიტოლოგიური კლიშე, პირობითი სახელწოდება ე. წ. ბირთვული „დერჟავების“ ჯგუფის — სახელმწიფოების, რომლებშიც განხორციელდა ბირთვული იარაღის შექმნა, წარმოება და გამოცდა.

ბირთვული იარაღი

კლუბის წევრები

რედაქტირება
 
თერმობირთვული ბომბის გამოცდა

უახლესი ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ბირთვულ იარაღს ფლობენ შემდეგი ქვეყნები: (ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის წლიდან) აშშ (1945), რუსეთი თავდაპირველად საბჭოთა კავშირი, 1949), დიდი ბრიტანეთი (1952), საფრანგეთი (1960), ინდოეთი (1974), პაკისტანი (1998), კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (2006), ჩინეთი (1964). ითვლება, ასევე, რომ ბირთვული იარაღი გააჩნია ისრაელს.

გარდა ამისა, ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კერძოდ, გერმანია, იტალია, თურქეთი, ბელგია, ნიდერლანდები. კანადა და ზოგიერთი მოკავშირის (სავარაუდოდ, მიუხედავად ოფიციალურად უარყოფის — იაპონიისა და სამხრეთ კორეის ტერიტორიებზე) განლაგებულია აშშ ბირთვული იარაღი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღნიშნულ ქვეყნებს განსაკუთრებულ სიტუაციებში შეუძლიათ იარაღით სარგებლობა.

1994 წელს ყაზახეთმა, 1996 წელს უკრაინამ და ბელორუსიამ, რომელთა ტერიტორიაზე მდებარეობდა სსრკ ბირთვული შეიარაღების ნაწილი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 1992 წლის ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, იარაღი რუსეთის ფედერაციას გადასცეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი ბირთვული იარაღი, რომელზეც 90-ანი წლების დასაწყისში ნებაყოფლობით უარი განაცხადა აპარტეიდის რეჟიმის დემონტაჟის გამო.

1968 წელს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად, — ამ დოკუმენტის მე-3 მუხლის IX სტატიაში მითითებულია, რომ ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებს წარმოადგენს ის სახელმწიფოები, რომლებმაც 1967 წლის 1 იანვრამდე შექმნეს ან გამოსცადეს ბირთვული ბომბი ან სხვა რაიმე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა. აქედან გამომდინარე, "ძველი" ბირთვული სახელმწიფოების სტატუსის მქონე ქვეყნებად და საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე ბირთვული კლუბის ლეგიტიმურ წევრებად ითვლებიან აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ამასთან დაკავშირებით, გაერო და მითითებული ხუთი „ძველი“ ბირთვული სახელმწიფო ( აგრეთვე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი სახელმწიფოები) უკანასკნელ ოთხ „ახალგაზრდა“ (და ყველა მომავალში შესაძლო) საერთაშორისო ბირთვული კლუბის წევრ სახელმწიფოს თვლიან არაკანონიერად.

აშშ-მ განახორციელა ისტორიაში პირველი 20 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული აფეთქება 1945 წლის 16 ივლისს. 6 და 9 აგვისტოს ბირთვული ბომბები ჩამოყარა იაპონიის ქალაქებში, შესაბამისად, ჰიროსიმასა და ნაგასაკში. პირველი თერმობირთვული გამოცდა (ისტორიაში პირველად) ჩატარებულ იქნა კ. ენივეტოკზე 1952 წლის 1 ნოემბერს.

საბჭოთა კავშირმა 1949 წლის 22 აგვისტოს გამოსცადა თავისი პირველი 22 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული მოწყობილობა სემიპალატინსკის პოლიგონზე. პირველი თერმობირთვული იარაღის გამოცდა მოხდა იქვე 1953 წლის 12 აგვისტოს. რუსეთი გახდა საბჭოთა ბირთვული არსენალის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული მემკვიდრე-მფლობელი.

დიდმა ბრიტანეთმა შექმნა და ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიის მახლობლად მონტე-ბელოს კუნძულების რაიონში 1952 წლის 3 ოქტომბერს გამოსცადა 25 კილოტონის სიმძლავრის მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ბირთვული იარაღი. 1957 წლის 15 მაისს პოლინეზიაში შობის კუნძულზე მოაწყო თავისი პირველი თერმობირთვული გამოცდა.

საფრანგეთმა 1960 წლის 13 თებერვალს მოაწყო თავისი პირველი 20 კილოტონის სიმძლავრის მიწისზედა ბირთვული მუხტის გამოცდა ალჟირში რეგანის ოაზისში, ხოლო თერმობირთვული გამოცდა — მურუროას კუნძულზე 1968 წლის 24 აგვისტოს.

ჩინეთმა 1964 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქა თავისი პირველი 20 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ბომბი ლობნორის ტბის რაიონში. იქვე, 1967 წლის 17 ივნისს გამოსცადა თერმობირთვული ბომბი.

ინდოეთმა 1974 წლის 18 მაისს მოახდინა თავისი პირველი 20 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული მუხტის გამოცდა რაჯასტანის შტატში პოკჰარანის პოლიგონზე, მაგრამ ოფიციალურად არ აღიარა თავი ბირთვული იარაღის მფლობელად. ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმავე პოკჰარანის პოლიგონზე 1998 წლის 11—13 მაისს გამოსცადა ხუთი მიწისქვეშა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის 32-კილოტონიანი თერმობირთვული ბომბი.

პაკისტანმა 1998 წლის 28 და 30 მაისს მოახდინა ექვსი მიწისქვეშა ბირთვული მუხტის გამოცდა ბელუჯისტანის პროვინციაში ჩაგაი-ჰილზის პოლიგონზე ინდოეთის 1998 წლის ბირთვული აფეთქებების საპასუხოდ.

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 2005 წლის შუა ხანებში განაცხადა ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ და 2006 წლის 9 ოქტომბერს მოაწყო პირველი მიწისქვეშა, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ბომბის გამოცდა. მეორე გამოცდა 12 კილოტონის სიმძლავრის იარაღის მოაწყო უკვე 2009 წლის 25 მაისს. 2012 წლის მაისში, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, მან ოფიციალურად გამოაცხადა თავი ბირთვულ სახელმწიფოდ.

ისრაელი არ აკეთებს კომენტარს ბირთვული იარაღის ფლობის შესახებ, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, 60-70-ანი წლების მიჯნიდან ის ფლობს საკუთარი წარმოების ბირთვულ საბრძოლო ქობინებს. ისრაელის ბირთვული პროგრამის მოწმეების და ექსპერტების აზრით, მისი ბირთვული არსენალი შეადგენს 200 ქობინს, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც — 150-დან 400-მდე. არსებობს ვარაუდი, რომ ისრაელის ბირთვული არსენალი ურანის უკმარისობის გამო საწვავად გადამუშავდება ატომური ელექტროსადგურისათვის. ურანის წარმოება აკმაყოფილებს მოთხოვნილების მხოლოდ 28%-ს, ხოლო დანარჩენი მარაგი მოიპოვება ძველი ბირთვული ქობინებიდან.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ჰქონდა მცირე ბირთვული არსენალი,სულ 6 ბირთვული ქობინა. ყველა მათგანი ნებაყოფლობით იქნა განადგურებული (და შეჩერებულ იქნა სარაკეტო პროგრამა) 1990-ან წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის რეჟიმის დემონტაჟის დროს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლად შეიმუშავა ბირთვული იარაღი და ასევე ნებაყოფლობით უარი თქვა მასზე.

უკრაინა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის რუსეთისა და აშშს შემდეგ ბირთვული არსენალის რაოდენობით მსოფლიოში მესამე სახელმწიფო იყო. თუმცა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიის ქვეშ ნებაყოფლობით უარი თქვა მასზე.

ყაზახეთი ბირთვული საბრძოლო ქობინების რაოდენობით იყო მეოთხე და მეორე ადგილზეა მსოფლიოში ურანის მარაგით და პირველ ადგილზე მსოფლიოში მისი წარმოებით, მაგრამ ბილ კლინტონსა (აშშ) და ნურსულთან ნაზარბაევს (ყაზახეთი) შორის შეთანხმების შედეგად ნებეყოფლობით უარი თქვა ბირთვულ იარაღზე.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების მთავრობებმა დაადანაშაულეს ერაყი ბირთვული იარაღის საიდუმლოდ შექმნასა და ფლობაში. 1981 წელს ისრაელმა მიიტანა საავიაციო-სარაკეტო დარტყმები ერაყის ბირთვულ ცენტრზე, მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მიზნით. ეს ბრალდებები გახდა, ასევე, 2003 წელს ერაყის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყების საბაბი, მაგრამ როგორც გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, ბრალდებები დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

ირანს ბრალს სდებენ იმაში, რომ დამოუკიდებელი ბირთვული ენერგეტიკის შექმნის ნიღაბით მიაღწია ბირთვული იარაღის შექმნამდე. მან არაერთხელ განაცხადა – რომ შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი, თუმცა ის შემოიფარგლება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებით.

დღეისათვის, მიუხედავად 1995 წლის 15 დეკემბრის ბანგკოკის ხელშეკრულების ხელმოწერისა, რომელიც 1997 წლის 28 მარტს შევიდა ძალაში, ბირთვული იარაღის წარმოების ტექნოლოგიების შექმნაში ეჭვმიტანილია, აგრეთვე მიანმა.

მანამდე, სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნებში სამხედრო ბირთვული პროგრამების არსებობის ან განვითარების შესახებ. კერძოდ:

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და ფინანსირების შემდეგ, ბირთვული კლუბის წევრობის შესაძლებლობა აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს, რომელთაც გააჩნიათ ბირთვული რეაქტორები და შესაბამისი სამეცნიერო-სამრეწველო ობიექტები. აღნიშნული შესაძლებლობები ფერხდება გაეროს და დიდი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმებით და ბირთვული გამოცდების აკრძალვით.

ყველა ბირთვული სახელმწიფო, აგრეთვე, ავსტრალია, არგენტინა, ბელგია, ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია (და ლიბია წარსულში) ფლობენ ბირთვული იარაღის წარმოების და მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკისათვის აუცილებელ ბირთვული საწვავისათვის საჭირო ურანის გამდიდრების სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.

ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ, გარდა ისრაელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა, ჩაატარა საკუთარი ბირთვული იარაღის გამოცდების სერია და განაცხადა ამის შესახებ. თუმცა არსებობს დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჩაატარა საკუთარი ან ისრაელთან ერთობლივი ბირთვული იარაღის რამდენიმე გამოცდა 1970 — 1980 წლების მიჯნაზე კუნძულ ბუვეს რაიონში.

1968 წლის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელი არ მოაწერეს მხოლოდ სწორედ „ახალგაზრდა“ ბირთვულმა ქვეყნებმა - ისრაელმა, ინდოეთმა, პაკისტანმა, კსდრ. კსდრ-მ თავისი ხელმოწერის დეზავუირება მოახდინა ბირთვული იარაღის შექმნის ოფიციალურად გამოცხადებამდე. ირანთან, სირიასთან და მიანმასთან აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილია.

1996 წლის ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების ყოველგვარი აკრძალვის შესახებ ხელი არ მოაწერეს „ახალგაზრდა“ ბირთვულმა ქვეყნებმა ინდოეთმა, პაკისტანმა, კსდრ-მ. ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიცირება აშშ-მა, ჩინეთმა, აგრეთვე ეჭვმიტანილმა ირანმა, ეგვიპტემ, ინდონეზიამ, კოლუმბიამ. სირიამ და მიანმამ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და ასევე, მოახდინეს მისი რატიფიცირება.

პოტენციური ისტორიული შესაძლებლობა ჰქონდა ნაცისტურ გერმანიას, ყოფილიყო მეორე, ან თუნდაც პირველი, ბირთვული სახელმწიფო. თუმცა ურანის პროექტი მესამე რაიხის დაცემამდე შეწყდა არასაკმარისი ფინანსების, ორგანიზაციული ჩავარდნების, მუშაობის დასაწყისში მეცნიერთა მთელი რიგი შეცდომების, აგრეთვე, მთელი რიგი მეცნიერების ქვეყნიდან გაქცევის და სხვა მიზეზების გამო. იმავე დროს, არსებობს ზოგიერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ატომური ბომბის პროტოტიპი გერმანული დახმარებით იქნა შექმნილი და გამოცდილი მილიტარისტული იაპონიის მიერ.

ბირთვული კლუბის სტატისტიკა

რედაქტირება
ქვეყანა ქობინთა რაოდენობა (გააქტიურებული/სულ) პირველი გამოცდის დრო გამოცდის ტერიტორია
„ძველი“ ბირთვული სახელმწიფოები
  რუსეთი (  სსრკ) 2430/11000 29 აგვისტო 1949 („პდც-1“)   რუსეთი   ყაზახეთი
  აშშ 1950/8500—9960 16 ივლისი 1945 („ტრინიტი“)   აშშ   იაპონია
  ინგლისი 160/225 3 ოქტომბერი 1952 („ქარიშხალი“)   აშშ   ავსტრალია
  საფრანგეთი 290/300 13 თებერვალი 1960 („ცისფერი გერბოიზი“)   ალჟირი   საფრანგეთის პოლინეზია
  ჩინეთი 180—240/400 16 ოქტომბერი 1964 („596“)   ჩინეთი
„ახალგაზრდა“ ბირთვული სახელმწიფოები
  ინდოეთი 80—100 18 მაისი 1974 („მომღიმარი ბუდა“)   ინდოეთი
  პაკისტანი 90—110 28 მაისი 1998 („ჩაგაი-I“)   პაკისტანი
  ისრაელი 80/200 სავარაუდოდ, 22 სექტემბერი 1979 (ველას ინციდენტი) სავარაუდოდ   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 6 22 სექტემბერი 1979 (ველას ინციდენტი)   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  ჩრდილოეთი კორეა 5—10 სავარაუდოდ, 9 ოქტომბერი 2006. 25 მაისი 2009   ჩრდილოეთი კორეა
ქვეყანა ქობინთა რაოდენობა (გააქტიურებული/სულ) პირველი გამოცდის წელი და უარყოფის წელი უარყოფის მიზეზი
ქვეყნები, რომლებმაც ნებით თქვეს უარი ბირთვულ იარაღზე
  არგენტინა — // 1980 ტლატელოლკოს ხელშეკრულება
  ბრაზილია 1— — // 1990 ტლატელოლკოს ხელშეკრულება
  ყაზახეთი 1400 — // 1992—1994 22 მაისი ლისაბონის ოქმი
  ბელარუსი 81 — // 1992—1996 23 მაისი ლისაბონის ოქმი
  უკრაინა 5000 — // 1992—1996 23 მაისი ლისაბონის ოქმი
ქვეყნები, რომლებმაც სამხედრო მარცხის შედეგად იძულებით თქვეს უარი ბირთვულ იარაღზე
მესამე რაიხი — // 1945 მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად
  ლიბია — // 2003
  ერაყი — //

ბირთვული სახელმწიფოები მსოფლიოს რუკაზე

რედაქტირება
 
ქვეყნების სტატუსი ბირთვული იარაღის განლაგების მიხედვით
 
ქვეყნების სტატუსი ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის მიხედვით
 
არაბირთვული ზონები 2007 წლის მაისის მონაცემებით

ქვეყნების სტატუსი ბირთვული იარაღის განლაგების მიხედვით

  «ძველი» ბირთვული სახელმწიფოები, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დამაარსებლები (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი)
  «ახალგაზრდა» ბირთვული სახელმწიფოები, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას (ინდოეთი, პაკისტანი, კსდრ)
   არაოფიციალური ბირთვული სახელმწიფოები (ისრაელი)
  წარსულში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები, რომლებმაც ნებაყოფლობით თქვეს მასზე უარი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი)
  ქვეყნები, რომლებმაც თავიანთ ტერიტორიაზე განალაგეს ნატოს წევრი სხვა ბირთვული სახელმწიფოების იარაღი (გერმანია, იტალია, თურქეთი, ბელგია, ნიდერლანდები)

ქვეყნების სტატუსი ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის მიხედვით

  «ძველი» ბირთვული სახელმწიფოები (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი)
  «ახალგაზრდა» ბირთვული სახელმწიფოები (ისრაელი,ინდოეთი, პაკისტანი, კსდრ)
  წარსულში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები, რომლებმაც ნებაყოფლობით თქვეს მასზე უარი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი)
  ბირთვული იარაღის შექმნაში ეჭვმიტანილი ქვეყნები(ირანი, მიანმა)
  ქვეყნები, რომლებმაც განაახლეს ბირთვული პროგრამები(ავსტრალია, ალჟირი, არგენტინა, ბრაზილია, ნაცისტური გერმანია (გვიანდელი გფრ, ეგვიპტე, ერაყი, ლიბია, მექსიკა, რუმინეთი, ტაივანი, შვედეთი, შვეიცარია, იუგოსლავია (ახლანდელი სერბია, სამხრეთ კორეა)

არაბირთვული ზონები 2007 წლის მაისის მონაცემებით

  ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები
  სხვა ცნობილი ბირთვული სახელმწიფოები
  ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებთან ალიანსში მყოფი სხვა სახელმწიფოები (ფაქტობრივად, ბირთვული ქოლგის ქვეშ)
  არაბირთვული ზონების შეთანხმების წევრი ქვეყნები
  სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს არაბირთვული ზონების შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიცირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება