Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაგასაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაგასაკი[2] (იაპონ. 長崎市) — ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს დასავლეთ ნაწილში, ნაგასაკის ყურესთან. ნაგასაკის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი.[2][3] ფართობი — 406,35 კმ²,[4] მოსახლეობა — 419 728 კაცი (2018).[5]

ქალაქი
ნაგასაკი
იაპონ. 長崎
Nagasaki C1414.jpg
ნაგასაკის პანორამა
დროშა გერბი
Flag of Nagasaki, Nagasaki.svg Nagasaki Nagasaki chapter.svg

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
დაქვემდებარება ნაგასაკის პრეფექტურა
კოორდინატები 32°47′00″ ჩ. გ. 129°52′00″ ა. გ. / 32.78333° ჩ. გ. 129.86667° ა. გ. / 32.78333; 129.86667
მმართველი Shirō Suzuki
დაარსდა 1 აპრილი, 1889
ფართობი 406.35 კმ²
მოსახლეობა 425,723 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 1,000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00
სატელეფონო კოდი 95
საფოსტო ინდექსი 850-0002–852-8154[1]
ოფიციალური საიტი https://www.city.nagasaki.lg.jp/
ნაგასაკი — იაპონია
ნაგასაკი

ეკონომიკარედაქტირება

ნაგასაკი არის დიდი სავაჭრო-სამგზავრო ნავსადგური. საზღვაო თევზჭერის ბაზა. გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების დიდი ცენტრი. გარდა ამისა, განვითარებულია კვების, მეტალურგიული, საფეიქრო, ნავთობქიმიური და ხე-ტყის სახერხი მრეწველობა. ნაგასაკის მახლობლად არის ქვანახშირის აუზი.[3]

ისტორიარედაქტირება

ქალაქი დაარსდა მეთევზეთა დასახლების ადგილას. ცნობილია XII საუკუნიდან. XVI–XVII საუკუნეებში იყო პორტუგალიის ფაქტორია. ე. წ. გარესამყაროსგან იაპონიის იზოლირების პერიოდში (1636–1854 წწ.) ერთადერთი ნავსადგური იყო, რომლის მეშვეობითაც ნაგასაკს შეზღუდული ვაჭრობა ჰქონდა ჰოლანდიასა და ჩინეთთან. XIX საუკუნიდან სამხედრო გემთმშენებლობის ცენტრი იყო.[3]

ნაგასაკი მეორე ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ბირთვული იარაღის მსხვერპლი გახდა. ატომური დაბომბვა განახორციელა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს — 1945 წლის 9 აგვისტოს. შედეგად ქალაქის მესამედი დაინგრა, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.[3]

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

ნაგასაკი ბაღებითა და პარკებით მდიდარი, თავისუფლად განაშენიანებული ქალაქია. ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემონახულია სუვას სინტოისტური სამლოცველო (XVI საუკუნე), სოფუკუძისა და კოფუკუძის ბუდისტური სატაძრო ასამბლები (ორივე XVII საუკუნისაა), მეგანებასის ხიდი (თარიღდება 1634 წლით); XIX–XX საუკუნის ევროპული ტიპის კათოლიკური ეკლესიები. ახალ ნაგებობათაგან აღსანიშნავია მშვიდობის პარკი, სადაც საერთაშორისო კულტურის ცენტრის შენობა დგას (1955, არქიტექტორი ტაკეო სატო და სხვ.), მშვიდობის მონუმენტი (1955, მოქანდაკე კიტიმურა სეიბო) და სხვ.[3]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://www.geopostcodes.com/Nagasaki_shi
  2. 2.0 2.1 ელერდაშვილი ა., ნაგასაკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 282–283.
  4. „Land Area and Environment - Nagasaki - Japan - knoema.com“. Knoema (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-06-08.
  5. 長崎県異動人口調査 (იაპონური). ციტირების თარიღი: 23 March 2018.