ფრანსისკო ფრანკო

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანკო)

ფრანსისკო ფრანკო (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde; დ. 4 დეკემბერი, 1892, ელ-ფეროლი, გალისია — გ. 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) — ესპანეთის გენერალი და დიქტატორი 1936 წლის ოქტომბრიდან, და ესპანეთის ნომინალურად აღდგენილი სამეფოს დე ფაქტო რეგენტი 1947 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მისი იდეოლოგია ფოკუსირდებოდა ესპანურ ნაციონალიზმზე, კათოლიციზმზე, ანტიკომუნიზმზე, მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.[1]

ფრანსისკო ფრანკო ბაამონდე
Francisco Franco Bahamonde
ფრანსისკო ფრანკო ბაამონდე Francisco Franco Bahamonde
ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური, რეგენტი და კაუდილიო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი 1939 – 20 ნოემბერი 1975
წინამორბედიმანუელ ასანია (რესპუბლიკის პრეზიდენტი)
მემკვიდრეხუან კარლოს I (მეფე)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 თებერვალი 1939 – 9 ივნისი 1973
წინამორბედიხუან ნეგრინი
მემკვიდრელუის კარერო ბლანკო

დაბადებული4 დეკემბერი 1892
ფეროლი, ესპანეთი
გარდაცვლილი20 ნოემბერი 1975
მადრიდი, ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაესპანური ფალანგა
მეუღლეკარმენ პოლო (1900-1989)
ხელმოწერა

ფრანკომ განვლო სახელოვანი სამხედრო კარიერა და მიაღწია გენერლის წოდებას. ის იბრძოდა მაროკოში და ჩაახშო 1934 წლის გამოსვლა რათა დაეცვა რესპუბლიკური მთავრობის სტაბილურობა. 1936 წლის თებერვალს, მემარცხენე იდეოლოგიის სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა. არჩევნებს მოჰყვა არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. მემარცხენე ძალების მიერ გატარებულმა ანტიკლერიკულმა პოლიტიკამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამავდროულად მთავრობამ დაკარგა ნდობა როგორც მის მხარდამჭერ მემარცხენე ძალებში ასევე სამხედრო წრეებში. 1936 წლის ივლისში, მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხოსე კალვო სოტელოს მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც. გადატრიალება ჩაიშალა და გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი რომელმაც გასტანა 1978 წლამდე, როდესაც ახალი კონსტიტუცია შემუშავდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფრანკომ ოფიციალურად შეინარჩუნა არამეომარი მხარის პოლიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა დათანხმდა ნება დაერთო ესპანელი მოხალისეებისთვის მიეღოთ მონაწილეობა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგზავნა ცისფერი დივიზია.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით. მიმდინარეობდა სისტემატიური ჩახშობა დისიდენტური ხედვების ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით,[2][3] წამების ინსტიტუციონალიზებით,[4] იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით [5] და სხვა სასტიკი ხერხებით. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა დიპლომატიური კავშირი ესპანეთთან, ფრანკოს ანტიკომუნისტური იდელოგიის გათვალისწინებით. ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ადღეგრძელა ფრანსისკო ფრანკო მადრიდში გამართულ სადილზე [6], ხოლო მისი გარდაცვალების შემდგმომ განაცხადა: „გენერალი ფრანკო იყო ამერიკის ერთგული მეგობარი და მოკავშირე“.[7] მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთმა თანდათანობით დაიწყო დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა. დღევანდელ დღეს, წინა-კონსტიტუციური სიმბოლოები აკრძალულია ესპანეთის კანონმდებლობის მიერ.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ფრანკო დაიბადა ფეროლში, ლა-კორუნიის პროვინციაში, 1892 წლის 4 დეკემბერს. ნიკოლას ფრანკო უ სალგადო-არაუიოსა (22 ნოემბერი 1855 - 22 თებერვალი 1942), და მისი მეუღლის, მარია დელ პილარ ბაამონდე უ პარდო დე ანდრადეს (1865 - 28 თებერვალი 1934) ვაჟი.[8] დედის მხრიდან ფრანკო სამეფო წარმოშობის იყო. მას ჰყავდა ორი ძმა, ნიკოლასი (ფეროლი, 1891 - 1977) ესპანეთის ფლოტის ოფიცერი შემდგომ დიპლომატი და რამონი, ავიაციის ერთ ერთი პიონერი. მას ასევე ჰყავდა ორი და მარია დელ პილარი (ფეროლი, 1894 - მადრიდი, 1989) და მარია დე ლა პაზი (ფეროლი, 1899 - ფეროლი, 1900), ვისთანაც მანდ გაატარა ბავშვობის უდიდესი ნაწილი.

ფრანსისკოს სურდა მიჰყოლოდა მამის გზას, ესპანეთის ფლოტში მაგრამ ამერიკა-ესპანეთის ომის შედეგად ესპანეთის ფლოტის გემების დიდი ნაწილი განადგურდა ისევე როგორც დაიკარგა კოლონიების დიდი ნაწილი. ესპანეთს აღარ სჭირდებოდა ფლოტის ოფიცრები რის გამოც საზღვაო აკადემიაში მიღება შეწყდა 1906 დან 1913 წლამდე. მამის და სამწუხაროდ ფრანსისკომ გადაწყვიტა ესპანეთის არმიაში სამსახური. 1907 წელს ის ჩაირიცხა ტოლედოს ქვეითთა აკადემიაში, სადაც მან მიიღო უმაღლესი განათლება 1910 წლისათვის. მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ორი წლის შემდგომ ის გაგზავნეს მაროკოში. ესპანეთის მცდელობებმა ფიზიკური ოკუპაცია მოეხდინა მისი ახალი აფრიკული პროტექტორატის გამოიწვია მეორე მაროკოს გაჭიანურებული ომი (1909 - 1927) მკვიდრი მაროკოელების წინააღმდეგ. იმდროინდელმა ესპანური სამხედრო სტრატეგიამ სერიოზული ზარალი განიცადა ოფიცრებში სადაც ყველაზე დიდი იყო დანაკარგები მაგრამ ამავდროულად სიტუაციამ ფრანკოს შანსი მისცა დაწინაურებული სამხედრო იერარქიაში. ომის დროს ამბობდნენ, ოფიცერი ამ ომში მიიღებდა la caja o la faja (კუბოს ან გენერლის ქამარს). ფრანკომ მალევე მოიხვეჭა კარგი ოფიცრის რეპუტაცია. ფრანკო შეუერთდა ახლად ფორმირებულ Regulares-ს, რომელიც შედგებოდა კოლონიური მკვიდრი მებრძოლებით ესპანელ ოფიცრებთან ერთად, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც მოიერიშე ძალები.

1916 წელს 23 წლის ასკაში უკვე კაპიტნის წოდებით, ის მძიმედ დაიჭრა ელ ბიუტზშის შეტაკებაში. მისმა გადარჩენამ მას მოუტანა მებრძოლებს შორის ბარაქიანი ადამიანის სახელი. ფრანკო ასევე წარუმატებლად მაგრამ მაინც წარადგინეს ესპანეთის უმაღლეს ჯილდოზე. ამის მაგივრად ის დააწინაურეს მაიორის (ესპ: comandante) წოდებამდე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა საველე ოფიცერი ესპანურ არმიაში.

1917 წლიდან 1920 წლამდე ის გადაყვანილი იყო ესპანურ მატერიკზე. უკანასკნელ წელს ლეიტენანტ კოლონელმა ხოსე მილან ასტრაიმ, მსახიობური ნიჭის პატრონმა და ქარიზმატული თვისებების მქონე ოფიცერმა დააარსა ესპანური უცხოური ლეგიონი (ესპ: Legión Española), რომელსაც ბევრის საერთო ჰქონდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონთან (ფრანგ: Légion étrangère). ფრანკო ლეგიონში გახდა მეთაური მოადგილე და დაბრუნდა აფრიკაში.

1921 წლის 24 ივლისს, ესპანეთის ცუდად მართულმა და დაძაბულმა არმიამ იწვნია მძიმე მარცხი ანუალის ბრძოლაში რიფის ტომებთან რომლებსაც მეთაურობდა აბდ ელ-ქრიმის (არაბ: محمد بن عبد الكريم الخطابي‎) ძმები. ლეგიონმა სიმბოლურად თუ არა მატერიალურად გადაარჩინა მელილას ესპანური ანკლავი, ფრანკოს სამ დღიანი მარშის შემდგომ. 1923 წელს, უკვე ლეიტენანტ კოლონელი, გახდა ლეგიონის მეთაური.

იმავე წელს, ის დაქორწინდა მარია დელ კარმენ პოლო უ მარტინეზ-ვალდესზე (ესპ: María del Carmen Polo y Martínez-Valdès); 1926 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარია დელ კარმენი.[9] მისდა პატივსაცემად ქორწილზე მისი ხელისმომკიდე იყო მეფე ალფონსო XIII.

დაწინაურდა რა კოლონელის წოდებამდე, ფრანკომ უხელმძღვანელა ელ-ჰოსეიმაში დესანტირების პირველ ტალღას 1925 წელს. დესანტირება განხორციელდა აბდ ელ-კრიმის ტომის სტრატეგიულ გულში, დესანტირება ხორციელდებოდა საფრანგეთის სამხრეთიდან შეჭრის პარალელურად, ეს ყველაფერი ნიშნავდა მცირე სიცოცხლის მქონე რიფების რესპუბლიკის დასასრულს.

გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი ესპანეთის არმიის 1926 წელს, ფრანკო 1928 წელს დანიშნეს ახლადშექმნილ სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად, ეს იყო ახალი კოლეჯი არმიის კადეტებისთვის.

ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პერიოდში

რედაქტირება

მონარქიის დაცემასთან ერთად 1931 წელს, ფრანკოს არ გადაუხვევია მისი აპოლიტიკური გზისთვის და არ გადაუდგამს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგრამ ივლისში აკადემიის დახურვამ ომის მინისტრის მანუელ აზანას მიერ პროვოცირება გაუკეთა მის პირველ უთანხმოებას რესპუბლიკასთან. აზანამ ფრანკოს გამოსამშვიდობებელი სიტყვა კადეტებისადმი მიიღო შეურაცყოფად,[10] რის გამოც ფრანკო ექვსი თვის განმავლობაში იყო თანამდებობის გარეშე, ზედამხედველობის ქვეშ.

1932 წლის 5 თებერვალს, მას ჩააბარეს ლა კორუნია. ფრანკომ თავიდან აიცილა ხოსე სანხურხოს მიერ გადატრიალების მცდელობაში მოაწილეობა იმავე წელს და მან მისწერა კიდევ სანხუროს მისი გაბრაზება გადატრიალების მცდელობაზე. აზანას სამხედრო რეფორმის შედეგად ფრანკო ბრიგადირთა ნუსხის პირველობიდან ჩამოაქვეითეს ოცდამეოთხედ. იმავე წელს (17 თებერვალს) მას ჩააბარეს ბალეარის კუნძულების სამხედრო მეთაურობა: ეს თანამდებობა აღემატებოდა კიდეც მის სამხედრო ჩინს.

ახალი არჩევნები ჩატარდა 1933 წლის ოქტომბერში, შედეგად უმრავლესობა შეადგინეს მემარჯვენე-ცენტრისტებმა. მთავრობის საწინააღმდეგოდ 1934 წლის 5 ოქტომბერს გაჩაღდა რევოლუციური მოძრაობა. აჯანყება ჩახშობილ იქნა ქვეყნის უდიდეს ნაწილში მაგრამ მიაღწიეს საყრდენის შექმნას ასტურიაში, მაღაროელთა კავშირების საშუალებით. ფრანკო უკვე იყო დივიზიის გენერალი და ომის მინისტრის დიეგო ჰიდალგოს თანაშემწე, მას ჩაბარდა ამბოხებების ჩახშობის ოპერაციების ხელმძღვანელობა. აფრიკის არმიის ძალებმა თავის თავზე აიღეს მთავარი შეტევა, საველე გენერალ ედუარდო ლოპეზ ოჩოასთან ერთად. ორ კვრიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ (დაღუპულთა რაოდენობა 1,200 დან 2,000 მდე), აჯანყება ჩახშობილ იქნა.

აჯანყებამ ასტურიაში კიდევ უფრო გაზარდა ანტაგონიზმი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. ფრანკო და ლოპეზ ოჩოა აჯანყების წინ მიიჩნეოდნენ როგორც მემარცხენე ზეგავლენის ოფიცრები მაგრამ აჯანყების შემდგომ მიიჩნიეს როგორც მტრები მემარცხენეებმა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ლოპეზ ოჩოა მოკლეს. ამ მოვლენებიდან რამდენიმე ხანში ის გახდა აფრიკის არმიის მეთაური (15 თებერვლიდან), ხოლო 1935 წლის 19 მაისიდან გენერალური შტაბის უფროსი.

1936 წლის საყოველთაო არჩევნები

რედაქტირება

მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის კოლაფსისა და სტრაპელოს კორუფციული სკანდალის შუა პერიოდში დაინიშნა ახალი არჩევნები. ჩამოყალიბდა ორი ფართო კოალიცია. მემარცხენე სახალხო ფრონტი რომელშიც შედიოდნენ რომელთა ფართოა სპექტრული არეალი მოიცავდა რესპუბლიკელებსაც და კომუნისტებსაც ხოლო მემარჯვენე კოალიციას წარმოადგენდა ეროვნული ფრონტი (ესპ: Frente Nacional) რომლის სპექტრი მოიცავდა ცენტრისტ რადიკალებს და კონსერვატიულ კარლისტებს. 1936 წლის 16 თებერვალს მემარცხენეებმა დიდი ძალისხმევით მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს.[11] სიტუაცია კვლავ დაიძაბა, მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა, სახალხო ფრონტმა, გააჩაღეს მძლავრი კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ და ადანაშაულებდნენ რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ოპოზიციურმა პარტიებმა თავის მხრივ უპასუხეს მზრდადი ძალით. უკანასკნელნი აცხადებდნენ რომ სახალხო ფრონტმა მიითვისა 200 ადგილი 473 წევრიან პარლამენტში. 200 ადგილის დაკარგვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა რომ ხელისუფლება წარმოადგენდა საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს, აქვე ამატებდნენ რომ პარლამენტში მათი უმრავლესობა მიღწეული იქნა დიდი საარჩევნო გაყალბებით, მთავრობის მიერ განხორციელებული ტერორით და დაშინებით, მემარჯვენეების ამომრჩეველი საარჩევნო ოლქების გაუქმებით, არჩეული კანდიდატების დაპატიმრებებით და ზოგჯერ მკვლელობებითაც კი. ოპოზიციის განცხადებებით რესპუბლიკის რეალური მტრები იყვნენ არა მარჯვნივ არამედ მარცხნივ; ესპანეთი დადგა კომუნისტური დიქტატურის დამყარების საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე ოპოზიცია სახალხო ფრონტთან ბრძოლით იცავდა სამართალსა, წესრიგს, თავისუფლებას და ესპანელი ხალხის ფუნდამეტურ უფლებებს.[12]

არჩევნების შემდგომ ფრანკო წარუმატებლად ცდილობდა მიეღწია მშვიდობას და ხმების ხელახალ გადათვლას, ამის მაგივრად 23 თებერვალს ფრანკოს ჩააბარეს კანარის კუნძულები. ამ დროს კი ემილიო მოლა ამზადებდა შეთქმულებას. ივნისში ფრანკო დაუკავშირდა მას და საიდუმლოდ გამართა შეხვედრა ტენერიფეში ესპერანზას ტყეში რათა ემსჯელათ სამხედრო გადატრიალებაზე.

გარეგნულად ივლისამდე ფრანკო ინარჩუნებდა ორაზროვან პოზიციას არსებულ სიტუაციაზე. 1936 წლის 23 ივნისს მან მისწერა მთავრობის ხელმძღვანელს კასარეს კიროგას შესთავაზა არმიას დაემყარებინა წესრიგი ქვეყანაში მაგრამ პასუხი არ მიუღია. დანარჩენმა აჯანყებულებმა მტკიცედ გადაწყვიტეს წასულიყვნენ წინ, ფრანკოსთან ან ფრანკოს გარეშე (ესპ: con Paquito o sin Paquito), როგორც იყო ხოსე სანხურხოზე, სამხედრო ამბოხის პატივსაცემ ლიდერზე. სხვადასხვა მიზეზებით გადადებების შემდგომ, 18 ივლისი დაითქვა სამხედრო ამბოხის დაწყების დღედ. „სიტუაციამ მიაღწია გამოუვალ მდგომარეობას“ სწორედ ასე აღუწერა მდგომარეობა მოლამ ფრანკოს, გადატრალება იყო გარდაუვალი ამიტომ ფრანკოს უნდა აერჩია ვის მხარეს დადგებოდა. მან გადაწყვიტა დათანხმებოდა და ჩააბარეს აფრიკის არმია. კერძო მფლობელობაშ მყოფი DH 89 ჩაფრინდა ინგლისში 11 ივლისს რათა ჩაეყვანა ფრანკო აფრიკაში.

მემრჯვენენ ოპოზიციური პარტიის ხოსე კალვო სოტელოს მკვლელობის შემდგომ მთავრობის პოლიციური ძალების მიერ, საპასუხოდ მემარჯვენეებმა მოკლეს ანტიფაშისტი და პოლიციის მოიერიშე ძალების ლეიტენანტი ხოსე კასტილო, ამ მკვლელობებმა დააჩქარეს მოველენები. 17 ივლისს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აფრიკული არმია აჯანყდა. 18 ივლისს ფრანკომ გამოაქვეყნა მანიფესტი [13] და გაფრინდა აფრიკაში.

ერთი კვირის შემდეგ ნაციონალისტები აკონტროლებდნენ ესპანეთი ტერიტორიის ერთ მესამედს და საზღვაო ნაწილების უმეტესობა კვლავ რჩებოდა მთავრობისადმი ლოიალური, რამაც ფრანკო დატოვა იზოლირებული. სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა მაგრამ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.

სამოქალაქო ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე

რედაქტირება

ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო 1936 წლის ივლისში და ოფიციალურად დასრულდა 1939 წლის აპრილში ფრანკოს გამარჯვებით, ომში დაიღუპა 190 000[14] დან 500 000[15] მდე ადამიანი. მიუხედავად აგვისტოს ინტერვენციის საწინააღმდეგო ხელშეკრულებისა ომში აშკარა იყო გარე ძალების აქტიური ჩარევა ბარიკადების ორივე მხრაეს. ნაციონალისტებს მხარს უჭერდა ფაშისტური იტალია დუჩეს ლიდერობით რომელმაც მათ დასახმარებლად გაგზავნა მოხალისეთა კორპუსი (იტ. Corpo Truppe Volontarie). მალევე იტალიას შეუერთდა მესამე რეიხიც, რომელმაც გაგზავნა ლეგიონი კონდორი, ლეგიონი ცნობილია გერნიკის დაბომბვით 1937 წლის აპრილს. საფრანგეთმა და ინგლისმა ესპანეთში მეომარ მხარეებს გამოუცხადეს მკაცრი ემბარგო რასაც სერიოზული უთანხმოება მოჰყვა თავად საფრანგეთის სახალხო ფრონტის კოალიციაში ლეონ ბლუმის ლიდერობით, მაგრამ მემარცხენეების მხარეს იბრძოდა ინტერნაციონალური ბრიგადები და საბჭოთა კავშირის.

იმის გათვალისწინებით რომ სტალინმა და ჰიტლერმა ომი გამოიყენეს თავიანთი შეიარაღების გამოსაცდელად, ზოგიერთი ისტორიკოსი, მაგალითად როგორიცაა ერნსტ ნოლტე, მიიჩნევს რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად ესპანეთის სამოქალაქო ომი ნაწილია ევროპული სამოქალაქო ომის, რომელმაც გასტანა 1936 წლიდან 1945 წლამდე და ხასიათდებოდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების იდეოლოგიური და სამხედრო დაპირისპირებებით.

პირველი თვეები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა რომ ფრანკოს არ ჰქონდა ფული, რადგან სახელმწიფო განძი იყო მადრიდში და შესაბამისად მთავრობის ხელში, ნაციონალისტებმა შექმნეს ძლიერი ფინანსური ლობი ლონდონში ლისაბონთან ერთად რომელიც გახდა ნაციონალისტთან საექსპლუატაციო ბაზა. ბოლოს და ბოლოს მას შეეძლო მიეღო ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მისი პირადი კავშირებით.

1936 წლის 18 ივლისის პროკლამაციის (ესპ. pronunciamiento) შემდეგ, ფრანკომ აიღო ლიდერობა 30,000 იანი ესპანეთის აფრიკულ არმიის. ამბოხების პირველივე დღეებში გამოიკვეთა რომ აუცილებელი და საჭირო იყო ესპანური მაროკოს კონტროლზე აყვანა. ერთი მხრივ ფრანკო ცდილობდა მოეპოვებინა ადგილობრივი მოსახლეობისა და ნომინალური მთავრობის მხარდაჭერა ხოლო მეორე მხრივ ამყარებდა არმიაზე მის კონტროლს. ამას მოჰყვა 200 რესპუბლიკელებისადმი ლოიალურად განწყობილი უფროსი ოფიცრის სიკვდილით დასჯა (მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი). ამ კრიტიკულ ვითარებაში საპასუხოდ მოკლეს ფრანკოს ერთ ერთი ყველაზე ერთგული მცველი.[16] ფრანკოს უპირველესი გამოწვევა იყო თუ როგორ გადაეყვანა მისი არმია იბერიის ნახევარკუნძულზე, როდესაც ჯერ კიდევ მთავრობა აკონტროლებდა ესპანეთის ფლოტს და კეტავდა გიბრალტარის სრუტეს. მან დახმარება სთხოვა ბენიტო მუსოლინის, რომელმაც უპირობოდ შესთავაზა იარაღითა და ავიაციით დახმარება; ვილჰელმ კანარისმა გერმანიის სამხედრო დაზვერვის აბვერის თავმა დაარწმუნა ჰიტლერი ნაციონალისტებისთვის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში. 20 ივლისიდან მას უკვე შეეძლო 22 ძირითადად გერმანული იუნკერს 52 თვითმფრინავების მცირე ჯგუფით გაეკეთებინა საჰაერო ხიდი სევილიისკენ, სადაც მისმა მებრძოლებმა განამტკიცეს აჯანყებულთა პოზიციები ქალაქში. წარმომადგენლების საშუალებით ფრანკომ დაიწყო მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან, ნაცისტურ გერმანისათან და ფაშისტურ იტალიასთან უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, ყველაზე მეტად კი ფრანკოს თვითმფრინავები ესაჭიროებოდა. მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა უკანასკნელ ორთან 25 ივლისს, და თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენები ტეტუანისკენ უკვე 2 აგვისტოსთვის. 5 აგვისტოს კი ფრანკოს უკვე შეეძლო გაეტეხა ბლოკადა ახლად ჩამოსული ავიაციით და 2000 ჯარისკაციანი გემების ქარავნით.

ადრეული აგვისტოსთვის სიტუაცია დასავლეთ ანდალუსიაში იმდენად სტაბილური იყო რომ მას მიეცა საშალება ჩამოეყალიბებინა კოლონა, ლეიტენანტ-კოლონელ ხუან იაგუეს მეთაურობით, რომელსაც მარში უნდა მოეწყო ესტრამადურას გავლით მადრიდზე. 11 აგვისტოს აღებულ იქნა მერიდა, 15 აგვისტოს კი ქალაქი ბადაიოზი, ასე რომ ორივე ქალაქი შეუერთდა ნაციონალისტების კონტროლირებად სივრცეებს. დამატებით მუსოლინიმ ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, კორპო ტრუპო ვოლუნტარე (იტ. Corpo Truppe Volontarie), რომელშიც შედიოდა 12 000-იანი სრულად მოტორიზებული იტალიური შენაერთები რომლებიც გაიგზავნა სევილიაში, თავის მხრივ ჰიტლერმა გაგზავნა ლუფტვაფეს 24 თვითმფრინავიანი რჩეული ესკადრონი. ყველა ამ თვითმფრინავს მიხატული ჰქონდა ესპანეთის ეროვნული სიმბოლოები მაგრამ იმართებოდა იტალიელი და გერმანელი პილოტებით. ფრანკოს ავიაციის ხერხემალი ამ დღეებში იყო Savoia-Marchetti SM.79 და Savoia-Marchetti SM.81 ტიპის იტალიური ბომბდამშენები, ფიატის ბიპლანი Fiat CR.32, გერმანული Junkers 52 და Heinkel He 51 ის ტიპის გამანადგურებელი ბიპლანი.

21 სექტემბერს, კოლონას მეთაურთან ერთად ქალაქ მაკედაში (80 კმ ით დაშორებული მადრიდიდან), ფრანკომ გადაუხვია გზას და 27 სექტემბერს გაათავისუფლა ტოლედოში ალკაზარის ალყაში მოქცეული ნაციონალისტური გარნიზონი. ამ საკამათო გადაწყვეტილებამ სახალხო ფრონტს მისცა დრო მადრიდის დაცვის გაძლიერებისთვის და ერთი წლით გაუგრძელდათ მადრიდზე კონტროლი მაგრამ ალკაზარის ალყის მოსპობა იყო დიდი მორალური და პროპაგანდისტული წარმატება.

აღმასვლა ძალაუფლებისკენ

რედაქტირება

ამბოხის არჩეული ლიდერი გენ. სან ხურხო გარდაიცვალა 1936 წლის 20 ივლისს ავია კატასტროფაში. აქედან გამომდინარე ნაციონალისტთა ზონაში „პოლიტიკური ცხოვრება შეწყდა“.[17] თავიდან, მხოლოდ სამხედრო მმართველობას ჰქონდა მნიშვნელობა; ქვეყანა დაიყო რეგიონულ სამხედრო ოლქებად (ემილიო მოლა ჩრდილოეთში, გონსალო კეიპო დე ლიანო სევილიაში მართავდა ანდალუსიას, ფრანკო დამოუკიდებელი მართვით და მიგელ კაბანელიასი სარაგოსაში მეთაურობდა არაგონს). ესპანეთის მაროკოს არმია თავის მხრივ გაყოფილი იყო ორ კოლონად, ერთს მეთაურობდა გენერალი ხუან იაგუე ხოლო მეორეს კოლონელი ხოსე ვარელა.

24 ივლისიდან ჩამოყალიბდა კოორდნინირებული სამხედრო ხუნტა ბაზით ქალაქ ბურგოსში. ნომინალურად ხუნტას ხელმძღვანელობდა კაბანელასი, როგორც ყველაზე უფროსი გენერალი,[18] ხუნტაში შედიოდა მოლა, სამი გენერალი და ორი კოლონელი; ფრანკო ხუნტაში აგვისტოს საწყის დღეებში დაამატეს.[19] 21 სექტემბერს, გადაწყდა რომ ფრანკო უნდა გამხდარიყო მთავარსარდალი (ამ გაერთიანებულ მეთაურობას დაუპირისპირდა მხოლოდ კაბანელასი),[20] და მცირე დისკუსიის შემდეგ მოლა და კეიპო დე ლიანო დანიშნეს მთავრობის თავებად.[21] მის პირველობას ასევე ხელი შეუწო ჰიტლერის გადაწყვეტილებამ მთელი მისი სამხედრო დახმარება ნაციონალისტებისადმი წასულიყო პირდაპირ ფრანკოსკენ.[22]

მოლა ფრანკოს მიიჩნევდა ამბოხის საწყისისთვის შეუფერებელად მაგრამ მოლამ თავად მოახდინა თავისივე თავის დისკრედიტება წარუმატებელი გადატრიალების დაგეგმვით რაც გადაიზარდა სამოქალაქო ომში, მას მიიჩნევდნენ კარლისტად და არა ფალანგისტად, მას ასევე არ ქჰონდა კარგი ურთიერთობები ჰქონდა გერმანელებთან; კეიპო დე ლიანო და კაბანელასი ორივე ადრე აუჯანყდნენ მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურას რის გამოც ისინი დისკრედიტირებულები იყვნენ ნაციონალისტების ნაწილში; ფალანგისტთა ლიდერი პრიმო დე რივერა დამწყვდეული იყო მადრიდის ციხეში (რამდენიმე თვის შემდეგ ის სიკვდილით დასაჯეს) და გადაწყვეტილება მისთვის გაენთავისუფლებინათ პოსტი აშოშმინებდა სხვა ფალანგისტ ლიდერებს წამოეყენებინათ საკუთარი კანდიდატურები. ფრანკოს მიერ ადრინდელი სიშორე პოლიტიკისგან ნიშნავდა იმას რომ მას ჰყავდა მცირე რაოდენობის მაგრამ მაინც მტრები სხვადასხვა დაჯგუფებებში და სწორედ ამის გამო მან დაიწყო სერიოზული კოოპერირება გერმანიასა და იტალიასთან.[23]

1936 წლის 1 ოქტომბერს ბურგოსში, ფრანსისკო ფრანკო სახალხოდ გამოცხადდა ნაციონალური არმიის გენერალსიმუსად და სახელმწიფოს თავად.[24] როდესაც მოლა გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში (არსებობს აზრი რომ ეს მკვლელობა იყო) (1937 წლის 2 ივნისი), აღარ დარჩა ესპანეთში არც ერთი სამხედრო ლიდერი რომელიც მოაწყობდა შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ 1933-1935 წლებში.[25]

სამხედრო მმართველობა

რედაქტირება

ამ დროიდან მოყოლებული, ფრანკო პერსონალურად სარდლობდა სამხედრო ოპერაციებს. 1936 წლის ნოემბრის მადრიდის აღების მცდელობის წარუმატებლობის შემდგომ ნაციონალისტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, რამაც ფრანკოს კიდევ უფრო დააახლოვა გამარჯვებას ვიდრე გაბედულა შეტევამ. მისი გადაწყვეტილება გადაერჩინა გარნიზონი ტოლედოში, ბევრი კამათის თემა გამხდარა, ასევე აღსანიშნავია მისი გადაწყვეტილება წასულიყო ვალენსიისკენ კატალონიის მაგივრად, რაც სრულიად გაუმართლებელი იყო სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფრანკომ მტრის უკანასკნელი ნაწილები გაანადგურა სწორედ ვალენსიაში, კასტელონში და ალიკანტეში.

ფრანკოს არმიას მხარს უჭერდა ნაცისტური გერმანია ლეგიონ კონდორის სახით, რომელიც ცნობილია 1937 წლის 26 აპრილის გერნიკას დაბომბვით. გერმანული ძალები ეხმარებოდნენ ნაციონალისტებს პირადი შემადგენლობისა და ინსტრუქტორების გაწვრთნაში, და ზოგიერთმა გერმანელმა და იტალიელმა ესპანეთში იმსახურა მთელი ომის პერიოდში. უმთავრესი დახმარება მიღებულ იქნა ფაშისტური იტალიისგან, მაგრამ ორივე ძალის გავლენის დონე ფრანკოს სამხედრო გეზზე იყო დაბალი. მიუხედავად ამისა რომ იტალიელების ბრძოლა ყოველთვის არ იყო ეფექტიანი (მაგ. გვადალახარს ბრძოლა), მათი წარმომადგენლობა უმეტეს ბრძოლებში იყო საკმაოდ დიდი, მაშინ როდესაც CTV ეხმარებოდა ნაციონალისტების საჰაერო დომინანტობის მოსაპოვებლად მთელი ომის განმავლობაში. ანტონიუ დი სალაზარიის პორტუგალია ასევე ღიად ეხმარებოდა ნაციონალისტებს ომის დასაწყისიდანვე 20 000 მებრძოლით.

ფრანკოს მიერ ნაცისტებისა და ფაშისტების მართვა შეზღუდული იყო, განსაკუთრებით ლეგიონ კონდორზე, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ისინი ფრანკოს უნდა დამორჩილებოდნენ, ხშირად ისინი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებდნენ. პრესტიჟის გამო გერმანულმა და იტალიურმა ნაწილებმა ბოლომდე იბრძოლეს ფრანკოს მხარეს და მიიღეს მონაწილეობა ტრიუმფალურ მადრიდის სამხედრო აღლუმში.[26]

პოლიტიკური მმართველობა

რედაქტირება
 
ფრანკო 1940 წელს.

1937 წლის აპრილს, ფრანკომ შეძლო გაეერთიანებინა იდეოლოგიურად ერთმანეთისთვის მიუღებელი ნაციონალ სინდიკალისტური ფალანგა (მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური პარტია, დაფუძნებულია ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერას მიერ) და კარლისტ მონარქისტული პარტიები ერთ პარტიაში მისი მმართველობის ქვეშ, რასაც დაერქვა Falange Española Tradicionalista y de las Juntas de Ofensiva Nacional-Sindicalista (FET y de las JONS), რომელიც გახდა ერთადერთი ლეგალური პარტია 1939 წელს. ფალანგისტების ჰიმნი, სახით მზისკენ (ესპ. Cara al Sol) გახდა ნახევრად ეროვნული ჰიმნი ფრანკოს რეჟიმის დამყარებამდე.

ახალმა პოლიტიკურმა ფორმაციამ დააშოშმინა პრო-ნაცისტი ფალანგისტები, იმავდროულად კი ასუსტებდა მათ ანტიგერმანელ კარლისტებთან მიმართებაში. ფრანკოს სიძე, რამონ სერანო სუნერი, რომელიც იყო მისი პოლიტიკური მრჩეველი, შეძლო გადაეკიდა სხვადასხვა პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ ფრანკოს ქვეშ რათა შთაენთქათ ნებისმიერი კონფრონტაცია ფრანკოს წინააღმდეგ. საჭიროების მომენტში მან პარტიიდან გარიცხა კიდეც წამყვანი წევრები, კარლისტი მანუელ ფალ კონდე და ფალანგისტი მანუელ ჰედილა რათა უზრუნველეყო ფრანკოს პოლიტიკური მომავალი. ფრანკომ ასევე დააშოშმინა კარლისტები როდესაც პროპაგანდამ გაატარა რესპუბლიკელების ანტიკლერიკანიზმის დაგმობის პოლიტიკა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ომის წამებულებზე“. მაშინ როდესაც რესპუბლიკური ძალები ომს უწოდებდნენ ფაშიზმისგან ქვეყნის დაცვის ბრძოლას, ფრანკომ თავისი თავი წარმოსახა როგორც „ქრისტიანული ევროპის“ დამცველი „ათეისტური კომუნიზმისგან“.

1937 წლიდან, ყველა სასიკვდილო განაჩენი ხელმოწერილი იყო ფრანკოს მიერ.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი

რედაქტირება
 
ფრანკო და ჰაინრიხ ჰიმლერი
 
ფრაცისკო ფრანკო და დუაიტ ეიზენჰაუერი.

იტალიამ გერმანიასთან ერთად ვერ მოიპოვეს მრავალრიცხოვანი დივიდენდები. რა თქმა უნდა ისინი გადარჩნენ კომუნისტურ სახელმწიფოს დასავლეთ ევროპაში თუმცა ესპანეთი არ შევიდა მათთან ალიანსში და მთელი ომის განმავლობაში მეტწილად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს (თუ არ ჩავთვლით ცისფერ დივიზიას).

ჰიტლერთან პირისპირ შეხვედრაზე ფრანკომ უარი უთხრა გიბრალტარის აღების გეგმაში ესპანეთის მონაწილეობაზე. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში (ცისფერი დივიზია) ფრანკო უბრუნებდა სტალინს იმ მონეტას რომელიც მან გამოიყენა სამოქალაქო ომში მის წინააღმდეგ. ჰიტლერმა ერთი პერიოდი სცადა ცისფერი დივიზიის გენერალი ფრანკოს წინააღმდეგ გამოყენება, რათა ხელისუფლებაში მოეყვანა მისადმი მორჩილი ხელისუფლება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის საზღვრებთან მობილიზება გაუკეთეს შეიარაღებულ ძალებს 1942 წელს. მუსოლინის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ფრანკომ გამოიწვია ლეგენდარული ცისფერი დივიზია სსრკ-დან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკომ შეინარჩუნა ხელისუფლება თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო იზოლაციაში.

ფრანკომ ადოლფ ჰიტლერის უდიდესი ზეწოლის შემდეგ მაინც დახუჭა თვალები გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე და ასევე უარი უთხრა ჰიტლერს ანტისემიტური კანონების მიღებაზე, საერთო ჯამში ფრანკოს დიდი მოღვაწეობის შედეგად გადარჩა 60 000 ებრაელი. ამ მიზეზით ფრანსისკო ფრანკო შესულია ერთ ერთ ყველაზე საპატივცემულო ადამიანად თანამედროვე ისრაელის ისტორიაში, მიუხედავად ჰიტლერთან გარკვეული თანამშრომლობისა.

უკანასკნელი პერიოდი

რედაქტირება

ცივი ომის დაწყებისთანავე 50-იან წლებში დაიწყო ესპანეთის დიპლომატიური ცნობა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე ფრანკომ დაიწყო ფაშისტური პარტიის (ესპანური ფალანგის) გავლენის შემცირება, ხოლო ომის შემდეგ პარტიის საქმე მხოლოდ სოციალურო საქმით შემოიფარგლებოდა მსგავსად საბჭოთა პროპკავშირებისა, პარტიის სახელი შეიცვალა და დაერქვა ნაციონალური მოძრაობა. ფრანკოს ინიციატივით გატარდა ეროვნული შერიგების პოლიტიკა, რაც გამოიხატა მემორიალში, რომელიც მიეძღვნა ყველა დაღუპულს სამოქალაქო ომში. თუმცა პოლიტიკური რეპრესიები (მემარცხენეების, სეპარატისტების კატალონიიდან და ბასკეთიდან) გაგრძელდა მის სიკვდილამდე.

50-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ესპანური ეკონომიკური საოცრება, ესპანეთი გამოვიდა ევროპის ერთ ერთი უაღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან და შემდგომ წლებში დაიკავა მეორე ადგილი ეკონომიკური განვითარების ტემპებით (იაპონიის შემდეგ).

 
წმინდა კრუზის დაცემულთა ველი

ბევრი მინისტრი, შემქმნელები ეკონომიკური საოცრებისა იყვენე კათოლიკური ორდენის Opus Dei წევრები.

60-იანი წლების დასასრულს დაიწყო პოლიტიკური რეფორმები, მიღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების და არაპოლიტიკური შეკრებების შესახებ. ასევე მირებულ იქნა კანონი ადამიანის უფლებების შესახებ, რამაც საფუძველი მოუმზადა ქვეყანას მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე.

მთელი ეს დრო 1947 წლიდან მოყოლებული ესპანეთი ითვლებოდა მონარქიულ ქვეყნად მეფის ვაკანტური ადგილით, ბოლო პერიოდში ფრანკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეფე მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო პრინცი ხუან კარლოსი, რაც განხორციელდა 1975 წელს. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა პირველმა დაასრულა ქვეყის ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე ქვეყნის გადაყვანის პროცესი.

1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი ადმირალ ლუის კარერო ბლანკოსთან შეთანხმებით. (რომელიც მოკლული იქნა იმავე წელს ეტას მიერ).

ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში დაცემულთა ველზე, რომელიც ეძღვნება ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულ ადამიანებს და რომელიც შეიქმნა სპეციალურად ფრანკოსთვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ადამიანები რომელთაც შეცვალეს მსოფლიო, ფრანკო, თბ., 2010 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hakim, Joy (1995). A History of Us: War, Peace and all that Jazz. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-509514-6
  2. Sinova, J. La censura de prensa durante el franquismo/ The Media Censorship During Franco Regime. Random House Mondadori. ISBN 84-8346-134-X.
  3. Lázaro, A. James Joyce's encounters with Spanish censorship, 1939-1966. Joyce Studies Annual, 1 Jan, 2001.
  4. casanova, J. "Setenta años de la victoria de Franco" http://www.elpais.com/articulo/opinion/Setenta/anos/victoria/Franco/elpepuopi/20090329elpepiopi_5/Tes
  5. Rodrigo, J. "Cautivos: Campos de concentración en la España franquista, 1936-1947", Editorial Crítica.
  6. http://www.presidency.ucsb.edu/ws/index.php?pid=2693
  7. New York Times. "Nixon Asserts Franco Won Respect for Spain." November 21, 1975, Friday, page 16.
  8. http://www.geneall.net/H/per_page.php?id=63980
  9. http://www.thepeerage.com/p11214.htm#i112139
  10. "Discurso de Franco a los cadetes de la academia militar de Zaragoza" (in Spanish). 1931-06-14. http://www.generalisimofranco.com/discurso12.htm. Retrieved on 2006-07-21
  11. "Riots Sweep Spain on Left's Victory; Jails Are Stormed", The New York Times, February 18, 1936.
  12. Muggeridge, Malcolm, editor, Ciano's Diplomatic Papers, Odhams, London, 1948: 17-18
  13. "Manifesto de las palmas", 1936-07-18. Retrieved on 2006-07-21.
  14. Santos Juliá, coord. Víctimas de la guerra civil, Madrid, 1999, ISBN 84-8460-333-4
  15. ესპანეთის სამოქალაქო ომი დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Wayback Machine. ,
  16. "La Memoria de los Nuestros" დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. , (ესპანურად). http://www.memoriahistorica.org/alojados/periquete/paginas/noticias1.html დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2006-07-21..
  17. Hugh Thomas, The Spanish Civil War, revised and enlarged edition (1977), New York: Harper & Row. ISBN 0-06-014278-2. p. 258
  18. Thomas writes, "to pacify, rather than to dignify, him." op. cit., p. 282.
  19. Thomas, op. cit., p. 282.
  20. Thomas, op. cit., p. 421.
  21. Thomas, op. cit., pp 423–424.
  22. Thomas, op. cit., p. 356.
  23. Thomas, op. cit., pp 420–422.
  24. Thomas, op. cit., p. 424.
  25. Thomas, op. cit., pp 689–690.
  26. The Spanish Republic and the civil war 1931-39, by Gabriel Jackson, New Jersey, 1967
ფრანსისკო ფრანკო
წინამორბედი:
ხუან ნეგრინი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
1939—1973
შემდეგი:
ლუის კარერო ბლანკო
წინამორბედი:
მანუელ ასანია
ესპანეთის პრეზიდენტი
1939—1947
შემდეგი:
რეგენტი
ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური
1939—1975
შემდეგი:
ხუან კარლოს I