მესამე რაიხი
გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reich; ქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich; ქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაციონალ-სოციალისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
გერმანული რაიხი მესამე რაიხი Deutsches Reich (1933–1943) Großdeutsches Reich (1943–1945) | ||||||||||||||||||||
სახელმწიფო/იმპერია აღარ არსებობს | ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
დევიზი Ein Volk, ein Reich, ein Führer „ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი“ | ||||||||||||||||||||
ჰიმნი
| ||||||||||||||||||||
გერმანიის ტერიტორიული პიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე)
| ||||||||||||||||||||
დედაქალაქი | ბერლინი | |||||||||||||||||||
უდიდესი ქალაქები | ბერლინი, ვენა, ჰამბურგი, მიუნხენი | |||||||||||||||||||
ენები | გერმანული ენა | |||||||||||||||||||
რელიგია | საერო სახელმწიფო | |||||||||||||||||||
მთავრობა | ნაცისტური ერთპარტიული სახელმწიფო ტოტალიტარული დიქტატურით | |||||||||||||||||||
ფიურერი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
რაიხსპრეზიდენტი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1934 | პაულ ჰინდენბურგი | ||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | კარლ დენიცი | ||||||||||||||||||
რაიხსკანცრელი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | იოზეფ გებელსი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | იოჰან ფონ კროზიგკი | ||||||||||||||||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | რაიხსტაგი | |||||||||||||||||||
- | სახელმწიფო საბჭო | რაიხსტარი | ||||||||||||||||||
ისტორიული ერა | ომებსშორისი პერიოდი/ მეორე მსოფლიო ომი | |||||||||||||||||||
- | მახტერგრეიფუნგი | 30 იანვარი 1933 | ||||||||||||||||||
- | გლაიხშალტუნგი | 27 თებერვალი 1933 | ||||||||||||||||||
- | ანშლუსი | 12 მარტი 1938 | ||||||||||||||||||
- | II მსოფლიო ომი | 1 სექტემბერი 1939 | ||||||||||||||||||
- | კაპუტულაცია | 8 მაისი 1945 | ||||||||||||||||||
- | საბოლოო დაშლა | 23 მაისი 1945 | ||||||||||||||||||
ფართობი | ||||||||||||||||||||
- | 1939 | 633 786 კმ² (244 706 მლ²) | ||||||||||||||||||
- | 1941 | 696 265 კმ² (268 829 მლ²) | ||||||||||||||||||
მოსახლეობა | ||||||||||||||||||||
- | 1939 წელი | 69 314 000 | ||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 109,4 /კმ² (283,3 /მლ²) | |||||||||||||||||||
- | 1941 წელი | 90 000 000 | ||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 129,3 /კმ² (334,8 /მლ²) | |||||||||||||||||||
ვალუტა | რაიხსმარკა (ℛℳ) | |||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ქვეყანების ჩამონათვალი |
1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.
სახელწოდება
რედაქტირება1933-1943 წლებში სახელმწიფოს ოფიციალური სახელი იყო გერმანული რაიხი (Deutsches Reich). 1943 წელს სახელი გადაერქვა და დიდი გერმანული რაიხი (Großdeutsches Reich) ეწოდა. თანამედროვე გერმანელები მაშინდელ გერმანიას ნაციონალ-სოციალისტურ პერიოდად, ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიად ან უბრალოდ მესამე რაიხად მოიხსენიებენ.
გერმანული სიტყვა რაიხი (გერმ. Das Reich) შეიძლება ითარგმნოს ქართულ ენაზე როგორც „სახელმწიფო“, „იმპერია“[1]. თავდაპირველად, გერმანელები ამ ტერმინს რომის იმპერიის აღსანიშნავად იყენებდნენ, შემდეგ — რომის საღვთო იმპერიის. ზუსტად რომის საღვთო იმპერიიდან დაიწყეს ტერმინის გამოყენება, როგორც გერმანულის მიწების შემცველი გერმანული სახელმწიფოს აღმნიშვნელი (ამ მიზეზით, ვაიმარის რესპუბლიკასაც ოფიციალურად რაიხი ერქვა). თვითონ ტერმინი მესამე რაიხი, რომელსაც თავიდან მხოლოდ მითური მნიშვნელობით იყენებდნენ (მესამე სამეფო) ჰილიაზმურ და ჩახმურ, ან კიდევ, რადიკალურ პროტესტანულ დოქტრინებში ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ბოლოში და ახალი დროის დასაწყისში. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა შემოიტანა გერმანელმა ნაციონალისტმა მწერალმა არტურ მოილერ ვან დერ ბრუკმა 1923 წელს თავის წიგნში. ვან დერ ბრუკზე დაყრდნობით, პირველი რაიხი იყო საღვთო რომის იმპერია (962—1806), მეორე რაიხი — გერმანიის იმპერია (1871—1918), მესამე რაიხი კი უნდა ყოფილიყო სუსტი ვაიმარის რესპუბლიკის შემცვლელი იდეალური პანგერმანული რაიხი.
ჰიტლერმა მესამე რაიხის იდეა ვან დერ ბრუკისგან გადაიღო, რომელიც მასზე არც თუ ისე კარგი აზრის იყო. მწერალმა 1925 წელს თავი მოიკლა.[2]
ისტორია
რედაქტირებაწინარეისტორია
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანულმა ეკონომიკამ სერიოზული დაღმასვლა განიცადა. ძირითადად, ეს გამოწვეული იყო რეპარაციების გადახდის გამო, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებამ დაადგინა. მთავრობა დიდი რაოდენობით ფულს ბეჭდავდა რეპარაციებისა და სამხედრო სესხების დასაფარად, რამაც ძლიერი ინფლაცია გამოიწვია. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, პირადი მოხმარების საგნებზე, დაიწყო ეკონომიკური ქაოსი და მასობრივი არეულობები.[3] როდესაც მთავრობამ ვერ შეძლო რეპარაციების გადახდა 1923 წლის იანვრისათვის, ფრანგულმა სამხედრო ძალებმა რურის ინდუსტრიული რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. კიდევ უფრო გაიზარდა სამოქალაქო დაპირისპირება გერმანიაში.[4]
ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებს შორის იმ დროის გერმანიაში.[5] პარტიის მიზნები მოიცავდა ვაიმარის მთავრობის შეცვლას, ვერსალის ხელშეკრულების პირობების გაუქმებას, რადიკალურ ანტისემიტიზმსა და ანტიკომუნიზმს.[6] მხარდამჭერებს ჰპირდებოდნენ ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობის ჩამოყალიბებას, გერმანელი ხალხისათვის გაზრდილი „სასიცოცხლო სივრცის“ (Lebensraum) შექმნას, ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც რასობრივი წმენდითა და ებრაელთათვის გავლენის შემცირებით უნდა მომხდარიყო.[7] ნაცისტებს სურდათ ეროვნული და კულტურული აღორძინება.[8]
1929 წელს შეერთებულ შტატებში მომხდარმა საფონდო ბირჟის კრახმა გერმანულ ეკონომიკაზე უმძიმესი ეფექტი მოახდინა. მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, გაკოტრდა რამდენიმე მსხვილი ბანკი. ჰიტლერმა და მისმა ნაცისტურმა პარტიამ შექმნილი მდგომარეობა პოპულარობის გასაზრდელად გამოიყენეს. ისინი ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირობას იძლეოდნენ.[9] ბევრმა ამომრჩეველმა ჩათვალა რომ პარტიას შესწევდა უნარი, აღედგინა წესრიგი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. 1932 წლის ფედერალურმა არჩევნებმა ნაციონალ-სოციალისტური პარტია რაიხსტაგის უდიდეს პარტიად აქცია 230 მანდატით (37.4%).[10]
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა პარტიამ წარმატებებს მიაღწია 1932 წლის ორ გენერალურ არჩევნებში, უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, ჰიტლერმა ჩამოაყალიბა ხანმოკლე კოალიცია გერმანიის ნაციონალური ხალხის პარტიასთან.[11] პოლიტიკოსების, ინდუსტრიალისტებისა და ბიზნეს-წრეების დაჟინებული მოთხოვნით, 1933 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ.[12] მომდევნო თვეებში, ნაცისტებმა ქვეყანაში გაშალეს გლაიხშალტუნგად (Gleichschaltung) ცნობილი პროცესი, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.[13] მთელი სამოქალაქო სექტორი, აგროკულტურული ჯგუფების, მოხალისეთა ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების ჩათვლით, დაექვემდებარა პარტიის კონტროლს. მათი ხელმძღვანელობა ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ან, სულაც, პარტიის წევრებით ჩანაცვლდა. 1933 წლის ივნისისათვის, ნაცისტები მხოლოდ არმიასა და ეკლესიას ვერ აკონტროლებდნენ.[14]
1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა; დამნაშავედ დანიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლიუბე ცნეს. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ ეს კომუნისტური აჯანყების დაწყებას ნიშნავდა და ამას მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაშლა მოჰყვა: დააკავეს გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი. 1933 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით შეიზღუდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლებების ჩათვლით. ბრძანებულება უფლებას აძლევდა პოლიციელებს დაეკავებინათ მოქალაქეები უვადოდ და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ პერიოდში გაძლიერდა მუშაობა პროპაგანდის მხრივ, რამაც მათ მოსახლეობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა მოუტანა.[15]
1933 წლის მარტში რაიხსტაგმა, 444 ხმით 94-ის წინააღმდეგ, შეიტანა შესწორება გერმანიის კონსტიტუციაში, რაც უფლებას აძლევდა ჰიტლერსა და მის კაბინეტს, დაემტკიცებინა კანონები პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით.[16][17] ვინაიდან რაიხსტაგში ამ კანონის მიღებას 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მმართველმა პარტიამ 28 თებერვლის ბრძანებულება გამოიყენა, რათა ხმის მიცემის პროცესზე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები არ დაეშვა; კომუნისტები უკვე გარიცხულები იყვნენ.[18][19] ივნისში სოციალ-დემოკრატების პარტიაც გააუქმეს;[20] დაიშალნენ დარჩენილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც. 1933 წლის 14 ივლისს გერმანია ფაქტობრივად ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცა, როდესაც ახალი პარტიის დაარსებაც აიკრძალა. 1933 წლის ნოემბრის, 1936 წლის მარტისა და 1938 წლის აპრილის არჩევნები მთლიანად ნაცისტების მიერ კონტროლდებოდა და მხოლოდ ნაცისტებსა და მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ კანდიდატებს ირჩევდნენ.[21] 1934 წლის იანვარში გაუქმდა რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოები და რაიხსრატი.[22]
ნაცისტურმა პარტიამ გააუქმა ვაიმარის დროინდელი სიმბოლიკაც, მათ შორის, სამფეროვანი დროშა (შავი, წითელი, ოქროსფერი). სანაცვლოდ, შემოიტანეს განახლებული იმპერიული სიმბოლიკა. 1935 წლიდან სახელმწიფოს დროშად დამტკიცდა პარტიის მიერ ადრე გამოყენებული დროშა: სვასტიკის სიმბოლოთი. ჰორსტ ვესელის სიმღერა, რომელიც ასევე ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა მანამდე, მეორე ოფიციალურ ჰიმნად იქცა.[23]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Agreement Between the Governments of the United Kingdom, the United States of America, and the Union of Soviet Socialist Republics, and the Provisional Government of the French Republic on Certain Additional Requirements to be Imposed on Germany. dipublico.com (20 September 1945).
- Antill, Peter (2005). Berlin 1945: End of the Thousand Year Reich. Oxford; New York: Osprey. ISBN 1-84176-915-0.
- Beevor, Antony (2002). Berlin: The Downfall 1945. London: Viking-Penguin Books. ISBN 978-0-670-03041-5.
- Beevor, Antony (2012). The Second World War. New York: Little, Brown. ISBN 978-0-316-02374-0.
- Bendersky, Joseph W. (2007). A Concise History of Nazi Germany: 1919–1945. Lanham, MD: Rowman & Littlefield. ISBN 978-0-7425-5363-7.
- Berben, Paul (1975). Dachau 1933–1945: The Official History. London: Norfolk Press. ISBN 0-85211-009-X.
- Berghahn, Volker R. (1999). „Germans and Poles, 1871–1945“, Germany and Eastern Europe: Cultural Identities and Cultural Differences, Yearbook of European Studies. Amsterdam; Atlanta: Rodopi. ISBN 90-420-0688-9.
- Beyer, John C.; Schneider, Stephen A.. Forced Labour under the Third Reich – Part 1 (PDF). Nathan Associates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 12 May 2013.
- Biddiscombe, Perry (2001). „Dangerous Liaisons: The Anti-Fraternization Movement in the US Occupation Zones of Germany and Austria, 1945–1948“. Journal of Social History. 34 (3): 611–647. doi:10.1353/jsh.2001.0002. ISSN 0022-4529.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Boczek, Bolesław Adam (2005). International Law: A Dictionary. Lanham, MD: Scarecrow Press. ISBN 0-8108-5078-8.
- Braun, Hans-Joachim (1992). „Aero-Engine Production in the Third Reich“. History of Technology. 14: 1–15.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Busse, Reinhard; Riesberg, Annette. Health Care Systems In Transition: Germany (PDF). WHO Regional Office for Europe on behalf of the European Observatory on Health Systems and Policies (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- Bytwerk, Randall. (1998)German Propaganda Archive: Goebbels' 1943 Speech on Total War. Calvin College. ციტირების თარიღი: 3 March 2016.
- Children during the Holocaust. United States Holocaust Memorial Museum.
- Clark, Christopher M. (2006). Iron Kingdom: The Rise and Downfall of Prussia, 1600–1947. London: Penguin Group. ISBN 978-0-674-02385-7.
- Closmann, Charles (2005). „Legalizing a Volksgemeinschaft: Nazi Germany's Reich Nature Protection Law of 1935“, How Green Were the Nazis?: Nature, Environment, and Nation in the Third Reich. Athens: Ohio University Press.
- (1988) Fists of Steel, The Third Reich. Alexandria, VA: Time-Life Books. ISBN 0-8094-6966-9.
- Conway, John S (2001). The Nazi Persecution of the Churches, 1933–1945. Vancouver: Regent College Publishing. ISBN 1-57383-080-1.
- Cuomo, Glenn R. (1995). National Socialist Cultural Policy. New York: Palgrave MacMillan. ISBN 978-0-312-09094-4.
- Dachau. United States Holocaust Memorial Museum. ციტირების თარიღი: 14 July 2013.
- Davies, Norman (2003). Rising '44: the Battle for Warsaw. New York: Viking. ISBN 0-670-03284-0.
- Davis, Richard G. (1995). „German Rail Yards and Cities: U.S. Bombing Policy 1944–1945“. Air Power History. 42 (2): 46–63.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- „Declaration Regarding the Defeat of Germany and the Assumption of Supreme Authority with Respect to Germany and Supplementary Statements“. American Journal of International Law. 39 (3): 171–178. July 1945. doi:10.2307/2213921. JSTOR 221392.
- DeGregori, Thomas R. (2002). Bountiful Harvest: Technology, Food Safety, and the Environment. Washington: Cato Institute. ISBN 1-930865-31-7.
- DeLong, J. Bradford. (February 1997) Slouching Towards Utopia?: The Economic History of the Twentieth Century. XV. Nazis and Soviets. econ161.berkeley.edu. University of California at Berkeley. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 21 April 2013.
- Dorland, Michael (2009). Cadaverland: Inventing a Pathology of Catastrophe for Holocaust Survival: The Limits of Medical Knowledge and Memory in France, Tauber Institute for the Study of European Jewry series. Waltham, Mass: University Press of New England. ISBN 1-58465-784-7.
- Douglas, R.M (2012). Orderly and Humane: The Expulsion of the Germans after the Second World War. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-16660-6.
- Dussel, Konrad (2010). „Wie erfolgreich war die nationalsozlalistische Presselenkung?“ [How Successful was National Socialist Control of the Daily Press?]. Vierteljahrshefte für Zeitgeschichte (German). Munich: Institut für Zeitgeschichte. 58 (4): 543–561. doi:10.1524/vfzg.2010.0026.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) (ფასიანი რეგისტრაცია)
- (2004) Encyklopedia Powszechna PWN (Polish). Warsaw: Państwowe Wydawnictwo Naukowe. ISBN 83-01-14179-4.
- "Euthanasie" im Nationalsozialismus German. Das Bundesarchiv. Government of Germany (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 May 2013.
- Evans, Richard J. (2003). The Coming of the Third Reich. New York: Penguin. ISBN 978-0-14-303469-8.
- Evans, Richard J. (2005). The Third Reich in Power. New York: Penguin. ISBN 978-0-14-303790-3.
- Evans, Richard J. (2008). The Third Reich at War. New York: Penguin. ISBN 978-0-14-311671-4.
- Evans, Richard J. (2009). Cosmopolitan Islanders: British Historians and the European Continent. Cambridge; New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-19998-8.
- Farago, Ladislas [1942] (1972). German Psychological Warfare, International Propaganda and Communications. New York: Arno Press. ISBN 978-0-405-04747-3.
- Fest, Joachim (1996). Plotting Hitler's Death: The German Resistance to Hitler 1933–1945. London: Weidenfield & Nicolson.
- Flint, Colin (June 1998). „To Explain or Understand Evil: Comparing Hermeneutic and Rational Choice Approaches to the Analysis of Nazism“. Social Science Quarterly. Austin: University of Texas Press. 79 (2): 466–474.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Freeman, Michael J. (1995). Atlas of Nazi Germany: A Political, Economic, and Social Anatomy of the Third Reich. London; New York: Longman. ISBN 978-0-582-23924-1.
- Friedländer, Saul (2009). Nazi Germany and the Jews, 1933–1945. New York: Harper Perennial. ISBN 978-0-06-135027-6.
- Fritzsche, Peter (2008). Life and Death in the Third Reich. Cambridge, MA: Belknap Press of Harvard University Press. ISBN 978-0-674-03465-5.
- Gellately, Robert (2001). Social Outsiders in Nazi Germany. Princeton University Press. ISBN 978-0-691-08684-2.
- Gellately, Robert (1996). „Reviewed work(s): Vom Generalplan Ost zum Generalsiedlungsplan by Czeslaw Madajczyk. Der "Generalplan Ost". Hauptlinien der nationalsozialistischen Planungs- und Vernichtungspolitik by Mechtild Rössler; Sabine Schleiermacher“. Central European History. 29 (2): 270–274. doi:10.1017/S0008938900013170.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Germany (West) Presse- und Informationsamt (1961). Germany Reports. With an introduction by Konrad Adenauer (German). Wiesbaden: F. Steiner. OCLC 5092689.
- Germany (West). Statistisches Bundesamt (1958). Die deutschen Vertreibungsverluste. Bevölkerungsbilanzen für die deutschen Vertreibungsgebiete 1939/50 (German). Wiesbaden: Verlag W. Kohlhammer. OCLC 7363969.
- Gesetz über das Staatsoberhaupt des Deutschen Reichs. § 1 German. documentArchiv.de (1 August 1934).
- Gill, Anton (1994). An Honourable Defeat: A History of the German Resistance to Hitler. London: Heinemann.
- Gill, Roger (2006). Theory and Practice of Leadership. London: SAGE Publications. ISBN 978-0-7619-7176-4.
- Glantz, David M. (1995). When Titans Clashed: How the Red Army Stopped Hitler. Lawrence, KS: University Press of Kansas. ISBN 978-0-7006-0899-7.
- Goeschel, Christian (2009). Suicide in Nazi Germany. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-953256-8.
- Goldhagen, Daniel (1996). Hitler's Willing Executioners: Ordinary Germans and the Holocaust. New York: Knopf. ISBN 978-0-679-44695-8.
- Government of West Germany (1960). Statistisches Jahrbuch für die Bundesrepublik Deutschland (German). Stuttgart: W. Kohlhammer.
- Grunberger, Richard (1971). The 12-Year Reich: A Social History of Nazi Germany 1933–1945. New York: Holt Rinehart and Winston. ISBN 978-0-03-076435-6.
- Hagemann, Karen (October 2011). „Mobilizing Women for War: The History, Historiography, and Memory of German Women's War Service in the Two World Wars“. Journal of Military History. 75 (4): 1055–1094.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Hahn, Hans Henning; Hahnova, Eva (2010) Die Vertreibung im deutschen Erinnern. Legenden, Mythos, Geschichte (German). Munich; Vienna: Paderborn. ISBN 978-3-506-77044-8.
- Hanauske-Abel, Hartmut M. (7 December 1996). „Not a slippery slope or sudden subversion: German medicine and National Socialism in 1933“ (PDF). BMJ. 313 (7070): 1453–1463. doi:10.1136/bmj.313.7070.1453. PMC 2352969. PMID 8973235. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2016.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Haar, Ingo (2009). Die deutschen Vertreibungsverluste: – Forschungsstand, Kontexte und Probleme (German). Springer. ISBN 978-3-531-16152-5.
- Heinemann, Isabel; Oberkrome, Willi; Schleiermacher, Sabine; Wagner, Patrick (2006) Nauka, planowanie, wypędzenia : Generalny Plan Wschodni narodowych socjalistów : katalog wystawy Niemieckiej Współnoty Badawczej (PDF) (Polish), Bonn: Deutsche Forschungsgemeinschaft. დაარქივებული 2019-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Hildebrand, Klaus (1984). The Third Reich. Boston: George Allen & Unwin. ISBN 0-04-943032-7.
- Hitchcock, William I. (2004). The Struggle for Europe: The Turbulent History of a Divided Continent, 1945 to the Present. New York: Anchor. ISBN 978-0-385-49799-2.
- Hoffmann, Peter [1977] (1996). The History of the German Resistance, 1933–1945. Montreal: McGill-Queen's University Press. ISBN 0-7735-1531-3.
- Hosking, Geoffrey A. (2006). Rulers and Victims: The Russians in the Soviet Union. Cambridge: Harvard University Press. ISBN 0-674-02178-9.
- Hubert, Michael (1998). Deutschland im Wandel. Geschichte der deutschen Bevolkerung seit 1815 (German). Stuttgart: Steiner, Franz Verlag. ISBN 3-515-07392-2.
- Kammerer, Willi; Kammerer, Anja (2005) Narben bleiben: die Arbeit der Suchdienste – 60 Jahre nach dem Zweiten Weltkrieg. Berlin: Dienststelle.
- Kershaw, Ian (2000). Hitler, 1936–1945: Nemesis. New York; London: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32252-1.
- Kershaw, Ian (2000). The Nazi Dictatorship: Problems and Perspectives of Interpretation, 4th, London: Arnold. ISBN 978-0-340-76028-4.
- Kershaw, Ian [1987] (2001). The "Hitler Myth": Image and Reality in the Third Reich. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 0-19-280206-2.
- Kershaw, Ian (2008). Hitler: A Biography. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-06757-6.
- Kershaw, Ian [2011] (2012). The End: Hitler's Germany, 1944–45, Paperback, London: Penguin. ISBN 978-0-14-101421-0.
- Khatyn: Genocide Policy. Khatyn State Memorial Complex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 11 May 2013.
- Kinobesuche in Deutschland 1925 bis 2004 German (PDF). Spitzenorganisation der Filmwirtschaft e. V. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 10 May 2013.
- Kitchen, Martin (2006). A History of Modern Germany, 1800–2000. Malden, MA: Blackwell. ISBN 978-1-4051-0040-3.
- Koldehoff, Stefan. (29 November 2006) Keine deutsche Opferarithmetik German. Deutschlandfunk. ციტირების თარიღი: 29 May 2013.
- Kressel, Neil J. (2002). Mass Hate: The Global Rise Of Genocide And Terror. New York: Plenum Press. ISBN 0-8133-3951-0.
- Lakotta, Beate (March 2005). „Tief vergraben, nicht dran rühren“. Der Spiegel (German). Hamburg: Spiegel-Verlag (2): 218–221. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-17. ციტირების თარიღი: 2016-09-17.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Lauryssens, Stan (1999). The Man Who Invented the Third Reich: The Life and Times of Arthur Moeller van den Bruck. Stroud: Sutton. ISBN 978-0-7509-1866-4.
- „Leni Riefenstahl“. The Daily Telegraph. London: TMG. 10 September 2003. ISSN 0307-1235. OCLC 49632006. ციტირების თარიღი: 10 May 2013.
- Lewis, Brenda Ralph (2000). Hitler Youth: the Hitlerjugend in War and Peace 1933–1945. Osceola, WI: MBI. ISBN 0-7603-0946-9.
- Libionka, Dariusz. The Catholic Church in Poland and the Holocaust, 1939–1945 (PDF). The Reaction of the Churches in Nazi Occupied Europe. Yad Vashem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 August 2013.
- Longerich, Peter (2003). „Hitler's Role in the Persecution of the Jews by the Nazi Regime“. Atlanta: Emory University. 17. Radicalisation of the Persecution of the Jews by Hitler at the Turn of the Year 1941–1942. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2013. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link) - Longerich, Peter (2010). Holocaust: The Nazi Persecution and Murder of the Jews. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-280436-5.
- Longerich, Peter (2012). Heinrich Himmler: A Life. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-959232-6.
- Lukas, Richard C. [1994] (2001). Did the Children Cry?: Hitler's War Against Jewish and Polish Children, 1939–1945. New York: Hippocrene. ISBN 978-0-7818-0870-5.
- Majer, Diemut (2003). "Non-Germans" under the Third Reich: The Nazi Judicial and Administrative System in Germany and Occupied Eastern Europe, with Special Regard to Occupied Poland, 1939–1945. Baltimore; London: Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-6493-3.
- Manvell, Roger; Fraenkel, Heinrich [1965] (2007) Heinrich Himmler: The Sinister Life of the Head of the SS and Gestapo. London; New York: Greenhill; Skyhorse. ISBN 978-1-60239-178-9.
- Manvell, Roger [1962] (2011). Goering. London: Skyhorse. ISBN 978-1-61608-109-6.
- Martin, Bernd [1995] (2005). Japan and Germany in the Modern World. New York; Oxford: Berghahn Books. ISBN 978-1-84545-047-2.
- Materski, Wojciech; Szarota, Tomasz (2009) Polska 1939–1945: straty osobowe i ofiary represji pod dwiema okupacjami (Polish). Instytut Pamięci Narodowej, Komisja Ścigania Zbrodni przeciwko Narodowi Polskiemu. ISBN 978-83-7629-067-6.
- Mazower, Mark (2008). Hitler's Empire: How the Nazis Ruled Europe. New York; Toronto: Penguin. ISBN 978-1-59420-188-2.
- McElligott, Anthony; Kirk, Tim; Kershaw, Ian (2003) Working Towards the Führer: Essays in Honour of Sir Ian Kershaw. Manchester: Manchester University Press. ISBN 0-7190-6732-4.
- Melvin, Mungo (2010). Manstein: Hitler's Greatest General. London: Weidenfeld & Nicholson. ISBN 978-0-297-84561-4.
- McNab, Chris (2009). The Third Reich. Amber Books. ISBN 978-1-906626-51-8.
- The Molotov-Ribbentrop Pact, 1939. Modern History Sourcebook. Fordham University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
- Nakosteen, Mehdi Khan (1965). The History and Philosophy of Education. New York: Ronald Press. OCLC 175403.
- Martin Niemöller. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 25 August 2013.
- NS-Zwangsarbeit: "Verbotener Umgang" German. Stadtarchiv Göttingen Cordula Tollmien Projekt NS-Zwangsarbeiter (1942).
- Nicholas, Lynn H. (2006). Cruel World: The Children of Europe in the Nazi Web. New York: Vintage. ISBN 978-0-679-77663-5.
- Niewyk, Donald L.; Nicosia, Francis R. (2000) The Columbia Guide to the Holocaust. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-11200-0.
- NS-Frauenwarte: Paper of the National Socialist Women's League. Heidelberg University Library. ციტირების თარიღი: 8 May 2013.
- Overmans, Rüdiger [1999] (2000). Deutsche militärische Verluste im Zweiten Weltkrieg, Beiträge zur Militärgeschichte (German). München: R. Oldenbourg. ISBN 978-3-486-56531-7.
- Overmans, Rűdiger (1994). „Personelle Verluste der deutschen Bevölkerung durch Flucht und Vertreibung“. Dzieje Najnowsze Rocznik. 16: 51–63.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Overy, Richard [1995] (2006). Why The Allies Won. London: Random House. ISBN 978-1-84595-065-1.
- Overy, Richard (2005). The Dictators: Hitler's Germany, Stalin's Russia. Penguin Books. ISBN 978-0-393-02030-4.
- Overy, Richard (2014). The Bombers and the Bombed: Allied Air War Over Europe 1940–1945. New York: Viking. ISBN 978-0-698-15138-3.
- Panayi, Panikos (2005). „Exploitation, Criminality, Resistance: The Everyday Life of Foreign Workers and Prisoners of War in the German Town of Osnabruck, 1939–49“. Journal of Contemporary History. 40 (3): 483–502. doi:10.1177/0022009405054568. JSTOR 30036339.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Pauley, Bruce F. [1997] (2003). Hitler, Stalin, and Mussolini: Totalitarianism in the Twentieth Century, European History Series. Wheeling, IL: Harlan Davidson. ISBN 978-0-88295-993-1.
- Pilisuk, Marc; Rountree, Jennifer Achord (2008) Who Benefits from Global Violence and War: Uncovering a Destructive System. Westport, CT: Praeger Security International. ISBN 978-0-275-99435-8.
- Pine, Lisa [2010] (2011). Education in Nazi Germany. Oxford; New York: Berg. ISBN 978-1-84520-265-1.
- Proctor, Robert N. (1999). The Nazi War on Cancer. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 0-691-07051-2.
- „Refugees: Save Us! Save Us!“. Time. Time Warner. 9 July 1979. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 28 April 2013.
- Rhodes, Richard (2002). Masters of Death: The SS-Einsatzgruppen and the Invention of the Holocaust. New York: Vintage Books. ISBN 0-375-70822-7.
- Rummel, Rudolph (1994). Death by Government. New Brunswick, NJ: Transaction. ISBN 978-1-56000-145-4.
- Rupp, Leila J. (1978). Mobilizing Women for War: German and American Propaganda, 1939–1945. Princeton, N.J.: Princeton University Press. ISBN 978-0-691-04649-5. OCLC 3379930.
- Salmonowicz, Stanisław (1994). Polskie Państwo Podziemne (Polish). Warszawa: Wydawnictwa Szkolne i Pedagogiczne. ISBN 83-02-05500-X.
- Scobie, Alexander (1990). Hitler's State Architecture: The Impact of Classical Antiquity. University Park: Pennsylvania State University Press. ISBN 0-271-00691-9.
- Sereny, Gitta [1995] (1996). Albert Speer: His Battle With Truth. New York; Toronto: Random House. ISBN 978-0-679-76812-8.
- Sereny, Gitta (November 1999). „Stolen Children“. Talk. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 1 July 2012.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Shigemitsu, Dandō (1997). Criminal Law of Japan: The General Part. Detroit: Wayne State University. ISBN 0-8377-0653-X.
- Shirer, William L. (1960). The Rise and Fall of the Third Reich. New York: Simon & Schuster. ISBN 978-0-671-62420-0.
- Smith, J. W. (1994). The World's Wasted Wealth 2: Save Our Wealth, Save Our Environment. Cambria, CA: Institute for Economic Democracy. ISBN 0-9624423-2-1.
- Smith, Joseph; Davis, Simon (2005) The A to Z of the Cold War. Lanham, MD: Scarecrow Press. ISBN 0-8108-5384-1.
- Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York: Basic Books. ISBN 978-0-465-00239-9.
- Sonderbehandlung erfolgt durch Strang German. Documents for National Socialism. NS-Archiv (1942).
- Sontheimer, Michael. (10 March 2005) Germany's Nazi Past: Why Germans Can Never Escape Hitler's Shadow. Spiegel Online. ციტირების თარიღი: 11 May 2013.
- Speer, Albert [1969] (1971). Inside the Third Reich. New York: Avon. ISBN 978-0-380-00071-5.
- Statistisches Jahrbuch für die Bundesrepublik Deutschland German. Statistisches Bundesamt (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 17 March 2012.
- Stein, George H. (1984). The Waffen SS: Hitler's Elite Guard at War, 1939–1945. Ithaca, NY: Cornell University Press. ISBN 0-8014-9275-0.
- Steiner, Zara (2011). The Triumph of the Dark: European International History 1933–1939. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-921200-2.
- Stephenson, Jill (2001). Women in Nazi Germany. London: Longman. ISBN 978-0-582-41836-3.
- Stolfi, Russel (March 1982). „Barbarossa Revisited: A Critical Reappraisal of the Opening Stages of the Russo-German Campaign (June–December 1941)“. Journal of Modern History. 54 (1): 27–46. doi:10.1086/244076.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Strafgesetzbuch, StGB. IUSCOMP Comparative Law Society (13 November 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2001. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2016.
- Walk, Joseph (1996). Das Sonderrecht für die Juden im NS-Staat: Eine Sammlung der gesetzlichen Maßnahmen und Rechtlinien, Inhalt und Bedeutung, 2nd (German), Heidelberg: Müller Verlag.
- Weinberg, Gerhard L. [1994] (2005). A World at Arms: A Global History of World War II. Cambridge; Oxford: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-85316-3.
- Wrobel, Peter. (1999)The Devil's Playground: Poland in World War II. The Canadian Foundation for Polish Studies of the Polish Institute of Arts & Sciences Price-Patterson Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-02. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მესამე რაიხი ნანგრევებში (ინგლისური)
- ნაცისტური პროპაგანდა: 1933–1945 (ინგლისური)
- ვიკიმედია-ატლასი: მესამე რაიხი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რაიხი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- ↑ Мазарчук Д.В. Консервативные революционеры Веймарской Германии о государственности и праве // Право и политика. — 2005. — № 6.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2016-09-29.
- ↑ Evans 2003, p. 103–108.
- ↑ Evans 2003, pp. 186–187.
- ↑ Evans 2003, pp. 170–171.
- ↑ Goldhagen 1996, p. 85.
- ↑ Evans 2003, pp. 179–180.
- ↑ Kershaw 2008, p. 81.
- ↑ Shirer 1960, pp. 136–137.
- ↑ Goldhagen 1996, p. 87.
- ↑ Evans 2003, pp. 293, 302.
- ↑ Shirer 1960, pp. 183–184.
- ↑ McNab 2009, p. 14.
- ↑ Evans 2005, p. 14.
- ↑ Evans 2003, pp. 329–334.
- ↑ Evans 2003, p. 354.
- ↑ Evans 2003, p. 351.
- ↑ Shirer 1960, p. 196.
- ↑ Evans 2003, p. 336.
- ↑ Evans 2003, pp. 358–359.
- ↑ Evans 2005, pp. 109, 637.
- ↑ Evans 2005, p. 109.
- ↑ Cuomo 1995, p. 231.