ჰაინრიხ ჰიმლერი
ჰაინრიხ ჰიმლერი (გერმ. Heinrich Himmler; 1900 წლის 7 ოქტომბერი — 1945 წლის 23 მაისი) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, ნაცისტური პარტიის წევრი, შუცშტაფელის რაიხსფიურერი, მესამე რაიხში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი.
პირველი მსოფლიო ომში ჰიმლერს მონაწილეობა არ მიუღია. ომის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში აგრონომია შეისწავლა. 1923 წელს გახდა ნაცისტური პარტიის წევრი, ხოლო 1925 წელს გაწევრიანდა შუცშტაფელში. 1929 წელს ჰიტლერმა ის შუცშტაფელის რაიხსფიურერად დანიშნა. შემდეგი 16 წლის განმვავლობაში ჰიმლერმა 290-წევრიანი ორგანიზაცია გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალოვან სტრუქტურად აქცია. ჰიმლერი ასევე დაინტერესებული იყო მისტიკით. 1933 წლიდან იყო პოლიტიკური პოლიციის უფროსი მიუნხენში, ბავარიში, შემდეგ მთელ გერმანიშია. 1936 წლიდან იყო გესტაპოს შეფი. 1943 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. 1944 წლიდან იყო სარეზერვო არმიის სარდალი.
1945 წლის აპრილში ჰიმლერმა ჰიტლერის ზურგსუკან მოკავშირეებთან მოლაპარაკება სცადა, რის გამოც ჰიტლერმა ის ყველა თანამდებობიდან გადააყენა და მისი დაპატიმრების ორდერიც გასცა. ჰიმლერმა გერმანიიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ის ბრიტანულმა ჯარმა დაიჭირა. 1945 წლის 23 მაისს ჰიმლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 661.
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11855123X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Гиммлер Генрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Himmler K. Die Brüder Himmler: Eine deutsche Familiengeschichte — 1 — F: S. Fischer Verlag, 2016. — 336 გვრ. — ISBN 978-3-10-490253-1
- ↑ Schudel M. Gudrun Burwitz, ever-loyal daughter of Nazi mastermind Heinrich Himmler, dies at 88 // The Washington Post / M. Murray — Washington: Fred Ryan, 2018. — ISSN 0190-8286; 2641-9599
- ↑ https://www.boe.es/datos/pdfs/BOE//1939/139/A02719-02719.pdf
- ↑ Matikkala A. Kunnian ruletti: korkeimmat ulkomaalaisille 1941-1944 annetut suomalaiset kunniamerkit — Helsinki: Suomalaisen Kirjallisuuden Seura, 2017. — გვ. 511. — ISBN 978-952-222-847-5