ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი
„ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი“ (გერმ. Das Goldene Parteiabzeichen der NSDAP), ოფიციალურად „NSDAP-ის ოქროს ღირსების მედალი“ (გერმ. Goldene Ehrenmedaille der NSDAP) — მესამე რაიხის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. იგი დაარსებულ იქნა 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის მიერ.
„ოქროს პარტიული ნიშანი“ პიროვნებას მიენიჭებოდა შემდეგ შემთხვევაში:
- თუ პიროვნება „NSDAP-ში“ გაწევრიანდა 1933 წლის მარტამდე და ატარებდა პარტიულ ნომერს „1“-დან „100 000“-მდე. პიროვნების პარტიული ნომერი მედალის რევერსზე იყო ამოგრავირებული.
- თუ პიროვნებას რაიმე დიდი დამსახურება მიუძღოდა სამშობლოს წინაშე. ამ შემთხვევაში რევერსზე ამოგრავირებული იყო ჰიტლერის ინიციალები „A.H.“ და მედლის გაცემის თარიღი.
არსებობდა მედალის 2 ვარიანტი: „დიდი“ და „პატარა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Goldenes Parteiabzeichen Stenger Historica Inc. დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.