23 მაისი
თარიღი
23 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 143-ე დღე (ნაკიან წლებში - 144-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 222 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1430 : კამპიენისკენ გასანთავისუფლებლად ჯარის წინამძღოლი ჟანა დ'არკი ტყვედ აიყვანეს ბურგუნდიელებმა.
- 1533 : მეფე ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელის ქორწინება გაუქმებულად გამოცხადდა.
- 1568 : ნიდერლანდები ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1592 :ინკვიზიციამ ვენეციაში დააპატიმრა ჯორდანო ბრუნო.
- 1788 : სამხრეთი კაროლინა გახდა აშშ-ს მე-8 შტატი.
- 1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.
- 1846 : მექსიკამ ამერიკას ომი გამოუცხადა.
- 1877 : რუმინეთის სამთავრომ თურქეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1904 : ვენაში დაიწყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში.
- 1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
- 1915 : პირველი მსოფლიო ომი - იტალია მოკავშირეებს უერთდება, მას შემდეგ რაც მათ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადეს.
- 1925 : მაუწყებლობა დაიწყო საქართველოს რადიომ.
- 1928 : ჩრდილოეთ პოლუსისკენ, დირიჟაბლით „იტალია“, გაემგზავრა ექსპედიცია, უმბერტო ნობილეს ხელმძღვანელობით.
- 1929 : მიკი მაუსის პირველი ხმოვანი მულტფილმი - Karnival Kid - გამოვიდა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი, სს-ის მეთაურმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოკავშირეების ტყვეობაში თავი მოიკლა.
- 1949 : გერმანიამ მიიღო კონსტიტუცია.
- 1987 : საბჭოთა კავშირში შეწყვიტეს რადიო „ამერიკის ხმის“ სიგნალის ჩახშობა
- 1988 : მიშელ პლატინიმ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
- 1992 : რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ოქმს, რომელიც შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას.
- 1997 : მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2004 : ცხინვალში ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები.
- 2007 ათენში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა ანგარიშით 2-1 ლივერპული დაამარცხა.
- 2008 : ქალაქ ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი დაფუძნდა.
- 2009 : სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა რო მუ ჰიანმა თავი მოიკლა.
- 2011
- კვიპროსის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ, ნიკოს ანასტასიადისის მეთაურობით, უმრავლესობა მოიპოვა.
- ისლანდიაში ვულკანი გრიმსვეტნი ამოიფრქვა, რამაც ჩრდილოეთ ევროპაში ფრენების გაუქმება გამოიწვია.
- 2015 : შვედმა მომღერალმა მონს სელმერლევმა სიმღერით „Heroes“ ევროვიზია-2015-ზე გაიმარჯვა.
- 2017 : ბრიტანელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმზ ბონდის როლით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 2021 : იტალიური როკ-ბენდი Måneskin სიმღერით „Zitti e buoni“ ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1707 : ლინე, კარლ — შვედი ბუნებისმეტყველი.
- 1891 : ლაგერკვისტი, პერ — შვედი მწერალი და დრამატურგი.
- 1900 : ფრანკი, ჰანს — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე
- 1928 : გიორგი გიგაური — ქართველი პოეტი
- 1951 : კარპოვი, ანატოლი — მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ჭადრაკში.
- 1951 : შალიკაშვილი, ვალერიან — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1125 : ჰაინრიხ V — გერმანიის მეფე (დ. 1081)
- 1524 : ისმაილ I — სპარსეთის შაჰი (დ. 1487)
- 1857 : კოში, ოგიუსტენ ლუი — ფრანგი მათემატიკოსი (დ. 1789)
- 1906 : იბსენი, ჰენრიკ — ნორვეგიელი მწერალი (დ. 1828)
- 1945 : ჰიმლერი, ჰაინრიხ — გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1900)
- 2013 : დომუხოვსკი, ვიქტორ — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (დ. 1948).
- 2017 : მური, როჯერ — ბრიტანელი მსახიობი, ყველაზე მეტად ცნობილი ჯეიმზ ბონდის როლით (დ. 1927).
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- სვიმონ კანანელი
- წმინდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე
- ივსიხი ანტიოქიელი
- ისიდორა სალოსი
- ნეტარი ტაისია
- აგრეთვე:
- იამაიკა — შრომის დღე.
- კუს მსოფლიო დღე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები