ვალერიან შალიკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შალიკაშვილი, ვალერიან)

ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი (დ. 23 მაისი [ ძვ. სტ. 10 მაისი], 1874, სოფ. აკეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 30 იანვარი[ ძვ. სტ. 17 იანვარი], 1919, იქვე) ― ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი.

ვალერიან შალიკაშვილი
დაბ. სახელი ვალერიან შალიკაშვილი
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1874
აკეთი, ოზურგეთის მაზრა
გარდ. თარიღი 30 იანვარი, 1919 (44 წლის)
აკეთი, ოზურგეთის მაზრა
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
დრამატურგი

ბიოგრაფიარედაქტირება

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში. 1909–1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე. ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. შეასრულა დარისპანის (კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), სოლეიმანის (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), იაგოს (შექსპირის „ოტელო“), დე სილვას (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვა როლები. დადგა 50-მდე სპექტაკლი (გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და „სინათლე“, დ. ერისთავის „სამშობლო“, კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, იბსენის „დოქტორი შტოკმანი“ და სხვა). დაწერა 7 („გადაჭრილი მუხა“, „უნიადაგონი“, „ოჯახი“ და სხვა) და თარგმნა 18-მდე პიესა. 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა ჯაბადარის სტუდიაში.

ნათამაშები როლებირედაქტირება

დადგა სპექტაკლებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • მებუკე დ., ვალერიან შალიკაშვილი, თბ., 1956;
  • ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 678, თბ., 1986 წელი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება