ჰენრიკ იბსენი
ჰენრიკ იბსენი (ნორვ. Henrik Ibsen; დ. 20 მარტი, 1828, შიენი, ნორვეგია — გ. 23 მაისი, 1906, ქრისტიანია) — ნორვეგიელი დრამატურგი, ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი, მუშაობდა სკანდინავიურ საგებზე დაფუძნებულ დრამებსა და ისტორიულ პიესებზე. ჰენრიკ იბსენი ავტორია ფილოსოფიურ–სიმბოლური დრამატული პოემებისა „ბრანდი (პოემა)“ (1866) და „პერ გიუნტი“ (1867), კრიტიკული სოციალურ–რეალისტური დრმაების „თოჯინების სახლი“ (1879), „მოჩვენებები“ (1881). დრამებში „გარეული იხვი“ (1884), „ჰედა გაბლერი“ (1890), „მშენებელი სოლნესი“ (1892) გაძლიერებულია ფსიქოლოგიზმისა და სიმბოლიზმის ნიშნები, რომლებიც აახლოებენ ნაწარმოებებს მე–19 საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ ნეორომანტიკურ ხელოვნებასთან. თავის ნაწარმოებებში იბსენი ცდილობდა გაეხატა პროტესტი თავისი დროის საზოგადოებრივი წყობილებისთვის, ითხოვდა რა ადამიანის მაქსიმალურ ემანსიპაციას.
ჰენრიკ იბსენი | |
---|---|
ნორვ. Henrik Johan Ibsen | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1828[1] [2] |
დაბადების ადგილი | შიენი, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო[1] |
გარდაცვალების თარიღი | 23 მაისი, 1906[1] [2] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქრისტიანია, ნორვეგია[1] |
დასაფლავებულია | Vår Frelsers gravlund[3] |
ფსევდონიმი | Brynjolf Bjarme |
საქმიანობა | დრამატურგი[2] , პოეტი[2] , ლიბრეტისტი, რეჟისორი და მწერალი[4] |
ენა | დანიური ენა |
მოქალაქეობა | ნორვეგია[5] |
ჟანრი | დრამა და პოეზია |
Magnum opus | პერ გიუნტი, თოჯინების სახლი, მოჩვენებები, ხალხის მტერი, გარეული იხვი, ჰედა გაბლერი და Rosmersholm |
ჯილდოები | დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი, პოლარული ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი, წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი და დანებროგის ორდენი |
მეუღლე | სიუზანა იბსენი[6] |
შვილ(ებ)ი | სიგურდ იბსენი და ჰანს იაკობ ჰენრიკსენი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | nb.no/forskning/ibsen/ |
ბიოგრაფიარედაქტირება
ჰენრიკ იბსენი დაიბადა 1828 წელს ნორვეგიაში მდიდარი კომერსანტის ოჯახში, რომელიც მომავალი მწერლის ბავშვობაშივე 1836 წელს გაკოტრდა.
1844 წელს ჰენრიკ იბსენმა აფთიაქში დაიწყო მუშაობდა. სწორედ მაშინ შექმნა მან პირველი ლექსები და დრამა „კატილინა“ (1850), რომელთა მოტივები ასახიერებენ ევროპაში მიმდინარე 1848 წლის რევოლუციების მოვლენებს. 1850 წელს ქრისტიანიაში დაიდგა იბსენის პიესა „გოლიათთა ბორცვი“. 1852–1857 წლებში ქალაქ ბერგენში ხელმძღვანელობდა პირველ ნაციონალურ ნორვეგიულ თეატრს, ხოლო 1857-1862 წლებში – ნორვეგიულ თეატრს ქრისტიანიაში. ასევე ჰენრიკ იბსენის შექმნილია დრამა პერ გიუნტი რომლის საფუძველზეც შექმნა ედვარდ გრიგმა მუსიკა სპექტაკლისათვის.
1864—1891 წლებში ცხოვრობდა რომში, დრეზდენსა და მიუნხენში. 1862 წელს ჰენრიკ იბსენმა შექმნა „სიყვარულის კომედია“, რომელშიც იმდროინდელი ნორვეგიის სატირული სურათი გადმოგვცა.
სახალხო–ისტორიულ დრამაში „ბრძოლა სამეფო ტახტისთვის“ (1864) იბსენმა გადმოსცა გამარჯვება გმირისა, რომელიც პროგრესიულ ისტორიულ მისიას ასრულებდა.
ჯილდოებირედაქტირება
დაჯილდოებულია დანებროგისა და პოლარული ვარსკვლავის ორდენით, არის წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Haave J. Familien Ibsen — Telemark Museum, 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ http://www.begravdeioslo.no/maler/grav/grave_id/12289
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502